”მადრიდის რეალი” 88:87 ”ბარსელონა”

დღეს ელ კლასიკოა. 2012/13 წლების სეზონის მეოთხე კლასიკო გველოდება დღეს ”სანტიაგო ბერნაბეუზე”. სამეფო თასის პირველი ნახევარფინალის მოლოდინში გავიხსენოთ ყველაზე გამორჩეული და საინტერესო სტატისტიკური მონაცემები პრინციპულ მეტოეებთან დაკავშირები


222 ოფიციალური შეხვედრა

”მადრიდის რეალი” და ”ბარსელონა” ოფიციალურ შეხვედრებში ერთმანეთს 222-ჯერ დაუპირისპირდნენ: 88 შემთხვევაში გამარჯვება ”თეთრებს” დარჩათ, ხოლო 87-ჯერ კი გამარჯვება კატალონიელებმა იზეიმეს. დარჩენილი 47 შეხვედრა ფრედ დასრულდა. თუ გავითვალისწინებთ სამეფო გუნდის საშინაო შეხვედრებს, მაშინ ბალანსი ”თეთრების” მხარეს იქნება გადმოხრილი: 110 ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ შეხვედრაში მასპინძლება 61-ჯერ გაიმარჯვეს, 25-ჯერ დამარცხდნენ და 24 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

30 კლასიკო თასზე

სამეფო თასის ტურნირზე ”მადრიდის რეალი” და ”ბარსელონა”-ს გზები 30-ჯერ გადაეყარა ერთმანეთს. ათჯერ ”თეთრებმა” გაიმარჯვეს, 14-ჯერ კატალონიელებმა, ხოლო 6 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ამ შეხვედრებში ”მადრიდის რეალმა” გაიტანა 58 გოლი, ხოლო ”ბარსელონამ” კი 60. სამეფო თასის კლასიკოების საუკეთესო ბომბარდირი კვლავინდებურად რჩება სანტიაგო ბერნაბეუ (7 გოლი). წინა სეზონამდე პრინციპიალური მეტოქები ერთმანეთს ტასის გათამაშებაში ზედიზედ ორი წლის მანძილზე არ შეხვედრიან არასდროს. ამჯერად ეს სერია სამ სეზონამდე გაგრძელდა.

თასიდან გავარდნა

აგერ უკვე სამი წელია, რაც ”მადრიდის რეალი” და ”ბარსელონა” ერთმანეთს აგდებენ სამეფო თასის ამა თუ იმ ეტაპზე. თუ არ ცავთვლით ”ბარსელონას”, ბოლოს ”თეთრები” ამ გათამაშებას ”ალკორკონთან” ბრძოლისას 1/16 ფინალში გამოემშვიდობნენ 2009/10 წლების სეზონში, მაგრამ სწორედ იმ სეზონზე მოდის ტურირიდან ”ბარსელონას” ბოლო გამოვარდნაც არა ”მადრიდის რეალის” მიერ: კატალონიურ გუნდს მაშინ ”სევილიამ” აჯობა.

ორმატჩიანი დაპირისპირება პლეი-ოფში.

24 შემთხვევაში კლასიკოს ბედი ორმატჩიან დაპირისპირებაში გადაწყდა: 11-ჯერ თასზემ ოთხ შემტხვევაში ჩემპიოთა თასზე, ექვსჯერ ესპანეთის სუპერ თასზე და სამჯერ ლიგის თასზ. ჯერჯერობით ამ შეხვედრების ბალანსი ”მადრიდის რეალის” მხარესაა, 13 შეთხვევაში სწორედ თეთრები იყვნენ გამარჯვებული ორი მატჩის ჯამში (11 მოგება). თუ მხოლოდ და მხოლოდ თასის შეხვედრებს ავიღებთ, სტატისტიკა ამ შემთხვევაში აბსოლიტურ თანაბრობას უჩვენებს: ხუთ დაპირისპირებაშჳ გამარჯვებული იყო ”მადრიდის რეალი”, ხოლო ექვს შემთხვევაშჳ კი ”ბარსელონა”.

პირველი მატჩის უპირატესობა

ურთიერთშეხვედრების სტატისტიკიდან გამომდინარე, პირველი შეხვედრის გასვლაზე გამართვა საკმაო უპირატესობის მომტანია: 24 ორმატჩიან დაპირისპირებაში 67% შემთხვევაში (16 მატჩი 24-დან) შემდეგ ეტაპზე გადიოდა გუნდი, რომელიც განმეორებით შეხვედრას სახლში მართავდა. 4 შემთხვევაში კი მომდევნო ეტაპზე გავიდა ის გუნდი, რომელმაც პირველი შეხვედრა სახლში გამართა.

