ჟოზე მოურინიოს ინტერვიუ

თავისი 50 წლის იუბილემდე რამოდენიმე ხნით ადრე , ”სამეფო გუნდის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელიც დუმილს 2013 წლის დასაწყისიდან მოყოლებული ინარჩუნებდა, ფრანგულ რადიომაუწყებელ RMC-ს ეთერში გამავალი ყოფილი საფეხბურთო მწვრთნელის ლუის ფერნანდესის გადაცემა Luis Attaque-ს სტუმრობდა. ”მადრიდის რეალის” მწვრთნელმა ისაუბრა სხვადასხვა თემაზე, განსაკუთრებული ყურადღება კი გუნდის ”ფრანგულ ელემენტებზე” გაამახვილა.


ოთხი ქვეყანა - ერთი ოჯახი

”ოთხივე ქვეყანაში, რომელშიც მე მუშაობამ მომიწია, ყველაფერი განსხვავებული იყო. განსხვავდება, როგორც გულშემატკივრები, ასევე პრესა, ფეხბურთში პროფესიონალიზმის გაგება. სხვადასხვანაირად ყალიბდება ურთიერთობა მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის. მწვრთნელისადმი დამოკიდებულებაც განსხვავებულია. ქვეყნიდან ქვეყნამდე განსხვავდებოდა ფეხბურთელების დამოკიდებულება პრესასთან. ყველაფერი სხვანაირია.”

”ვაღმერთებ ფეხბურთ, მაგრამ ჩემი ოჯახი ძალიან მიყვარს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ფანტასტიკური გამოცდილებაა ოჯახის მხრივ. ოჯახის შექმნა გეხმარება და ხელს გიწყობს ისიამოვნო სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრებით , სხვადასხვა კულტურით - ეს ყველაფერი განუმეორებელია. ყოველდღე მე მადლობას ვეუბნები ჩემს ოჯახს, ვინაიდან ჩემი უცხოური გამოცდილება, სწროედ მათი დამსახურებაა. ისინი მზად არიან ცვლილებებისთვის, მაგრამ ამავდროულად ოჯახი ვალდებულია მზად იყოს ასეთი ტიპის ცვლილებებისთვის, რაც ძალზედ ძნელია. მე ჩემ თავს ძალიან, უბრალოდ ყველაზე ყველაზე მდიდარ ადამიანად ვთვლი, პროფესიონალური გამოცდილებიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ სხვადასხვა ქვეყნებში მომიწია მუშაობამ.”

კარიერა

”ჩემი სახლი-პორტუგალიაა. ”პორტუში” მუშაობის შემდეგ მოვინდომე, რომ სხვაგან მეცადა თავი. 2004 წელს დადგა წასვლის მომენტი, მაგრამ მე აუცილებლად დავბრუნდები სახლში. არ ვიცი, ეს კლუბი იქნება, თუ ეროვნული ნაკჯრები, ან უბრალოდ ჩემი სახლი, სადაც ვიცხოვრებ პენსიაზე გასვლის დრო, მაგრამ მე აუცილებლად დავბრუნდები. ოდესმე სიამოვნებით გავწვრთნი ჩემი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს. ვფიქრობ, პორტუგალიელები ისურვებდნენ ჩემს ნახვას ამ როლში. მეც სიამოვნებით გამოვცდიდი საკუთარ თავს ეროვნულ ნაკრებში, ვუხელმღვანელებდი მათ მსოფლიოს ჩემპიონატსა თუ ევროპის პირველობაზე. 2007 წელს ან 2008 წელს მე შემეძლო ინგლისის ეროვნული ნაკრების გაწვრთნა, მაგრამ ჩემი ქვეყანა პორტუგალიაა. არ ვიტყვი, რომ არასდროს არ გავწვრთნი სხვა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს, მაგრამ ჩემი მშობლიური მხოლოდ და მხოლოდ პორტუგალია იქნება. ინგლისის ხომ ჩემი პირველი სიყვარულია, ის მუდამ იქნება ჩემთან. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ჩემი პირველი სიყვარული ჩემი მეუღლე იყო, არის და იქნება, მაგრამ ფეხბურთში ეს ინგლისია.”

