ჟოზე მოურინიოს ინტერვიუ

თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიო გამოცხადდა


"შანსები აბსოლიტურად 50:50-ზეა. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია გასვლაზე გოლის გატანა, მაგრამ ანალოგიურად მათაც შეუძლიათ იქ გაგვიტანონ გოლი. არამგონია, რომ ”მანჩესტერ იუნაიტედი” ბრიტანული კულტურის გამო, ისე ითამაშებს, როგორც აქ, განსაკუთრებით კი მეორე ნახევარში. ისინი არ აპირებენ მთელი თავიანთი დაცვის ხაზის კონკრეტულად ერთ პოზიციაზე განლაგებას. ჩვენ პატივს ვცემთ მოწინააღმდეგეს, მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები ყავთ, მაგრამ ჩემი თავდაჯრებულობა ოდნავაც არ შერყეულა და კვლავინდებურად მჯერა, რომ შეგვიძლია ამის გაკეთება. ”მადრიდის რეალს” შეუძლია გასვლაზე გოლების გატანა და თამაშების მოგება”

მიუხედავად იმისა, რომ ”მადრიდის რეალს” ქონდა გოლის გატანის არაერთი შანსი, ყველაფერი ”ოლდ ტრაფორდზე” გადაწყდება: ”ჩვენ საკმარისი შანსები გვქონდა გოლის გასატანად და მთელი თამაშის მანძილზე ვფლობდით ინიციატივას. ვთამაშობდით იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც უკნიდან იწყებდა თამაშს. არ მინდა ვინმეს გაკრიტიკება, ვინაიდან მათ თავიანთი თამაში აჩვენეს და მიიღეს ის შედეგი, რომლეიც აწყობთ. კარგი შანსები გვაქვს გოლი ”ოლდ ტრაფორდზეც” გავიტანოთ”- განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ინგლისელები წინ ველბეკის კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე თავური დარტყმის შემდეგ გავიდნენ. მოურინიომ ისაუბრა ამ გოლზე: ”თუ ყველაფერს თავიდან ნახავთ ტელევიზორში, შეძლებთ დაინახოთ რაც მოხდა. ჩვენ ვვარჯიშობდით, ვამხნევებდით საკუტარ თავს, განსაზღვრული გქვონდა თითოეული ფეხბურთელის როლი, ვუყურებდით ვიდეოებს მეტოქის სტანდარტულებზე სიძლიერის დასადგენად, მაგრამ როცა ინდივიდუალურ ორთაბრძოლას აგებ , ის არანაირი ორგანიზაცია და არანაირი ვარჯიში არ უშველის საქმეს. კარგად დავიწყეთ. ფაბიოს დარტყმა აღსანიშნავია, ვინაიდან როგორც წესი გადის ასეტი დარტყმები. მათ პირველივე ცდაზე გაიტანეს გოლი და ყველაფრის თავიდან დაწყებამ მოგვიწია.”

როცა კითხეს რათომ ამჯობინებს პირველი თამაშის სახლში გამართვას, მან უპასუხა: ”მიყვარს პირველი თამაშის სახლში გამართვა, ვინაიდან როცა გასვლაზე თამაშობ პირველ შეხვედრას, არსებობს იმის დიდი საშიშროება, რომ დაფიქსირებული შედეგით არ იქნები კმაყოფილი და არ იცი რა გელოდება. როცა მეორე შეხვედრას თამაშობ გასვლაზე, უკვე ხვდები და იცი, რაც გჭირდება და როგორც უნდა ითამაშო. ჩვენ ”ოლდ ტრაფორდის” დონეზე გადავედით, მაგრამ ”მანჩესტეს იუნაიტედს” აქვს გარკვეული უპირატესობა. ჩვენ იქ აუცილებლად გვესაჭიროება გოლის გატანა, შედეგი კი ნებისმიერი ფრე გვაწყობს”

”მანჩესტერ იუნაიტედის” ტაქტიკასთან დაკავშირებით, მან განაცხადა: ”მე არ მინდა მათი გაკრიტიკება. მათ თავიანთი საქმე ბრწყინვალდ შეასრულეს, კარგად იცავდნენ თავს და არ გვიტოვებდნენ სივრცეებს. შეიძლება ისინი სულაც არ თამაშობდნენ მოსაგებად, მაგრამ მათ ბრწყინვალე ფეხბურთელები ყავთ შეტევაში, რომლებსაც შეუძლიათ არაფრისგან შექმნან შანსები და გაიტანონ გოლი. ისინი სახლში ალბათ ბედნიერები ბრუნდებიან, მაგრამ მათ უნდა იცოდნენდ და დარწმუნებლი ვარ იციან, რომ ”მადრიდის რეალს” შეუძლია ანალოგიური რამის გაკეთება.”

როცა კითხეს გრძნობს თუ არა ზეწოლას ”ბარსელონასა” და ”მანჩესტერ იუნაიტედთან” დაფიქსირებული შედეგის შემდეგ, მოუმ უპასუხა: ”არანაირი ზეწოლას არ ვგრძნობ. ბოლომდე ვიხარჯები, ბევრს ვმუშაობ და სახლში სრულიად გამოფიტული მივდივარ. ზოგჯერ როცა შენ იგებ, სხვები მარცხდებიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ”მადრიდის რეალს” შეუძლია გასვლაზე გოლის გატანა და თამაშებს მოგება”. კითხვაზე, დამოკიდებულია თუ არა მისი მომავალი განმეორებით შეხვედრაზე, მან განაცხადა: ”არ ვიცი და არ მაქს არანაირი აზრი ამასთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ , საერთოდ არ მადარდებს ეგ.” dle 10.1

  • J.Z.
  • 14 თებერვალი 2013
  • 4485
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)