ვალდანოს კომენტარი

მადრიდის "რეალის" გენერალურმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ კომენტარი გააკეთა "ხეტაფესთან" 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ. ვალდანო ელოდა, რომ გუნდი წნეხის ქვეშ მოექცეოდა, მაგრამ გუნდმა ყველაფერი დაძლია და შესანიშნავად ითამაშა. მან გამოჰყო იგუაინის თამაში, რომელმაც ორი გოლი გაიტანა. ასევე მოიწონა ბენზემას გამოსვლაც.


"ველოდით, რომ "ხეტაფესთან" მატჩი რთული იქნებოდა და პირველივე წუთებიდანაც დადასტურდა, მაგრამ გუნდმა შეძლო ნერვების მოთოკვა. მაყურებელი ძალიან დაგვეხმარა და მათ მადლობას ვუხდი".

"თავიდან არადამაჯერებლად ვთამაშობდით, მაგრამ შემდეგ ათი კაცით შევძელით შეხვედრის მოგება".

"იგუაინი და ბენზემა შესანიშნავად მოქმედებდნენ და ხიფათს უქმნიდნენ მეტოქის კარს. იმედი მაქვს ისინი კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ".

"რთული კვირის შემდეგ მოგება ძალიან წაგვადგება. "ალკორკონთან" მატჩის შემდეგ შეცდომები გამოვასწორეთ".

"მაყურებელი უნდა მოვიდეს "ბერნაბეუზე" "ალკორკონის" წინააღმდეგ მატჩში და მხარი დაგვიჭიროს".

"მილანი" და "რეალი" ორი უდიდესი კლუბია. ძალიან მიხარია, რომ მოგვიწევს "სან–სიროზე" თამაში. კარგი მოგონებები გვაკავშირებს ამ სტადიონთან".



ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 1 ნოემბერი 2009
  • 3231
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)