"კლასიკოს" გოლეადორები

ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ, კრიშტიანუს გამადრიდელების შემდგომი პერიოდი, როდესაც მას აშკარად არ უმართლებდა "ელ კლასიკოში," რის გამოც, პორტუგალიელის ბევრი ადამიანის კრიტიკის ობიექტი გახდა.


არვიცი რა გარდატეხა მოხდა რონალდუში, თუმცა ფაქტია, რომ "რეალის" "გოლების მანქანამ," სამიზნე გაისწორა ვალდესის კარის მიმართულებით.შედეგად სახეზეა სტატისტიკა, 7 გოლი, უკანასკნელ 6 "კლასიკოში."ამასთანავე უნდა ითქვას, რომ ამ გოლებიდან, თითქმის ყველა, უდიდესი მნიშვნელობით გამოირჩევა.გავიხსენოთ, შარშანდელი აპრილის ჯახი "ნოუ კამპზე," როდესაც სასწორზე იდო პრიმერას თასი.ტაბლოზე 1-1 ფიქსირდებოდა და მატჩის დასრულებამდეც დიდი დრო არ იყო დარჩენილი, როდესაც რონიმ ყუმბარისებული დარტყმით შანსი არ დაუტოვა ვალდესს და შემდეგ ადგილობრივ პუბლიკას დამშვიდებისკენ მოუწოდა.ერთ-ორად სასიხარულო გახლდათ, სუპერ თასის განმეორებით დუელში, პიკეს გაბითურების შემდეგ, შეგდებული ბურთი, რომელიც გამარჯვების აღმოჩნდა.

ამრიგად, "რეალის" მაისურით, კრიშტიანუს ბალანზე 10 გოლია "ბარსას" წინააღმდეგ.ეს მაჩვენებელი კი, "კლასიკოს" ყველა დროის საუკეთესო გოლეადორებს შორის, მე-8-ა.

მესის ფაქტორი
მადრიდულ-კატალონიურ ჯახში, არანაკლები წარმატებით გამოდის მესი, რომელმაც გასულ სეზონში ცოტა მოუკლო კასილიასის კარის აღებას, თუმცა ბოლო შეხვედრებში ისევ მოუმატა.არგენტინელის ანგარიშზე, 22 "კლასიკოში," 17 გოლია.ის ერთით ჩამორჩება, თანამემამულე დი სტეფანოს, რომელიც 18 გოლით საუკეთესოა გუნდების ურთიერთშეხვედრებში.

As.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)