გუტი : "ყველაფერი ნახევარდაცვაზეა დამოკიდებული"

მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და ვიცე კაპიტანმა, ხოსე მარია გუტიერესმა განაცხადა, რომ მანჩესტერთან განმეორებით დაპირისპირებაში "ბლანკოსს" ძალიან გაუჭირდება, მაგრამ თუკი ნახევარდაცვამ საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინა, ესპანური გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საგზურს მოიპოვებს...


"პირველ შეხვედრაში, რომელიც "ბლანკოსმა" მანჩესტერ იუნაიტედთან გამართა, ნახევარდაცვა შესუსტებული იყო. ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა მესუთ ოზილმა, რომელსაც ნამდვილად შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში, მე მას უდიდეს პატივს ვცემ და ვაფასებ, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველს."

"ფლანგები გაცილებით უფრო აქტიური იყო ვიდრე ცენტრალური რგოლი, ჩემი აზრით წარუმატებლობის მიზეზი სწორედ ეს გახლავთ."

"თუკი ოლდ ტრაფორდზე ფლანგების სისწრაფეს შუა რგოლიც აჰყვება, სწორედ ეს იქნება წარმატების საიდუმლო, რადგან დაცვის რგოლი ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე დგას. შესაძლოა რამოსმა ბურთზე ბრძოლა დააგვიანა და სწორედ ამან გამოიწვია ველბეკის გოლი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკანა ხაზი ფორმაში არ არის, მადრიდელებმა ინგლისელთა უამრავი შეტევა ჩაშალეს. იგივე შემიძლია ვთქვა თავდასხმაზე, რომელიც ფაქტიურად უბურთოდ იყო, ყველაფერი მოედნის ცენტრზეა დამოკიდებული, აქედან გამომდინარე მინდა მადრიდელებს მოვუწოდო, რომ ყველაზე დიდი ყურადღება ნახევარდაცვის მობილურობას მიაქციონ." dle 10.1

  • Hala
  • 16 თებერვალი 2013
  • 1779
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)