პირველი საშინაო შეხვედრის ფაქტორი ”მადრიდის რეალისთვის”

”მადრიდის რეალმა” 15 ორმატჩიანი კლასიკო დაიწყო სახლში: რვაჯერ თასზე, სამჯერ ჩემპიონთა თასზე, სამჯერ ესპანეთის სუპერ თასზე და ერთხელ ლიგის თასზე. ამ 15 შეხვედრიდან ”თეთრები” გამარჯვებული ექვს შემთხვევაში (40%) გამოვიდნენ და ტურნირი ცხრაჯერ დატოვეს (60%). თუ მარტო სამეფო თასს ავიღებთ მხედველობაში, მაშინ სტატისტიკის შემხედვარე შემდეგ დასკვნებს ვაკეთებთ: ევრა სამეფო თასის შეხვედსრიდან , რომლის დროსაც პირველი შეხვედრა ”მადრიდის რეალის” საშინაო არენაზე იმართებოდა, ”მადრიდის რეალი” სამჯერ გამოვიდა გამარჯვებული - 1962, 1970 და 1993 წლებში , ხოლო დამარცხა ხუთჯერ - 1926, 1954, 1959 და 2012 წლებში.

პირველ შეხვედრაში გამარჯვების ფაქტორი

ძნელია არ მიაქციო ყურადღება პირველ შეხვედრაში გამარჯვების ფაქტორს, განსაკუთრებთ თუ საუბარია ”მადრიდის რეალის” მიერ პირველი შეხვედრის მოგებაზე. კლუბი, რომელიც პირველ შეხვედრას იგებდა, 16-დან 11 შემთხვევაში (69%) გადიოდა შემდეგ ეტაპაზე. ხუთი გამონაკლისი დაფიქსირდა 1916, 1943, 1954 და 1962 წლებში სამეფო თასზე და 1997 წელს სუპერ თასზე. ამ ხუთი შემთხვევიდან , როცა გუნდმა პირველი შეხვედრა დათმო და მოუწია მეორეშეი ძალების მაქსიმალურად მობილიზებამ, 4 მოდის ”მადრიდის რეალზე”, ხოლო 1 ”ბარსელონაზე” (1954 წელს თასზე)

ტურნირიდან ”ბარსას” გამოთიშვა.

2008/09 წლლების სეზონიდან დაწყებვული, ”ბარსელონამ” ითამაშა 34 ორმატჩიანი შეხვედრა პლეიოფში: 13 ჩემპიონთა ლიგაზე, 17 თასზე და ოთხი სუპერ თასზე. ამ 34 ჩატარებული მატჩიდან კატალონიელებმა საერთო ჯამში მოგება გაინაღდეს ყველა შემთხვევაში, გარდა ოთხისა: ”სევილიასთან” (თასზე 2009/10 წლებში), ”ინტერთან” (ჩემპიონთა ლიგაზე 2009/10 წლებში), ”ჩელსისთან” (ჩემპიონთა ლიგაზე 2011/12 წლებში) და ”მადრიდის რეალთან” (ესპანეთის სუპერ თასზე 2012 წელს). ასე და ამგვარად, ”მადრიდის რეალს” შეუძლია გახდეს პირველი გუნდი, რომელიც ორჯერ მოახერხებს ”ბარსელონას” გამოგდეს ტურირიდან ორმატჩიანი დაპირისპირების ჰამში.

მოურინიოს მერვე ნახევარფინალი

”მადრიდის რეალის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დღეს თავიუს მერვე ნახევარფინალურ შეხვედრას ჩაატარებს თასზე: ორჯერ მოურინიომ თავისი გუნდი გაიყვანა ნახევარფინალში პორტუგალიაში, ორჯერ ინგლისის თასის ნახევარფინალში, ორჯერ იტალიის თასის ნახევარფინალში და ერთხელ ესპანეთის თასის ნახევარფინალში. ხუთჯერ პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდები გადიოდნენ ფინალში და ორჯერ გამოვარდნენ ნახევარფინალური ეტაპიდან (’ჩელსი” 2005/06 წლებში და ”ინტერი” 2008/09 წლებში)

ანტონიო ადანი და დიეგო ლოპერსი

ვინც არ უნდა გამოვიდეს მოედანზე, ანტონიო ადანი თუ დიეგო ლოპესი, ეს მათი პირველი კლასიკო იქნება ბოლო 27 წელიწადში, რომელში ორივე გოლკიპერი ”სათადარიგო” იქნება. ბოლოს ასეთი რამ მოხდა 1986 წლის 19 მაისს ლიგის თასის გათამაშებაში, როცა ”მადრიდის რეალის” კარს იცავდა აგუსტინი, ხოლო ”ბარსასას” კი ამადორი. ამ დროს გუნდის მთავარი გოლკიპერები იყვნენ ოჩოტორენა და ურრუტიკოზჩეა.