”იტალია ტაქტიკის ქვეყანაა, მე მსურს ჩემი თავი ამ პირობებში გამოვცადო. მე ”ინტერში” მოვედი, რომელიც არამხოლოდ კლუბი, არამედ დიდი ოჯახი იყო. ასეთი კი მე ფეხბურთში არასდროს არ მინახია. ეს მორატების ოჯახის კლუბია. მე შეუდარებელი კოლექტივი მყავდა, პროფესიონალურ და პირად დონეზე ეს წარმოუდგენელი გამოცდილება იყო. ჩვენ შევძელით ოქროს ტრიპლეტის შესრულება და მე ვიგრძენი, რომ შევასრულე მორატის დიდი ხნის ოცნება. იყო იმ კოლექტივის ლიდერი, რომელმაც ასეთი საჩუქარი გაუკეთა ”ინტერის” გულშემატკივრებს ბრწყინვალე იყო, ”ინტერიც” ჩემი სახლია.”

”მადრიდის რეალი”

”2006 და 2007 წლებში შემეძლო ”მადრიდის რეალში” მოსვლა, მაგრამ მაშინ ”ჩელსიში” ვმუშაობდი. როცა ასეთი წინადადება მოგდის მეორედ , ძნელია უარის თქმა. რდ რთული მომენტი იყო, მაგრამ ”ინტერში” ყველას ესმოდა, რომ ასე ადვილად ვერ შევძლებდი უარის თქმას. თვალცრემლიანმა, მაგრამ გასასვლელი კარი მაინც გამიღეს. ეს ძნელი იყო ჩემთვისაც, მაგრამ მე თავად მინდოდა ჩემი თავის გამოცდა ახალ საქმეში. ”მადრიდის რეალი” სხვებისგან განსხვავდება, იქ არის, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მომენტები, როგორც სხვა კლუბებში. ეს უკვე სრულიად სხვა განზომილებაა, საფეხბურთო სამყაროს სტრატოსფერო. მე ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვედი და ვიმარჯვებ აქ. ბედნიერი ვარ, რომ ამ გამოცდილებას ვღებულობ.”

პოლემიკა ”მადრიდის რეალში”

”მშვიდად ვარ. ჩემი აზრით, ”მადრიდის რეალში” ცდილობენ პოლემიკის გამართვას , მაშინ როცა ის არსებობს და მაშინაც, როცა ის უბრალოდ არ არსებობს. ყოველდღიურად ყველანი დაკავებულნი არიან იმით, რომ იპოვონ მიზეზი კლუბის ირგვლილ დისკუსიის გამართვისთვის. მე ფეხბურთის მწვრთნელი ვარ. საკუთარ საქმეს ვაკეთებ და ველოდები შედეგებს. ჩემი კარიერის განმავლობაში ყველა სეზონი დადებითი იყო. არ მქონდა სეზონი, როცა რომელიმე ტიტული არ მომიგია. ასე რომ გაჩუმებული ვმუშაობ და სეზონის მიხედვით შედეგებსაც ველი.”

ჩემპიონთა ლიგა

”ჩემპიონთა ლიგა უნდა იყოს მიზანი, მაგრამ არა ერთადერთი. აუცილებელია გაიგო, რომ სხვა გუნდებსაც შეუძლიათ ამ ტურნირის მოგება. როცა ამბობ ”მინდა მოვიგო”, უნდა იცოდე, რომ სხვა გუნდებიც ელოდებიან ანალოგიურს და ამისთვის საკმარისი პოტენციალიც გააჩნიათ. ასეთ ტურნირებზე წარმატება დიდი მოცულობის სამუშაოს მოითხოვს, განსაკუთრებით კი ამ სეზონში, როცა ლა ლიგას მოგება უკვე წარმოუდგენელია. აუცილებელია კონცეტრაცია მოვახდინოთ ჩემპიონთა ლიგასა და სამეფო თასზე.”

