HalaMadrid.Ge-ს ინიციატივა

საიტის ადმინისტრაციის ინიციატივა.


მოგესალმებით ძვირფასო ჰალამადრიდელებო, „ელ კლასიკოს“ მოახლოვებასთან ერთად, ჩვენს ვებ-გვერდზე, ვნებათა ღელვა პიკს აღწევს.შესაძლებელია ამ თარიღთან დაკავშირებითაა გამოწვეული, „ბარსელონას“ ქომაგების მომრავლება „ჰალაზე.“ბუნებრივია, ჩვენი გუნდის პოლიტიკა არასოდეს ყოფილა საიტიდან სხვა აზრისა და შეხედულების მქონე ადამიანების გარიყვა, თუმცა ბოლო დროს, ხშირად გვიხდება, ე.წ. ბანების ჩამორიგება.

რასაკვირველია, არც მომავალში შევუშლით ხელს სხვა გუნდის ქომაგებს საიტით სარგებლობაში, თუმცა ჩვენი გულითადი თხოვნაა, შეწყვიტონ მათ საიტის წესების რეგულარული დარღვევა.მოგეხსენებათ, ადმინისტრაციის წევრები სხვადასხვა საქმიანობით ვართ დაკავებულნი და დღის განმავლობაში საიტთან ხშირი წვდომა არ გაგვაჩნია.შესაბამისად, დღის ბოლოს ვიღებთ ამაზრზენ სურათს.„არეულობის“ 95 %, სხვა კლუბის გულშემატკივრის (უმეტესწილად „ბარსელონას“) მაპროვოცირებელი კომენტარით არის გამოწვეული.ეს მოვლენა, უწინარეს ყოვლისა, საიტის იმიჯს ლახავს.მაშასადამე, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო „ჰალას“ სტუმრებს, რომ პატივი სცენ საიტსა და კლუბს.შეეშვან „რეალის“ ქომაგების გაღიზიანებასა და პროვოკაციაზე წამოგებას.თქვენ შეგიძლიათ გვესტუმროთ, მაგრამ არა ისეთი ფორმით, როგორიც ბოლო პერიოდშია გავრცელებული.
აქვე დავამატებ, რომ აღნიშნულ წერილი არ ეხებათ იმ ღირსეულ პიროვნებებს, რომლებიც მიუხედავად (შესაძლოა) „რეალის“ არსიყვარულისა, თავინთ მოსაზრებებს აფიქსირებენ კორექტულობის ფარგლებში.

ამასთანავე, მოვუწოდებ „რეალის“ ქომაგებს, რომ თავი შეიკავონ სხვა კლუბის საიტზე იმ ტიპის საქმიანობისაგან, რაც ზემოდ არის აღნიშნული.

და ბოლოს, მინდა გაგაცნოთ საიტის ადმინისტრაციის ინიციატივა.მოკლედ და კონკრეტულად, სამეფო კლუბის გულშემატკივრები შევთანხმდეთ, რომ მიუხედავად გუნდის მიერ დაფიქსირებული შედეგისა, არ დავკარგოთ საკუთარი თავის კონტროლი.ღირსეულად შევეგებოთ როგორც მოგებას, ასევე მარცხს.როდესაც გუნდი აგებს, ჩვენი საიტი ემსგავსება „ქუჩას,“ რაც ძალიან უსიამოვნოა.მაშასადამე, მივდვივართ იმ დაკსვნამდე, რომ ჯერ ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ჩვენს საიტს და შემდეგ სხვამ.

დიდი იმედი მაქვს, გაითვალისწინებთ ჩვენს ინიციატივას და „რეალის“ ძნელბედობის ჟამს, მხოლოდ ჯანსაღი კომენტარით ეცდებით საკუთარი ემოციის გამოხატვას.ვიმსჯელოთ, ვაკრიტიკოთ, ვიკამათოთ, მაგრამ მუდამ გვახსოვდეს ზრდილობის ნორმები.

მადლობას ყურადღებისათვის, პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია!
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)