"კლასიკური ომები" ანუ რატომ უნდა დაინგრეს კართაგენი

საინტერესო სტატია, რომელსაც ინტერნეტში გადავაწყდი და უცვლელად გთავაზობთ მას.


ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე და მესამე საუკუნეებს შორის ასწლეული ისტორიაში შესულია, როგოეც პუნიკური ომების ეპოქა რომსა და კართაგენს შორის. დროის დამაჩქარებელზე არსებული ფასდაკლებებითა და ჩვენი წელთაღრიცხვის ოცდამეერთე საუკუნეში, ინფორმაციულ ერაში, მიმდინარე საფეხბურთო ეპოქას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დაგვამახსოვრდეს, როგორც "კლასიკური" ომების პერიოდი "მადრიდის რეალსა" და "ბარსელონას" შორის. მომდევნო ერთ თვეზე შედგენილი კალენდარი, რომლის მიხედვითაც წინ კიდევ მორიგი , როგორც მინიმუმ სამი "კლასიკო" გველის , ამ ფაქტის კიდევ ერთი დამადასტურებელი არგუმენტია. ფაქტისა, რომელსაც ყველანი უკვე მიეჩვივნენ, მაგრამ რომლისთვის სახელი ჯერ კიდევ არ შეურჩევიათ. მიუხედავად ამისა, ყველაფრის გათვალისწინებით, ეს ნამდვილი ომია.

დღეს, გასული ასწლეულების თავზე, ძალიან ცოტას თუ ახსოვს, რა ხდებოდა იმ არც თუ ისე მშვიდ დროს: ყველნაირი ყურადღება თავისკენ მომართა ეპოქის მამოძრავებელმა ძალამ - თავის თავში დაკარგული რომისა და ახალამობრწყინებული კართაგენს შორის სერიულმა დაპირისპირებამ. კართაგენი ამ ომში წაიყვანა გამილკარ ბარკის დინასტიამ - ადამიანისა, რომელმაც შეიძლება ითქვას, სახელი გაუთქვა და ააღორძინა ლეგენდის თანახმად რომაელების მიერ დაარსეული არაბუნებრივი ქალაქი, რომელიც ყოვლად უიმედოდ განთავსებულ იყო ხმელთაშუა ზღვასთან ახლოს და შორს იყურებოდა ტაბიდაბოს მაღლობებიდან. ქალაქი, რომელსაც მისი სახელი დაარქვეს ბარსლონა.

თანამედროვე საფეხბურთო რუკა ძალიან როდი განსხვავდება დიდი ხნის დავიწყებული სკოლის დროინდელი ისტორიის კონტურებიანი რუკისგან. ესაა "ბარსელონასა" და "მადრიდის რეალის" ეპოქა. აქამდე არასდროს არ ქონია და არ იტევდა ორი გუნდი ადამიანის თავში, გულში, ხელში, გონებაში და საფულეებში ამხელა ადგილს. აქამდე არასდროს არ ყოფილა, რომ შიდაჩემპიონატისთვის მეორე ხარისხოვან შეხვედრებს , ისეთებს , როგორიცაა ქვეყნის თასი და სუპერ თასი, მოეზიდა ამხელ აუდიტორია. აუდიტორია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის აუდიტორიას უწევს კონკურენციას. არასდროს არ ყოფილა, რომ წლის სიმბოლური ნაკრებებს საერთო ჯამში ორი გუნდი აკომპლექტებდა. არასდროს არ ყოფილა, რომ ერთი ქვეყნის ნაკრები, რომელიც ჩემპიონია ყველგან და ყველაფერში გამოკვეთილად პრაქტიკულად ორი კლუბის ფეხბურთელებს დაეკომპლექტებინათ. ერთი წამყვანი კლუბის, როგორც ნაკრების გამოხატულება ეს თითქმის საფეხბურთო კლასიკაა, ხოლო "კლასიკოს" გამოხატულება ორი კლუბის, როგორც ერთის, ამასთან ერთად გამარჯვებულის, ეროვნული ნაკრების - ეს ჩვენი ეპოქის ახალი გამოვლინებაა.

რაც არ უნდა ხდებოდეს საფეხბურთო სამყაროში, მაგრამ როცა მთავარი ხაზი გადის საფეხბურთო რომსა და კართაგენს შორის პრობლემების მოგვარებაზე - არა სამ ჰუნიკურ ომში, არამედ სამ "კლასიკურ" ფრონტზე - ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და სამეფო თასი.

