ვარანი არბელოას პოზიციებს ეჭვქვეშ აყენებს

ამ სეზონში ფრანგი მცველი, რაფაელ ვარანი არნახულ პროგრესს აჩვენებს, იგი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად ბრწყინვალე ფორმაშია და უმაღლეს დონეზე ასპარეზობს...


კატალონიის "ბარსელონასთან" ფრანგის თაურის წყალობით სამეფო კლუბმა ანგარიში გაათანაბრა (1-1) და კოპა დელ რეის მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა. ლა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებში რაფაელი ნამდვილად უმაღლეს დონეზე ასპარეზობს, მან ასევე შესანიშნავად ითამაშა მანჩესტერ იუნაიტედთან და ფაქტიურად ბლოკირება მოახდინა ინგლისელთა მთავარი დამრტყმელი ძალის, რობინ ვან პერსის შეჩერება.

მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგაში ვარანს შესაძლო 23-იდან მხოლოდ 8 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის ანგარიშზე მხოლოდ 675 წუთია, მან მაინც მოახერხა როგორც მწვრთნელის, ასევე გულშემატკივართა გულების დაპყრობა, ფრანგი მართლაც უშეცდომოდ თამაშობს დაცვაში.

ამას ემატება ჩემპიონთა ლიგის მატჩებსა და კოპა დელ რეის დაპირისპირებებში დატოვებული კარგი შთაბეჭდილება.

ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი ჟოზე მოურინიოს ფიქრის საშუალებას აძლევს, რაფაელი ნამდვილად კარგ ფორმაშია და მისი სასტარტო შემადგენლობიდან ამოვარდნა ნამდვილად არ იქნება განვითარებისთვის კარგი. პეპემ ტრავმა მოიშუშა და დაბრუნდა, აქედან გამომდინარე იგი რამოსს შეუწყვილდება და ვარანის ადგილი კვლავ სათადარიგოთა სკამზეა, მაგრამ არის ერთი გარემოება. შესაძლოა სერხიო რამოსმა კვლავ მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლოს და დაცვის ცენტრში ერთმანეთს პეპე და რაფაელი შეუწყვილდნენ, ამ შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაკარგავს ალვარო არბელოა, რომელიც ბოლო მატჩებში არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება.

ექსპერტთა და ჟურნალისტთა ყველაზე დიდი ყურადღება მიიპყრო მანჩესტერთან დაპირისპირებამ, რომელიც ალვარომ პირნათლად ჩააგდო, ყველაზე მეტად კი ერთი მომენტია აღსანიშნავი, მას სისწრაფით რაიან გიგზმა აჯობა, რომელიც ალვაროზე ასაკობრივად ბევრად დიდი გახლავთ და ესპანელთან შედარებით გაცილებით ნაკლები ენერგია აქვს. გასაგებია, რომ უელსელი მეორე ნახევარში ჩაერთო შეხვედრაში და არბელოა პირველივე წუთებიდან ირჯებოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესპანელს მსგავსი სახის "იაღლიში" ეპატიება.

მომდევნო მატჩები ნათლად დაგვანახებს გადააწყობს თუ არა საკუთარ გუნდს ჟოზე მოურინიო და შეუყენებს თუ არა რაფაელ ვარანი, ალვარო არბელოას წყალს. dle 10.1

  • Hala
  • 16 თებერვალი 2013
  • 2730
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)