ისტორია თუ როგორ დაურეკა ზიდანმა ვარანს

2010/11 წლების სეზონში რაფაელ ვარანმა ლანსის შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა. საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულებისთანავე მის ტელეფონზე ზარების ნაკადი არ შემწყდარა, მისით დაინტერესებული კლუბის აგენტები 18 წლის მცველს მოსვენებას არ აძლევდნენ და ტრანსფერის დეტალებზე შეთანხმებას სთავაზობდნენ.


L'Equipe-სთან ამ თემაზე საუბრისას ვარანმა მოყვა მისი გამადრიდისტების ისტორია. თურმე 2011 წლის ივნისში, როდესაც ფრანგული ქალაქი ლილის მახლობლად დედამისის სახლში იმყოფებოდა, ზუსტად 19:30 საათზე მორიგი ზარი გაისმა. იმ მომენტისათვის რაფამ იცოდა, რომ მისი შეძენით დაინტერესებულნი იყვნენ მანჩესტერ იუნაიტედი (ალექს ფერგიუსონის პირადი მოთხოვნა იყო ახალგაზრდა მცველის შეძენა), პსჟ, ლიონი, არსენალი, დორტმუნდის ბორუსია... მაგრამ ეს განსხვავებული შემთხვევა იყო, მას თვით ზინედინ ზიდანმა დაურეკა.

”ეს მე ვარ, არ არის ხუმრობა, ნამდვილად მე ვარ” - უთხრა ზიდანმა ვარანს და ამცნო, რომ მისი მადრიდში წაყვანა სურდა.

”ვერ ვიჯერებდი, რომ ზიზუ მირეკავდა და მოულოდნელობისგან არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა. საბოლოოდ ძალიან ზრდილობიანად ვუთხარი, რომ არ მეცალა, რადგან გამოცდებისთვის ვემზადებოდი და ვთხოვე მოგვიანებით დაერეკა. როდესაც ყურმილი დადო, კვლავ არ მჯეროდა, რომ ზიდანს ველაპარაკე და მაშინვე უფროს ძმასთან გავიქეცი ამბის მოსაყოლად. მან მითხრა, რომ შენ თუ ასე ზიზუს ელაპარაკე, სრულ ჭკუაზე არ ხარო.” - ღიმილით ყვებოდა რაფაელ ვარანი.

ზიდანმა რაფას თხოვნა გაითვალისწინა და ხელმეორედაც დაურეკა, შედეგად კი ახალგაზრდა მცველი მადრიდში აღმოჩნდა. dle 10.1

  • SunSay
  • 1 თებერვალი 2013
  • 3965
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (196)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)