კრისტიანო რონალდო: წინ ლამაზი სანახაობა გელით

კრისტიანო რონალდო: წინ ლამაზი სანახაობა გელით


კრისტიანო რონალდოს მორიგი ექსკლუზიური ინტერვიუ.


- შენი ოცნება ასრულდა.
- რა თქმა უნდა. არაერთხელ მითქვამს, რომ “რეალში” თამაში ჩემი ოცნება იყო.

- 24 წლის ხარ და უკვე უამრავი ტიტული მოიგე. ამბიცია კიდევ შემოგრჩა?
- ტიტულების მოგების სურვილს არასდროს დავკარგავ, მით უმეტეს, “რეალში”. ჩემს კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო. მჯერა, რომ მადრიდში როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური თვალსაზრისით, უამრავ ტიტულს მოვიგებ, როგორც ეს “მანჩესტერში” იყო. ამ გუნდში ყველას ვენდობი, პრეზიდენტით დაწყებული, მწვრთნელითა და თანაგუნდელებით დამთავრებული. მოკლედ, წინ წარმატებული სეზონი გველის.

- პრეზიდენტს ტრანსფერისთვის მადლობა უკვე გადაუხადე.
- ბუნებრივია. “რეალის” მიმართ ყოველთვის უდიდეს პატივისცემას ვავლენდი. ფლორენტინო პერესმა ჩემი ტრანსფერის განსახორციელებლად ყველაფერი გაიღო, რის გამოც მას კიდევ ერთხელ უდიდეს მადლობას მოვახსენებ. ის ჭკვიანი კაცია და იცის, რასაც აკეთებს. გამომდინარე პერესის სატრანსფერო პოლიტიკიდან, დარწმუნებული ვარ, რომ დიდებული გუნდი გვეყოლება.

- კარგი თემა წამოჭერი. ახალ პროექტზე რას ფიქრობ?
- ძალიან მომწონს. პროექტი ვარსკვლავებზეა დაფუძნებული, თუმცა ის ფეხბურთელები, რომლებიც გუნდში არიან, ასევე ძალიან გამოცდილები და ძლიერები არიან. ასეთი შემადგენლობის ყოლა ნებისმიერი გუნდისთვის ნამდვილი სიმდიდრეა.

- ცნობილია, რომ დიდებული მოთამაშეების გვერდით, ფეხბურთელები ზრდას უდიდესი ნაბიჯებით განაგრძობენ.
- რა თქმა უნდა. მე მაგალითად, ხომ უამრავი ტიტული მოვიგე, მაგრამ იმპროვიზაცია და სათამაშო სტილის დახვეწა მაინც მჭირდება. “რეალში” უამრავი ისეთი ფეხბურთელია, რომლისგანაც ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

- “სანტიაგო ბერნაბეუ” პირველად პრეზენტაციის დროს ნახე. ამ სტადიონზე აქამდე არ გითამაშია.
- ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. კიდევ უფრო ხალხის ფაქტორი გამიხარდა, - ისინი ძალიან თბილად დამხვდნენ. რომელიმე მოთამაშეს ასეთ წარდგენას თუ მოუწყობდნენ, არც კი ვფიქრობდი, მით უმეტეს მე. ალბათ, ამ არენაზე თამაში კიდევ უფრო დიდი სიამოვნება იქნება. მოკლედ, მოტივაციის მოზღვავებას განვიცდი. ჩემი თავი საუკეთესო მხრით უნდა წარმოავაჩინო. ფანებს პირობას ვაძლევ, რომ წინ ლამაზი სანახაობა ელით.

- “რეალში” ყველაზე მეტად რითი მოიხიბლე?
- ამ გუნდის ისტორიით. სწორედ ამიტომ ოცნებს ყველა მოთამაშე “ბლანკოსში” თამაშზე. “რეალი” მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კლუბია.

- ხალხი შენს შესახებ ძალიან ბევრს საუბრობს.
- ვისაც რა უნდა, ის იფიქროს, მე ჩემი მაღალი კლასი უკვე არაერთხელ დავამტკიცე. ახლა ამაზე სულ არ ვფიქრობ. მალე შეკრებას ვიწყებთ და ადაპტაცია უმოკლეს დროში უნდა გავიარო.

- ალბათ, თქვენი უმთავრესი მიზანი ჩემპიონთა ლიგა იქნება, მომდევნო წელს ფინალი ხომ “ბერნაბეუზეა”.
- სასიამოვნო დამთხვევაა. მგონი ევროთასებზე წარმატების მიღწევის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. თუმცა საქმეს სერიოზულად უნდა მივუდგეთ.

- მადრიდზე რას იტყვი?
- ამ ქალაქს კარგად არ ვიცნობ, თუმცა ნანახით სრულიად კმაყოფილი ვარ. ესპანელები, პორტუგალიელების მსგავსად, თბილი ხალხია. თავს უკვე სახლში ვგრძნობ. ჩემებიც კმაყოფილები არიან, რადგან სამშობლოსთან უფრო ახლოს ვარ.

- და ბოლოს, “რეალის” ფანებს რას ეტყოდი?
- ბოლომდე დავიხარჯები. ერთად უამრავი წარმატება გველის. ერთი სული მაქვს, სეზონი როდის დაიწყება. ინჩასებს ვპირდები, რომ ჩემი თამაშით დიდი სიხარულს მივანიჭებ.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 8 ივლისი 2009
  • 5654
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)