”ვიცი, რომ ”მადრიდის რეალში” დიდი ხანია ელოდებიან მეათე თასს, მაგრამ ასევე ვიცი, თუ რამდენი ხანი ელოდნენ აქ მეშვიდე ჩემპიონთა ლიგის თასს. ვიცით, რომ თუ ტურნირზე მოგება გახდება აკვიატებული აზრი, შორს ვერ წავალთ. აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება , ცივსისხლიანად უნდა ვჩვენოთ საკუტარი პოტენციალი და დაველოდოთ. ”ინტერმა” ძალიან ბევრი რამე ჩადო თავის მოგებისთვის, მაგრამ მოგება მხოლოდ და მხოლოდ 50 წლის გასვლის შემდეგ მოახერხა. ”მანჩესტერ იუნაიტედთან” თამაშის შესაძლებლობა ეს ფანტასტიკაა. მე ასეთი მატჩები მომწონს და მსურდა. ინგლისში ვიყავი ჩვენი მეტოქის თამაშის სანახავად, იქ მე სახლი მაქვს და ხშირად ვიყენებ შესაძლებლობებს, რომ ოჯახთან ერთად რამოდენიმე ხნით წავიდე იქ. მიყვარს ინგლისის სტადიონებზე სიარული , განსაკუთრებით კი, როცა ამას სამუშაო ითხოვს. ჩემთვის ყველაზე მისაბაძი მაგალითი ჩემი სულიერი ძმა ფერგიუსონია, რომელიც 71 წლისაა. რამდენიმე დღეში 50 წელი შემისრულდება, ხოლო ფერგიუსონამდე ჯერ კიდევ შორია.”

რაფაელ ვარანე

”ეს ბიჭი უკვე დიდი ხანია, რაც ბავშვი არაა. მას ზრდასრული მამაკაცის ტვინი აქვს. რაფაელი ფანტასტიკური ოჯახიდანაა. ბევრ დღევანდელ ფეხბურთელს არ აქვს მხარდაჭერა ნათესავებისგან, მაგრამ რაფაელის შემთხვევაში , ყველაფერი პირიქითაა. ესაა პირველი შემთხვევა, როცა მე ოჯახის როლს ვუსვამ ხაზს. ჩვენ ვარანეთი ორი წლის წინ დავინტერესდით. მე მას არც ისე კარგად ვიცნობდი, მაგრამ ზიდანმა მის კანდიდატურაზე დაფიქრება შემომთავაზა. ზაფხული იყო, ამიტომაც ვერ ვნახეთ რაფაელი მოქმედებაში. მე არ მქონდა შესაბამისი მატერიალი, მაგრამ ჩვენ რამდენიმე შეხვედრის ჩანაწერი ვნახეთ. იმის მიხედვით, რაც მე ვნახე და რასაც ზიდანი მეუბნებოდა, გადავწყვიტეთ, რომ ეს ბიჭი გამოგვადგებოდა, სამი დღის შემდეგ რაფაელს , მამამისს და მის აგენტს დავუკავშირდით, მაგრამ მთელი საუბრის მანძილზე არაფერი არ თქმულა კონტრაქტის, ფულის ან შეთანხმების ხანგრძლივობის შესახებ. ყველა მისგან წამოსული კიტხვა ეხებოდა განათლებას, განვითარებას, საფეხბურთო ზრდის შესაძლებლობას და იმას, თუ როგორ მოეწყობა რაფაელი მადრიდში, როცა ოჯახი საფრანგეთში დარჩება. ჩვენ მხოლოდ ამაზე ვსაუბროდით.”

”როგორც წესი, ასეთ სიტუაციებში პირველ ჯერზე საუბარი ეხება ფულს, აქ კი ყველაფერი სხვანაირად იყო. აქ ჩამოსვლისას, რაფაელი უნდა დამშვიდობებოდა ბავშვობას, მალე უნდა გაზრდილიყო და ნამდვილი მამაკაცი უნდა გამხდარიყო თავისი აზროვნებით, მუშაობის მხრივ, თანაგუნდელებთან ურთიერთობაში და იმის გაგებაში, რომ მიუხედავად მისი ნიჭისა, ის კვლავ აგრძელებს სწავლას. მე მას ვუთხარი, რომ ვერ შევპირდებოდი 30-40 შეხვედრას სეზონში, მაგრამ შევპირდი, რომ ჩემთვის ის რეალური ალტერნატივა იქნებოდა, ხოლო ორი სამი წლის შემდეგ კი ამ გუნდში ნამდვილი ჩემპიონი გახდებოდა. რაფაელი ფანტასტიკური ბიჭია, ის ღებულობს კრიტიკას, მონდომებით მუშაობს იმაზე, რომ უკეთესი გახდეს.ვარჯიშის შემდეგ მას შეუძლია მშვიდად დარჩეს და რამოდენიმე ასპექტის გაუმჯობესებაზე იმუშავოს, ეს გამოარჩევს ნამდვილ პროფესიონალებს.”

