იოზილი: "ჩვენი მიზანია "ბარსას" დამარცხება"

"რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" გასამართი "კოპა დელ რეის" პირველი ნახევარფინალური მატჩისათვის მოუთმენლად ემზადება.მესუთ იოზილმა კლუბის ოფიციალური სპონსორის, Bwin-ის, საიტთან ინტერვიუ ჩაწერა.


"რასაკვირველია, ვიცით, რომ "ბარსელონა" რთული მეტოქეა და მათ შემადგენლობაში ძლიერი ფეხბურთელები ირიცხებიან, მაგრამ ჩვენ საკუთარი პოტენციალის იმედად ვართ.ამ მომენტისათვის, სასურველ ფიზიკურ ფორმაში ვიმყოფებით.გუნდის მიზანია "ბარსელონას" დამარცხება, რასაც ქომაგებს მივუძღვნით.რა თქმა უნდა, ფინალში ასპარეზობის გვინდა."

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, მწვანე მინდორზე შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა და მოგება.ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გამარჯვება მოვიპოვოთ.ვფიქრობ, "ელ კლასიკო" საუკეთესო დერბია მსოფლიოში.მთელ პლანეტას ჩვენსკენ ექნება მზერა.ასეთი თამაში, ფეხბურთელებისათვის განსაკუთრებულია და ბუნებრივია, ყველას უნდა თავის გამოჩენა."

"კრიშტიანუ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და მისი როლზე ჩვენს გუნდში, ზედმეტი საუბარი არ ღირს, თუმცა "რეალი" ყოველთვის გუნდური ფეხბურთით გამოირჩეოდა და არასოდეს იყო დამოკიდებული ერთ კონკრეტულ პერსონაზე."

"უწინარეს ყოვლისა, მადლობელი ვარ იმისათვის, რომ აქ ვიმყოფები.პირველი შეხვედრა "რეალის" მაისურით, განსაკუთრებულია ჩემთვის, მაგრამ საუკეთესო მომენტები მაშინ გადამხვდა თავს, როდესაც სუპერ თასი და ლა ლიგის ტიტიული მოვიგეთ."ბარსელონას" დამარცხებით მოპოვებული გრძნობები (ფინალურ სტადიაზე), გაგვყვება მთელი ცხოვრების განმავლობაში."

"ლოგიკურად, ბედნიერი ვარ, როდესაც ადამიანები მაქებენ.ჩვენი მიზანია, მოედანზე გავაკეთო ის, რაც შემიძლია.უბრალოდ დიდ სიამოვნებას ვიღებ ფეხბურთით."

RealMadrid.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)