ცეზარ სანჩესი : "ლოპესი დიდებული მეკარეა"

ცეზას სანჩესი, რომელიც წლების წინ იცავდა სამეფო კლუბის ღირსებას, ჟურნალისტებს შეხვდა და განაცხადა, რომ დიეგო ლოპესის სახით "ბლანკოსმა" უმაღლესი დონის გოლკიპერი შეიძინა...


"სამეფო კლუბის ფილოსოფიას 100%-ით ვიცნობ, არამგონია ჩემი იქედან წამოსვლის შემდეგ რამე შეცვლილიყო, მაშინ "ბლანკოსი" მოწოდების სიმაღლეზე იდგა, რასაც ვერ ვიტყვი დღევანდელ მდგომარეობაზე, მადრიდის "რეალი" ყველა გუნდთან პირველ ნომრად თამაშობდა, ახლა კი ხშირად ასე არ ხდება, უმაღლესი დონის კლუბებთან "რეალი" ხშირად ირგებს მეორე ნომრის სტატუსს, რაც სიმართლე გითხრათ ცოტა მაკვირვებს კიდეც, რადგან გუნდში მსოფლიოს დონის ვარსკვლავები ირიცხებიან."

"იკერ კასილასის ტრავმა ძალიან სამწუხაროა, მე მას ბრწყინვალედ ვიცნობ და ვიცი მისი შესაძლებლობები, ამ მეკარის პროფესიონალიზმს საზღვარი არ აქვს, ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები ვიყავით, მაგრამ კარგად ვხედავდი, რომ ესპანელი ყოველდღიურად პროგრესირებდა და მასთან შანსი არ მქონდა, იგი უდავოდ მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ შეგვიძლია მივიჩნიოთ."

"დიეგო ლოპესი ძალიან კარგი მეკარეა, მასთან დიდ ხნიანი ურთიერთობა არ მაკავშირებდა, მაგრამ ის კონტაქტი, რაც ჩვენ გვგქონდა, საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ დავმეგობრებულიყავით, ლოპესს დიდ პატივს ვცემ, იგი ძალიან შრომისუნარიანი გოლკიპერი გახლავთ და ვარჯიშებზე მუდმივად ბოლომდე იხარჯება, მას შრომა დაუფასდა და მშობლიურ კლუბში დაბრუნდა, დარწმუნებული ვარ კასილასის არყოფნა "ბლანკოსს" დაღს არ დაასვამს, თუკი კარში სწორედ დიეგო ჩადგება."

"ჟოზე მოურინიოს გუნდს ურთულესი კალენდარი აქვს, მადრიდელებს უმძიმესი შეხვედრების გამართვა მოუწევთ, სადაც მათი კარი სწორედ დიეგომ უნდა დაიცვას."

"წარმატებებს ვუსურვებ უკვე ზრდასრულ კანტერანოს და ვთვლი, რომ იგი გაცემულ ავანსებს გაამართლებს და "ბლანკოსის" გულშემატკივრებს თავს შეაყვარებს." dle 10.1

  • Hala
  • 26 იანვარი 2013
  • 1657
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)