ომია , ომი ....

ამბავი ერთი მომავალი ომისა...


იყო და არა იყო რა. ფეხბურთზე უკეთესი რა იქნებოდა. ჯერ კიდევ 2012 წელი იდგა , სრულიად სამყარო მოუთმენლად ელოდა მაიას ტომის მიერ ეზომ ადრეულ პერიოდში ნაწინაწარმეტყველებ ე.წ. ”ქვეყნის აღსასრულს”. იყო ერთი შფოთი და ვაი ვიში მოსახლეობას შორის. წკმუტავდნენ, ჭმუნავდნენ და გმინავდნენ ამაქვეყნიურ სიამტკბილებას მიცემული ხალხნი. განა ის აღელვებდათ, რომ რამოდენიმე დღეში აღიგვებოდნენ პირისაგან მიწისა, არამედ ის , რომ ვერ გააგრძელებდნენ ასე უზრუნვე ცხოვრებას. ზოგს პირიქით, უხაროდა 21 დეკემბერი. ეს ის ზოგია, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ და რომლებსაც დღიური ლუკმა პური ენატრებათ. უხაროდათ იმის გამო, რომ სიკვდილი უნდოდათ, თან ესეთი პომპეზური და საყოველთაო სიკვდილი.

ამ დროს ცალკე იყო ერთი, რომელსაც უეფას ჩემპიონთა ლიგას ეძახდნენ და რომელსაც გულში ეცინებოდა ყოველივე ამის მნახველს. ეცინებოდა, ვინაიდან იცოდა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი და ფარსი იყო. იცოდა, რომ არაფერიც არ მოხდება და რატომ? იმიტომ რომ წინ დიდი დაპირისპირებები და ომები უნდა გვენახა ჩვენი თვალით. იცოდა და გულში იცინოდა.

და აი , დგება დღე, როცა უნდა გაირკვეს ბევრი რამე . უნდა გარკვეულიყო და გაირკვა კიდეც. ჰოი საოცრებავ, სამყაროს აღსასრული გადადებულია. როგორც მინიმუმ მარტის 7-მდე მაინც. რატომ მაინცდამაინც 7-მდე? ხვალ ერთი ომი გველის, 5-ში კი მეორე . 6 და 7 კი ე.წ. ”საპახმელიო” დღეებია ამ ომებიდან გამომდინარე და ამიტომაც სწორედ 7-მდე მინიმუმ გადაიწია. ”თეთრმა” და ”წითელმა” ფერებმა იხსნეს სამყარო დაღუპვისაგან. გახარებულნი არიან სიკვდილის მომლოდინე ჭმუნვით აღსავსენი და პირიქით გმინავენ სიკვდილის მომლოდინე სიხარულით აღვსილნი. წუხდნენ მანამ, სანამ გაიგებდნენ მიზეზს. მიზეზს, თუ რატომ მოხდა ესეთი გაუგებრობა და თუ როგორ შეცდა თვით მაიას ტომიც კი. ხვალინდელი ომი, იმაზე მეტია, ვიდრე ქვაზე დაწერილი კალენდარი. ხვალინდელ ომს წინ ვერ აღუდგება თვით დიდი მაიას ტომიც. ხვალინდელი ომი ეს ისაა, რაც იშვიათად ხდება. ხვალინდელი ომი, ეს ხვალინდელი ომია.

სისხლისფერი თეთრი ფერის წინააღმდეგ. გაცოცხლებული დიდი ეშმაკი და მისი ეშმაკუნების არმია.

ესპანეთში და სრულიად სამადრიდისტოში ხმა დაირხა. მტერი გვიახლოვდება მტერიო. თან როგორი მტერი. ამბობენ წითლები არიან და თან ეშმაკებიო , სათავეში კი კევის ზედმეტად ჩქარა ღეჭვის გამო ლოყებაწითლებული და ჭაღარათმიანი ეშმაკი უდგასო. მტრის ბელადი 70 წელს გადაბიჯებულია, ძალზედ გამოცდილი. ამბობენ, რომ ამ ხანში შესული ჭაღარათმიანი გენერლისთვის საკმარისია ერთი შეხედოს მოწინააღმდეგეს და მაშინვე იცის სადაა მისი სუსტი მხარე, სად უჭირს მას ყველაზე მეტად და სადაა მეტოქის ციხესიმაგრის შედარებით სუსტი კედელი.

