ჟოზე : "ვფიქრობ კაკა კვლავ ერთ-ერთი საუკეთესოა"

"ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ რიკარდო კაკასა და მის მილანში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა...


"მინდა მოგახსენოთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი კვლავაც რჩება მსოფლიო დონის ვარსკვლავად, რიკი მართლაც საკუთარი საქმის პროფესიონალია, უბრალოდ მე მას ადგილი ვერ ვუპოვე, რადგან კაკას ჩემ სქემასთან შეგუება უჭირს. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ რიკი ვერ შეძლებდა ჩემ გაგებას, მაგრამ ასე მოხდა, თუმდაც მე მას უმაღლესი დონის მოთამაშედ მივიჩნევ."

"მილანთან უშუალო მოლაპარაკებები მე პირადად არ მქონია, რადგან ჩემი საქმე გუნდის გაწვრთნა გახლავთ, სატრანსფერო საკითხებს კი ხელმძღვანელობა აგვარებს, ღიად გამოვხატავდი, რომ რიკის წასვლის წინააღმდეგი არ ვიყავი, მაგრამ როგორც ჩანს ტრანსფერი არ შედგება."

"ჩემი ინფორმაციით გალიანისთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ასევე ვიცი, რომ კაკა ხელფასის 40% - ით შემცირებას დათანხმდა, მაგრამ საბოლოოდ რატომ არ შედგა მოლაპარაკებები ნამდვილად ვერ გეტყვით."

"თუკი რიკი ჩემ გუნდში დარჩება მე ამის წინააღმდეგი არ ვიქნები და როდესაც შევძლებ, მას აუცილებლად გავუშვებ მოედანზე სათამაშოდ."

"რაც დრო გადის ვხვდები, რომ კაკას თამაში "როსონერის" სტილში უფრო ჯდება, ბრაზილიელი უბრალოდ პრიმერა დივიზიონს ვერ მოერგო და სწორედ ეს არის ყველაფრის მიზეზი." dle 10.1

  • Hala
  • 26 იანვარი 2013
  • 2645
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (197)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)