კარიმ ბენზემა

”მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ის ნიჭიერია. ის ცხოვრობს იმ ზეწოლის ქვეშ, რომ ბევრი მისი უპირატესობა, ისეთები, როგორიცაა დაცვის ხაზის დახმარების უნარის ქონა, სწრაფი გადაყობა ბურთის დაკარგვის დროს და სხვა დანარჩენი, შეიძლება ეჩვენებოდეს არასაჭიროდ. ამ მომენტისთვის მისი ყველაზე დიდი და უმთავრესი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გუნდს არ შეუძლია მხოლოდ ერთი ცენტრფორვარდი ყავდეს, მინიმუმ ორი ასეთის არსებობა აუცილებელია. მე მყავს იგუაინი და ბენზემა. ორივე მათგანს უჭირს, ვინაიდან ორივემ იცის, რომ არც ერთს და არც მეორეს არ შეეძლებათ მუდამ თამაში.”

”კონკურენცია ძალიან, ძალიან აუცილებელია, მაგრამ ის ფეხბურთელში აღძრავს ერთგვარ იმედგაცრუებას. მათ ყველას 90 წუთი სურთ თამაში თითოეულ შეხვედრაში. როცა ერთ პოზიციაზე ორი გამორჩეული ფეხბურთელია, ეს შეუძლებელი ხდება. როცა გუნდში ერთი უმაღლესი კლასის ცენტრფორვარდია და სხვები კი უბრალოდ კარგები არიან, მაშინ ყველაფერი მოგვარებადია. ჩვენს შემტხვევაში ყველაფერი სხვანაირადაა. იგუაინიც უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. გამოდის, რომ ფეხბურთელის დასაწრმწუნებლად მწვრთნელის მხრიდან ნდობაში, არ შეგიძლია მეორე ფეხბურთელის გაწირვა. ხანდახან ორი ფორვარდით ვთამაშობთ, მაგრამ ხშირად ამის გაკეთება არ შეგვიძლია. მათ უნდა ისწავლონ იმედგაცრუების მომენტების გადალახვა.”

”შეიძლება საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ბენზემა შედარებით ნაკლებ როლს თამაშობს, ვიდრე კლუბში. კლუბში უფრო მეტი დრო გაქვს მუშაობისთვის და ვარჯიშისთვის, პრაქტიკა გაძლევს საშუალებას ყველაფერი ავტომატური გახადო. დიახ, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებსაც უჭირთ უფრო მეტად, ვიდრე ესპანელებს, სადაც გუნდს მხოლოდ რამოდენიმე კლუბის ფეხბურთელები წარმოადგენენ. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებშჳ შეკრებილნი არიან ფეხბურთელები სხვადასხვა კლუბიდან. იგივე თუნდაც მესი ან კრიშტიანო თავინთ კლუბებში უფრო კარგად და გამორჩეულად გამოიყურებიან, ვიდრე ეროვნულ ნაკრებებში.”

ზიდანი მწვრთნელი

”მე მიხარია მისი ამბები და ვფიქრობ, რომ მან იცის რასაც აკეთებს. როცა ფეხბურთელი ასრულებს კარიერას, არის მომენტები, როცა მან არ იცი, რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს თავისი მომავალი. თავიდან ისინი ბედნიერები არიან მოულოდნელად გაჩენილი თავისუფალი დროის გამო და იმ შესაძლებლობების გამო, რომელიც მათ ოჯახთან უფრო მეტი ხნით ყოფნის საშუალებას აძლევს. ისინი იმას აკეთებენ, რისთვისაც აქამდე დრო არ ქონდათ, მაგრამ შემდეგ დგება რთული მომენტი. ზიდანმაც არ იცოდა, საით წავიდოდა: სპორტული დირექტორი, პრეზიდენტის მრჩევეკი, კანტერასთან მუშაობა. ეხლა უკვე მან ნათლად იცის თავისი მიზანი: მას სურს მწვრთნელობა”