მაშინ რას იტყვით "ჩელსის" , "ინტერის", "მანჩესტერის" გამარჯვებაზე ჩემპიონთა ლიგაში? როგორ უნდა იყვნენ სხვა კლუბები და მთლიანად ჩემპიონატები? უბრალოდ "მესამე" პირების წარმატებები ევროპის არენაზე , შეიძლება დაკავშირებულ იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმასთან, რომ დაუმცხრალი "კლასიკური ომები" მის მონაწილეებს სიტუაციის, ჩავარდნების, წარუმატებლობების მსხვერპლად ხდიან და ამით სხვებს ეძლევათ შანსი. "მადრიდის რეალი" და "ბარსელონა" "კლასიკოს" დაუსრულებელი წრის მძევალები არიან. ისინი კლასიკოს კოდექსის მძევალები არიან. მაგრამ ეს ომია და ომში ისე უნდა მოიქცე, როგორც ომში იქცევიან. აქ ომის წესებია.

უნდა "ბარსელონას" 2012/13 წლების ეს თასი? უბრალოდ გუნდს არ შეუძლია მიუდგეს მას ისე, როგორც რაციონალური ადამიანის გონება და წესები კარნახობს და როგორც ამას ნებისმიერი სხვა გუნდი გააკეთებდა , ის რომ სხვა ქვეყნის ჩემპიონატში გამოდიოდეს. ეს ხომ... კლასიკოა.

რა უნდა ქნას "მადრიდის რეალმა" 2012/13 წლების ლა ლიგაში? ისე ჩანს, რომ გუნდი მოდუნდება, ვეკამათებით ერთმანეთს გუნდზე მინიმალური ზეწოლის არსებობაში, მაგრამ წაგებულის ეს ფუფუნება, თან საკმაოდ დიდი ქულათა სხვაობით დამარცხებულის 15 ქულით, "მადრიდის რეალს" ეს სიმშვიდე არ უწერია.. მარტში ხომ ... კლასიკოა.

თვითონ კლასიკოს ფენომენი, მაშინაც კი, როცა ის უახლოესი ტურის აფიშაში არ არის, თავის მხრივ ორივე კლუბს მაინც უწამლავს სიცოცხლეს. რომ არაფერი ვთქვათ ამ ომის მაყურებელი მილიონობით ადამიანზე.

ერთსაც და მეორესაც უწევს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. ტურნირზე , რომელიც ყველაზე პრესტიჟულია, მაგრამ ყველაფერზე ადვილად ფიქრი "ბარსასთვის" და "მადრიდის რეალისთვის" წარმოუდგენელი და მიუღწევადია. იმიტომ რომ ომი მიმდინარეობს.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრება იწყება და მთავრდება ერთი კლასიკოში. ცხოვრება თავისი ნაბიჯებით და თავისი მიმართულებით მიდის, თავისი აღმაფრენებითა და თავისი ჩაფლავებებით, ძველი და ახალი პრობლემებით, მართალი და ტყუილი ამბებით/ჭორებით, მაგრამ, დამიჯერეთ, მთავარი არავის არ ავიწყდება. პუნიკური ომების დროს, რომაელი სენატორი კატონი, თავის ყველა მოხსენებას/გამოსვლას, მიუხედავად იმისა, თუ რას ეხებოდა ეს, ასრულებდა ერთი და იგივე სიტყვებით, რომელიც შემდეგ ისტორიაში შევიდა: "და მაინც, მე ვფიქრობ, რომ კართაგენი უნდა დაინგრეს". ეს აზრი რომის ცხოვრებისა და არსებობისგან განუყოფელი გახდა, ისევე როგორც განუყოფელია ეხლა "მადრიდის რეალის" ცხოვრებისგან. ბარსელონას საფეხბურთო "კართაგენშიც" შეუძლიათ ილაპარაკონ რაზეც უნდათ, მაგრამ ყველას ყურადღება გადატანილია მთავარ მეტოქეზე. მათ შეუძლიათ ამაზე არ ილაპარაკონ, მაგრამ ფრაზის უკან ყოველთვის იმალება ერთიანი განწყობა და მოლოდინი, რომელიც მას ახლავს.

ჩვენ სწორედ ასეთ დროებაში ვცხოვრობთ. პრეზიდენტები, ფუნქციონირები, მოთამაშეები, ფეხბურთელები , პრესა - მათ შეუძლიათ იმსჯელონ რაზეც უნდათ: ბევრ პრინციპებსა და მიზნებზე, სტაბილურ თამაშზე, ფინანსურ სიძლიერეზე, დაწყობილ და შეთანხმებულ მოქმედებებზე, კონტრაქტებზე, კონკურენციაზე ლა ლიგაში, მოჩვენებით მრავალ პოლარულ ფეხბურთზე - თვით ესპანეთის სუპერ თასის მთვარეზე გამართვაზე. ყველა ვარიანტში, ბოლოში მაინც იფიქსირებს ერთადერთი ფრაზა კართაგენზე.