კასილასის გარეშე

ბოლო კლასიკო იკერის გარეშე ”მადრიდის რეალმა” ჩაატარა 2002 წლის 1 მაისს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. იქიდან მოყოლებული ზედიზედ 30 კლასიკოს მანძილზე მეკარე ძირითად შემადგენლობაში გამოდიოდა. ამავდროულად პაკო ხენტოს ისტორიული მიღწევის, რომელიც 1954 წლიდან 1966 წლამდე ზედიზედ 35 კლასიკოს მოიცავს, კასილასი უკვე ვეღარ შეძლებს. ”ბარსელონაში” ყველაზე ხანრგძლივი კლასიკო ეკუთვნის სესარ როდრიგესს, რომელიც 1942-დან 1983 წლამდე ზედიზედ 24 კლასიკოში გამოვიდა ძირითად შემადგენლობაში.

დიეგო ლოპესის პარადოქსი

თუ დიეგო ლოპესი დღეს რამოდენიმე წუთითაც მაინც ითამაშებს ”მადრიდის რეალის” შემადგენლობაში, 2012/13 წლების სეზონში სამეფო თასის გათამაშებაში , მაშინ ის ჯერჯერობით განუმეორებელი მოვლენის თანამონაწილე გახდება. თუ მისი ადრინდელი კლუბი ”სევილია” და ეხლანდელი ”მადრიდის რეალი” გავლენ ფინალში. ამ შემთხვევაში, დიეგო ლოპესი, რომელმაც ”სევილიას” რიგებში 270 წუთი ითამაშა მიმდინარე სამეფო თასის გათამაშებაში, სრულიად ოფიციალურად გახდება პირველი ერთი და იგივე ტურნირის ფინალისტიც და გამარჯვებულიც.

კრიშტიანუს 600 მატჩი

დღევანდელი შეხვედრა კრიშტიანოსთვის პროფესიონალურ დონეზე კარიერაში მე-600 იქნება: პორტუგალიელის ანგარიშზე 31 მატჩია ”სპორტინგის” რიგებში (5 გოლი), 292 შეხვედრა ”მანჩესტერ იუნაიტედში” (118 გოლი) , 100 შეხვედრა პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში (37 გოლი) და 176 შეხვედრა ”მადრიდის რეალის” რიგებში (179 გოლი). თავის მე-600 შეხვედრას რონალდუ გამართავს იმ მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც ის ყველაზე ხშირად უპირისპირდება. ”ბარსელონას” წინააღმდეგ რონალდუ დღევანდელი შეხვედრის ჩათვლით, სულ 20 მატჩს ითამაშებს.

კრიშტიანუს ახალი რეკორდი

ბოლო ექვსი კლასიკოა ზედიზედ, რაც რონალდუს გოლები გააქვს. არცერთ 830 ფეხბურთელს, რომლებმაც ოდესმე მაინც მიიღეს მონაწილეობა კლასიკოში მთელი ისტორიის მანძილზე, ასეთი შედეგი არ უჩვენებია. მესის ანგარიშზე ზედიზედ სამი შედეგიანი კლასიკოა.

მესის გოლები

მიმდინარე სეზონში ლიონელ მესიმ უკვე 44 გოლი გაიტანა. არგენტინელისა და კრიშტიანუ რონალდუზე მეტი ჯერჯერობით ერთი სეზონის მანძილზე გატანილი აქვსთ ტელმო სარრას (48 გოლი 1950/51 წლებში), ფერენც პუშკაში (47 გოლი 1959/60 წლებში) და რონალდო (47 გოლი 1996/97 წლებში). ბოლოს მესიმ მოედანი გოლის გარეშე 2012 წლის 3 ნოემბერს დატოვა, მაშინ როცა ”ბარსელონა” ”სელტას” ხვდებოდა.

ხავის 36 კლასიკო

ხავი ერნანდესი დღეს თავის 35-ე კლასიკოს ითამაშებს და ამ მაჩვენებლით კარლოს სანტილანას გაუსწრებს (35). მხოლოდ და მხოლოდ ოთხმა ფეხბურთელმა ითამაშა ხავიზე მეტი, რომლებიც ყველა ”მადრიდის რეალის” ფებხურთელები იყვნენ: მანოლო სანჩისი (43), პაკო ხენტო (42) , ფერნანდო იერო (37) და რაული (37). მოგების შემთხვევაში ხავი გახდება მესამე ფეხბურთელი კლასიკოს ისტორიაში, რომელსაც 15 მოგება აქვს პრინციპულ მეტოქის წინააღმდეგ (სანტამარიასთან და სანჩისთან ერთად). მათზე მეტი მოგება მხოლოდ ხენტოს (21) და სი სტეფანოს (17) აქვთ. თუ დღეს ხავი და პუიოლი ერტად გამოვლენ მოედანზე, მაშინ ეს მათთვის ერთობლივად ჩატარებული 29-ე კლასიკო იქნება. ერთით ნაკლები, ვიდრე მიჩელისა და სანჩისისა (30). dle 10.1

  • J.Z.
  • 30 იანვარი 2013
  • 7170
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)