სტატისტიკა "რეალის" სასარგებლოდაა

მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ესპანეთის თასის ნახევარფინალში მეექვსედ შეხვდებიან ერთმანეთს...


როგორც ზემოთ მოგახსენეთ, "კოპა დელ რეიზე" ესპანური გრანდების დაპირისპირება ნახევარფინალში მეექვსედ შედგება. პირველად ესპანეთის თასზე, აღნიშნულ სტადიაზე "რეალი" და "ბარსელონა" 1916 წელს შეხვდნენ. მაშინ დაპირისპირება 4 მატჩიან დუელში გადაიზარდა. პირველი შეხვედრა მადრიდელებმა გასვლაზე 1-2 დათმეს, შემდგომ სახლში 4-1 იმარჯვეს. იმ დროისთვის ბურთების შეფარდება არ ითვალისწინებოდა, შესბამისად დაინიშნა მესამე მატჩი, რომელიც ფრედ 6-6 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სანტიაგო ბერნაბეუმ ამ შეხვედრაში ჰეტ-ტრიკით გამოიჩინა თავი. მეოთხე მატჩი უკვე "მერენგთა" გამარჯვებით 4-2 დასრულდა და სწორედ მადრიდული გუნდი გავიდა ფინალში.

რაც შეეხება მომდევნო ნახევარფინალურ დაპირისპირებას კასტილიურ-კატალონიური გრანდებისა, ეს ყველაზე ცნობილი გახლავთ "ელ კლასიკოს" ისტორიაში. პირველი შეხვედრა "ბარსელონამ" 3-0 იმარჯვა, თუმცა მადრიდში "რეალმა" 11-1 გაანადგურა მეტოქე. 1954 წელს ისევ მოხდა აღნიშნული დაპირისპირება, ამჯერად პირველი მატჩის წაგების შემდეგ (0-1), "ბარსელონამ" 3-1 იმარჯვა სახლში და მადრიდელები ტურნირს გამოთისა.

1959 წელს ნახევარფინალური დაპირისპირება "ბარსელონას" სრული უპირატესობით წარიმართა. კატალონიელებმა მადრიდშიც და ბარსელონაშიც იმარჯვეს, შესაბამისად 4-2 და 3-1. რაც შეეხება 1993 წელს, მადრიდული მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა, თავი სამორანომ გამოიჩინა, კატალონიაში კი მიჩელისა და იგივე სამორანოს გოლებით სამეფო კლუბმა 2-1 იმარჯვა და ფინალში გააღწია.

როგორც ხედავთ, სტატისტიკა მადრიდის "რეალის" სასრგებლოდაა. იმედია, "მერენგები" კიდევ უფრო განიმტკიცებენ ლიდერობას ამ მხრივ.... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)