ხმა დაირხა სამადრიდისტოში ცუდად არის ჩვენი საქმეო. შიშისგნა ძრწოლვა დაიწყეს პატარა მადრიდისტებმა, შიშისგან ძრწიან ქალი მადრიდისტები , შიშს აუტანია ბალღები და შარვლის შიგნით კაბაჩაცმული ე.წ. ”თეთრი ვაჟკაცები”. ეს ის ხალხია, რომლებსაც ორმაგი, სამმაგი და ვინ მოთვლის რამდენი მოქალაქეობა აქვთ. ხალხი, რომლებიც მოდიან და სახლდებიან სამადრიდისტოში იმიტომ, რომ გამორჩენას ელიან. ამ ხალხისთვის ძნელია გაიგო , რას ნიშნავს ეს ადგილი ე.წ. ”კარენნოი” მადრიდისტებისთვის. ძნელია, იმიტომ რომ ”შეაყარე კედელს ცერცვი”-ს აქვს ადგილი.

აი , ეს ხალხი დარბის წინ და უკან , ავრცელებს ხმებს ქალაქში , ცდილობენ დასთესონ შიში თეთრ გულებში. აფრქვევენ თავიანთ ზებრწყინვალებითა და ზემადრიდიზმით აღსავსე სიტყვებს:

”ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ, ჩვენ ეს არ შეგვიძლია, საქვეყნოდ შევრცხვებით”

და კიდევ ვინ მოსთვლის რას არ ბოდავენ. ბოდავენ იმიტომ, რომ მათ სძინავთ. სძინავთ შიშისგან. უფრო სწორად შიშისგან მათ თვალებს და გონებას სძინავს. ისინი მისდევენ თვითგადარჩენის ინსტიქტს.

ამ დროს, სწორედ ამ ქალაქში, სწორედ ამ ათასმაგი მოქალაქეობის მქონე ბალღების, ქალებისა და შარვალს შიგნით კაბაჩაცმული კაცების გულის გასახეთქად ცხოვრობენ ნამდვილი თეთრები. თეთრები, რომლებსაც არ აშინებთ არცერთი ფერი. თეთრები, რომლებსაც არ ეშინიათ არანაირი ზეხორციელი, უხორცო , ბუნებრივი სიძლიერის, თუ ზებუნებრივი ძალების მქონე მტრები. თეთრები, რომლებისთვისაც ეს ქვეყანა იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ქვეყანა. თეთრები , რომლებსაც უყვართ არა რამე გამორჩევის მიღების მიზნით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ უანგარო სიყვარულით. და აი, ეს ხალხი მშვიდადაა. ისინი ვაჟკაცები არიან. მათ აქვთ საკუთარი თავის და სიძლიერი რწმენა. მათ იციან თანადგომა და მუდამ გვერდში უდგანან თავიანთ გლადიატორებს და ანალოგიურს აპირებენ ხვალაც, ვინაიდან იციან, რომ მხოლოდ ერთ მუშტად შეკვრით, მხოლოდ ერთად დგომით, მხოლოდ ერთად სიმღერით შეძლევებ ნებისმიერი მტრის და მომხვდურის დამარცხებას. ამას აპირებენ ხვალაც. ხვალ გაისმება ერთი სიმღერა გამარჯვებას, ხვალ სამყარო ნახავს ერთ სიყვარულს, ერთ ფერს, ერთ ოცნებას, ერთ მუშტად შეკრულ სტადიონს, სადაც ათიათასობით ადამიანი ერთი ხდება. იმიტომ რომ ეს ასეა და იმიტომ რომ ხვალ დიდი ომია...

სამადრიდისტოში ერთი ამბავია. ყველას პირზე აკერია ვინ დავახვედროთ, ვის ჩავაბაროთ ჩვენი გლადიატორები. ვის თუ არა იმ ერთ დაქნეულ, გამოცდილ, მელა, მგელ, ტურა, ლომს. იმას , რომელიც მთელი ოცი წლითაა ნაკლები მეტოქის გენერალზე, მაგრამ არანაკლები გენერალია. იმას, რომელმაც ერთ ქვეყანაში ასპარეზობისას სისხლი გაუშრო მეტოქის გენერალს (ამას თავად ფერგი ამბობს). ვის თუ არა გამორჩეულ, ერთადერთ სპეციალისტს, როგორც ამას ის და არამარტო ის, თავის თავს უწოდებს. ვის, თუ არა ომებისა და ბრძოლების გამო ნაადრევად გაჭაღარავებულს. ვის , თუ არა იმას, რომლისთვისაც არ არსებობენ ავტორიტეტები, რომელსაც თავის შეგირდებში ერტადერთი ავტორიტეტი ყავს და ეს დისციპლინაადა აი, გადაწყდა , სწორედ ის უხელმძღვანელებს და სწორედ ის მისცემს უკანასკნელ დარიგებებს ხვალ თავის შეგირდებს.

