ესპანეთში კავანი-ბენზემას ბარტერზე საუბრობენ

როგორც იცით უკვე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიო ედისონ კავანის შეძენით დაინტერესდა, მაგრამ ვერა და ვერ ხერხდება ნაპოლისთან კონსენსუსის მიღწევა...


გავრცელებული ინფორმაციით იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა ედისონის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო სურთ, მათი აზრით კავანი სწორედ ზემოთხსენებული თანხა ღირს, თუკი რომელიმე გუნდი მის სანაცვლოდ ამხელა თანხას გაიმეტებს იტალიელები საკუთარი გუნდის ლიდერს შეელევიან, რადგან ტრანსფერის სანაცვლოდ მიღებული თანხა მათ ბიუჯეტს ერთი-ორად გაზრდის, რაც პირველ რიგში კლუბის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად არის კარგი.

დღეს კი ესპანეთში ბენზემა-კავანის ბარტერზე ალაპარაკდნენ, ოღონს სხვა პირობით. მადრიდის "რეალი" მზად არის შეელიოს საკუთარ "9"-იანს და დაამატოს 17 მილიონი ევრო იმისათვის, რომ კავანი მადრიდელი გახდეს.

ზოგადად კარიმ ბენზემა 30 მილიონ ევროდ გახლავთ შეფასებული, ამას პლუს 17 მილიონი ჯამში 47 "ლიმონი" გახლავთ, კავანის სანაცვლოდ კი ნაპოლი 13 მილიონით მეტს ითხოვს, მაგრამ სამეფო კლუბს მაცდური წინადადება აქვს ბენზემას სახით. ამ შემთხვევაში ნაპოლი მიიღებს უმაღლესი დონის ფორვარდს და ამასთან თანხას 17 მილიონის ოდენობით, რაც ცუდი ვარიანტი ნამდვილად არ არის, აქედან გამომდინარე იტალიელები შესაძლოა დაფიქრდნენ შეთავაზებულ წინადადებაზე და ზაფხულში ორივე მხარე მოლაპარაკებებისთვის განკუთვნილ მაგიდას მიუსხდნენ. dle 10.1

  • Hala
  • 16 თებერვალი 2013
  • 2060
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)