სწორედ ამისთვის, სენატორი კატონისა და პრეზიდენტი პერესის ოცნებების ასრულებისთვის მოიწვიეს "მადრიდის რეალში" ჟოზე მოურინიო. თუ ჩვენ სხვა მიზნები გვექნებოდა, უფრო კეთილგანწყობილი ან გრძელვადიანი-საიმედო, ისეთი როგორიცაა იმ გუნდის მშენებლობა, რომელიც ახალგაზრდებზე გაამახვილებს ყურადღებას, გუნდის მშენებლობა , რომლის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედის იმჯის შექმნა და ა.შ იქნება - კანდიდატების ნაკლებობაზე საწუწუნო ნამდვილად არ გვექნებოდა. მშვიდი დროების გენერლები საფეხბურთო სამყაროში რამდენიც გინდა იმდენია, მაგრამ "მადრიდის რეალს" სრულიად სხვა ხასიათის და სხვა ღირებულებების მწვრთნელი, ადამიანი ჭირდებოდა. ადამიანი, რომლისთვისაც საფეხბურთო კართაგენი სახელად ს.კ. "ბარსელონა" ისეთივე მოტივატორი და ნერვების მომშლელი იქნებოდა, როგორიც დაჭრილი და ჭრილობის მომშუშებელი რომისა სახელად "მადრიდის რეალი". ომისდროინდელი გენერლები იყო საჭირო.

"რა ომი"? - იტყვით თქვენ? რომ შეხედავთ ფეხბურთელებს შორის არანაირი სიძულვილი არ არის, პრეზიდენტები დიპლომტიურად სხედან ერთმანეთის გვერდით, იკერი და ხავი ბავშვობიდან მეგობრობენ, ეროვნულ ნაკრებში ყველა საყვარელი და კმაყოფილია, ირწმუნებიან, რომ ფინალური სასტვენის შემდეგ არანაირი დაძაბულობა არ რჩება. ასეთი მეგობრობის გამო ისეთ ტიტულს, როგორიცაა ასტურიის პრინცი, ორს ერთად აძლევენ, რა თქმა უნდა. მაგრამ ყველა ეს ასე ფართოდ გავრცელებული და ტირაჟირებული ხავისა და იკერის ურთიერთობა, ყველაფერი ეს მხოლოდ და მხოლოდ ფასადია, არ დაიჯეროთ. ჩვენ ომში ვართ.

ფეხბურთი უკვე დიდი ხანია ბიზნესი გახდა. დამეთანხმეთ, პოტენციური აუდიტორია და ომზე გადაღებული ფილმის მყიდველთა რიცხოვნობა შეზღუდულია. იმისთვის, რომ უკეთ გაიყიდოს, პროდიუსერები ამატებენ სითეთრეს, აღმაფრთოვანებელ სასიყვარულო ხაზებს, დამატებით შეფუთავენ ბანტიან ფასადში და დაგვპირდებიან ე.წ. "ჰეფი ენდ"-ს, იმისთვის , რომ გზადაგზა გააფართოვონ მაყურებელთა აუდიტორია და მყიდველთა წრე. დაე ეს ბანტიანი ფასადი და ლამაზი მეგობრობა ნუ დაგაბნევთ. და დაე, ბარსელონაში ჯერ კიდევ ნუ დატენიან საინფორმაციო ომის ჩახმახებს, განსხვავებით ციხესიმაგრისთვის ალყა შემომრტყმელი "მადრიდის რეალისა", მთლიანობას ეს მაინც არ ცვლის. ჩვენ ომში ვართ.

მთავარია, რომ მტრის თვითმფრინავების მიერ ციდან ფურცლების გადმოყრის დროს, "მადრიდის რეალს" ნამდვილად ყავს გენერალი. გენერალი, რომელსაც ესმის, რომ საფეხბურთო "რომის" მიერ ყველა ტრიუმფალური გალაშქრებები არასდროს არ იქნება სრულყოფილი მთავარი ტიტულის გარეშე, რასაც კართაგენის დანგრევა წარმოადგენს. ბარსელონას კართაგენი კი არ უნდა დაანგრიო, არამედ უნდა დაამარცხო. დაამარცხო არა ერთ შეხვედრაში, ან ორში, არამედ გლობალურად. ისე, რომ მოსალოდნელი კლასიკოს წინ , ერთადერთი აზრი , რაც გაგიჩნდება იყოს "ჩვენ გავიმარჯვებთ", ხოლო ჩავარდნა მიღებულ იქნას, როგორც გამონაკლისი და მოულოდნელობა.

ჯერჯერობით კი ჩვენ ომში ვართ.

და მოურინიო არსადაც არ წავა. უბრალოდ სხვა თუ არაფერი იმის გამო, რომ "კართაგენი უნდა დაინგრეს".

ავტორი: ნონა ვარდაზარიანი


ადმინისტრაციის მოსაზრება შეიძლება არ ემთხვეოდეს ავტორის აზრებს (პირდად ჩემი მოსაზრება კი ბევრ რამეში სრულ თანხვედრაში მოდის ავტორთან) dle 10.1

  • J.Z.
  • 28 იანვარი 2013
  • 9350
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)