”ქუდზე კაცი” ისმის გენერლის მოწოდება.

”ქუდზე კაცი” გრგვინავენ თეთრი გლადიატორები.

” ჩვენ თქვენთან ვართ, მუდამ აქ ვიყავით, აქ ვართ და აქ ვიქნებით. მოვდივართ” - პასუხობენ გმირებს თეთრი გულები.

” ჩვენი ერთადერთი სიტყვა, რომელსაც ბრძოლის ველზე გულშემატკივრები მოისმენენ იქნება HalaMadrid!"- არიგებს თავის შეგირდებს გენერალი

”ერთადერთი სიმღერა, რომელსაც თქვენ მოისმენთ ბრძოლისას იქნება "HalaMadrid" ” - ამბობენ გულანთებული ბლანკოსები.

ემზადება ქვეყანა ომისთვის, ემზადებიან თეთრი გლადიატორები სისხლისმღვრელი ბრძოლისთვის. ემზადება მსოფლიო დპაირისპირების სანახავად. ემზადება სანტიაგო ბერნაბეუს ციხესიმაგრე მტრის იერიშების მოსაგერიებლად.

ხვალ ე.წ. სიყვარულის დღეა. ყველაფერი სიმბოლურია. სიყვარული და ომი, თეთრი და წითელი.

მაშ რომელია რომელია თქვენს შორის. ვინ ვინ არიას. ხვალ იქნება დღე და დღესაც უკვე არის ის დღე, როცა ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, როცა ყველაფერს თავისი სახელი ქვია. სუსტი გული გაქვთ? ვაჟკაცობა არ გყოფნით? უბრალოდ გვერდზე გადექით . მე გპირდებით, რომ თქვენი სახელი არც გაჟღერდება და ვერც ვერავინ ვერ გაიგებს თქვენს ნამოქმედარს. უბრალოდ ხელს ნუ შეგვიშლით ჩვენც და ჩვენს მეომრებსაც.

თვალი თვალის წინ, სისხლი სისხლის წილ, კბილი კბილის წილ, სიყვარული სიყვარულის წილ.

არანაირი უკან დახევა, უკან მოსაბრუნებელი გზა არ არსებობს. ეს ომია, რომელსაც ერთადერთი გამარჯვებული ყავს, სადაც ხვალ ერთადერთმა ფერმა უნდა იბატონოს, სადაც თეთრი დროშა წითლების სისხლით უნდა შეიღებოს, სადაც ეშმაკი უნდა დამარცხდეს, სადაც ”იმათ” (ბალღები, ქალები და ა.შ.) იმედები უნდა გავუცრუოთ, სადაც მტერს ზურგი არ უნდა ვაჩვენოთ, სადაც მტრის ზურგი უნდა ვნახოთ.

ჩვენ არ ვომობთ, ჩვენ გვეომებიან. ეს ჩვენი მიწაა. ჩვენი ციხესიმაგრე, ჩვენი დროშა, ჩვენი ფერი, ჩვენი სიყვარული, ჩვენია და მორჩა. წართმევას მოინდომებ? წაგერთმევა. დაპყრობას მოინდომებ? დაპყრობილ იქნები. დანგრევას მოინდომებ? დაინგრევი. კიდევ კითხულობ რატომ? იმიტომ რომ ეს ”სანტიაგო ბერნაბეუა” , ეს ”მადრიდის რეალია”, ეს ყველასთვის საყვარელი თეთრი ფერია.

ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს ბიჭებო. ჩვენ თქვენი გვჯერა ძმებო, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ ვაჟკაცებო...ჩვენ თქვენთან ვიქნებით , ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე. თქვენ ნამდვილი მეომრები ხართ და ხვალ უნდა იომოთ, თქვენთან ერთად , თქვენს მხარდამხარ იომებს 86 ათასი თეთრი გული სანტიაგო ბერნაბეუზევე, ხოლო ასჯერ და ათასჯერ მეტი კი სულიერად იქნება თქვენს გვერდით... იომეთ , იბრძოლეთ სიკვდილამდე... გახსოვდეთ, რა ფერს იცავთ და რას იცავთ...

ბრძოლა სიკვდილამდე და საბოლოო გამარჯვებამდე...

ავყვეთ თეთრი ლომების მოწოდებას და ყველამ ერთხმად დავიძახოთ

Hala.......... dle 10.1

  • shvela
  • 12 თებერვალი 2013
  • 5950
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)