იკერ კასილიასი 2002 წლის შემდეგ პირველ კლასიკოს გამოტოვებს

იკერ კასილიასი 2002 წლის შემდეგ პირველ კლასიკოს გამოტოვებს

იკერ კასილიასს 2002 წლის შემდეგ ყველა კლასიკო აქვს ჩატარებული


2002 წლის 1 მაისიდან დაწყებული, სამეფო კლუბის მეკარეს, იკერ კასილიასს არც ერთი ელ კლასიკო არ აქვს გამოტოვებული. ეს ტრადიცია 10 წელი და 275 დღე გაგრძელდა, და რამდენიმე დღეში დაირღვევა, ერთი უიღბლო შემთხვევის გამო, როდესაც იკერმა ტრავმა მიიღო, ეს იყო „ვალენსიას" წინააღმდეგ სამეფო თასის მეოთხედ-ფინალურ ეტაპზე.

2002 წლის 1 მაისი, იკერი ჩაერთო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში „ბარსელონას" წინააღმდეგ. მას შემდეგ იყო საპასუხო მატჩი, რომელიც გამოტოვა კასილიასმა. ეს იყო იკერის პირველი და დღემდე უკანასკნელი გამოტოვებული „ელ გრანდ კლასიკო".

მას შემდეგ რაც იკერი სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა, ზედიზედ ჩაატარა 30 კლასიკო. იგი იმ მადრიდელთა რიგებშია, რომლებსაც აქვთ სარეკორდო მაჩვენებელი "ბარსელონასთან" მატჩებში გატარებული წუთებისა. პირველ ადგილს ხენტო იკავებს 3760 წუთით, მეორე ადგილზე სანჩესია რომელსაც 3489 წუთი აქვს გატარებული, მას მოსდევას იერო 3169 წუთით, მეოთხე პოზიციას კასილიასი იკავებს, მეხუთეზე კი რაულია 2949 წუთით.

პირველი ელ კლასიკო კასილიასმა ჩაატარა მაშინ, როდესაც იგი მხოლოდ და მხოლოდ 18 წლისა და 282 დღის იყო : 2000 წლის 22 თებერვალს, მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ, პირველად მისცა შანსი თავის გამოჩენისა ახალგაზრდა მეკარეს. ის მატჩი თეთრება 3-0 იმარჯვეს რობერტო კარლოსის, ნიკოლა ანელკასა და ფერნანდო მორიენტესის გოლებით. მან 6 კლასიკოში შეძლო კარის მშრალად შენახვა, სულ გაუშვა 60 ბურთი, ასევე მის კარში ჯამში დანიშნულია 5 პენალტი. აქედან 2 რონალდინიომ შეაგდო, 2 მესიმ, ხოლო 1 პენალტი სამუელ ეტოომ შეასრულა, დარტყმული ბურთი იკერმა მოიგერია.

ოთხშაბათს მიუხედავად ტრავმისა, იგი თავის გუნდთან ერთად იქნება გასახდელში და შემდეგ უკვე ტრიბუნიდან უგულშემატკივრებს თანაგუნდელებს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)