”ზიდანი ფეხბურთის ადამიანია, ის საკმაოდ ჭკვიანია. მას შეუძლია თავისი ხედვა ფეხბურთთან დაკავშირებით სხვა ადამიანებსაც გაუზიაროს, ასე რომ მჯერა, მისი გეგმა იმუშავებს. ზიზუ ეს ზიზუა არამარტო საფრანგეთში, არამედ ყველგან, სადაც კი არიან ისეთი ადმიანები, ვინც ფეხბურთს აფასებს და ვისაც ფეხბურთი უყვარს. მე სიამოვნებით ვიხილავდი მას სამწვრთნელო სკამზე. ლეგენდარული ფეხბურთელი ლეგენდარული მწვრთნელი უნდა გახდეს. ფეხბურთელის მართლაც რომ შეუდარებელი და დიდებული კარიერის შემდეგ, ის შეუძლებელია საშუალო დონის მწვრთნელი იყო.ს ზიზუს ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ შეუდარებელი და ბრწყინვალე სპეციალისტი გახდეს. ვიმედოვნებ ის დიდებული გახდება ამ სპეციალობაში და წარმატებებს მიაღწევს.”

მოურინიოს მეთოდი

”შეიძლება გქონდეს შენი სტილი, მაგრამ ყოველთვის ნდა იცოდე ადაპტაცია კონკრეტულ სიტუაციასთან. პრემიერ ლიგაში, სერია ა-სა თუ ლა ლიგაში მოგებისთვის, სხვადასხვა ფაქტორებია საჭირო. გუნდის მშენებლობა ბევრადაა დამოკიდებული ფეხბურთელების ხარისხზე, მეტოქეების დონეზე , ამა თუ იმ ჩემპიონატის მახასიათებლებზე. იმაზე უკეთესი სიამოვნება არ არსებობს, ვიდრე იმუშაო შენი შესაძლებლობების ზღვარზე. ფეხბურთელებს ყველა პირობა უნდა შეუქმნა იმისთვის, რომ უკეთესები გახდნენ. შემიძლია ვთქვა, რომ მე ეს უნარი მაქვს.”

”ყველა ფებხურთელი განსხვავებულია. საერთოდ ყველა ადამიანი სხვადასხვაა, ვინაიდან თითოეულ ფეხბურთელს თავისი მიდგომა უნდა მოუძებნო. ამავდროულად, მე კოლექტივს ვხელმღვანელობ და ყველასთან ერთი და იგივე წესები უნდა მქონდეს. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ნებისმიერ გუნდში ყოველთვის არიან რამოდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი, მაგრამ სხვების დახმარების გარეშე მარტო ისინი ვერაფერს ვერ მოიგებენ.”

საფრანგეთში მუშაობის შესაძლებლობა

”რატომაც არა? ბევრი იხილავს ამ შესაძლებლობას, შეიძლება ოდესმე ეს მოხდეს. უნდა ვთქვა, რომ კარგად ვიცნობ პრეზიდენტ ნასსერს, მქონდა საშუალება მას გავსაუბრებოდი, მაგრამ ჯერ კიდევ მათ მიერ ”პსჟ”-ს ყიდვამდე. ანჩელოტი და ლეონარდო ჩემი მეგობრები არიან. მათ უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ და იმედი მაქვს, კლუბს არ დაჭირდება სხვა მწვრთნელი”

”ბევრჯერ ვთქვი, რომ ინგლისი ჩემი მოწოდებაა. ოდესმე მინდა რომ იქ დავბრუნდე, მაგრამ ამჟამად ეს არ არის ჩემი პრიორიტეტი. დღევანდელი დღით მიყვარს ცხოვრება. მხოლოდ და მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრას აქვს აზრი. ასეთია მწვრთნელის ცხოვრება” dle 10.1

  • J.Z.
  • 25 იანვარი 2013
  • 4724
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)