"მილანი" დი მარიას სანაცვლოდ 30 მილიონს იმეტებს

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იტალიური მილანი ანხელ დი მარიას შეძენით არის დაინტერესებული და მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს...


მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს და ადრიანო გალიანის ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ, რაც პირველ რიგში ძველმა ტრანსფერებმა და შეთანხმებებმა გამოიწვია, რომელიც იტალიურ და ესპანურ გუნდს შორის დაიდო.

მილანელები ანხელ დი მარის შეძენას შეეცდებიან და ამისთვის 30 მილიონი ევრო აქვთ გამზადებული, მათი აზრით არგენტინელი ფეხბურთელი თავიდან ბოლომდე მოერგება "როსონერის" სათამაშო სქემას და ახალწვეულ მარიო ბალოტელისთან ერთად კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს გუნდს, რომელიც წლევანდელ სეზონში ნამდვილად ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე.

25 წლის ფეხბურთელი მადრიდის "რეალში" საუკეთესო სეზონს ვერ ატარებს, იგი შარშანდელ სეზონში გაცილებით უფრო პროდუქტიული და სახიფათო გახლდათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი არ შედის მოურინიოს გეგმებში. მნიშვნელოვან შეხვედრებში პორტუგალიელი მწვრთნელი სწორედ ანხელს ენდობა, რადგან მისი კლასის და დამაჯერებელი თამაშის იმედი აქვს, აქედან გამომდინარე დი მარის შეძენა "შავ-წითლებს" ძალიან გაუჭირდებათ. dle 10.1

  • Hala
  • 16 თებერვალი 2013
  • 2030
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)