მოურინიოს სამეული

CR7, იოზილი და დი მარია - ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომლებიც მოურინიოს სამეულის სახელით შერაცხეს ბოლო კვირეების მანძილზე.


”მადრიდის რეალი” ”მესტალიაზე” ბრუნდება. უკვე მეორედ ერთი კვირის მანილზე. წინა სტუმრობა ნამდვილი დღესასწაული გამოდგა ”თეთრებისთვის”. ამ დღესასწაულის სულის ჩამდგმელები და ორგანიზატორები კი იყვნენ იოზილი და რონალდუ, ხოლო ფლანგებზე კი დი მარია.

როცა ფლანგებზე და წინ რონალდუა, მოპირდაპირე ფლანგზე არგენტინელი ანხელი, ხოლო ცენტრში კი იოზილი ბრწყინვალედ ირჯება, მაშინ ”მადრიდის რეალი” შეუჩერებელი ხდება. ასე იყო ”მესტალიაზე”. მათ წინ კიდევ ერთადერთი დამხმარე ესაჭიროებათ, რომელიც ოდნავ მაინც გაუწვდის ხელს, ასეთი კი იგუაინი იყო, მაგრამ ბენზემა ამ სამეულს უკეთ ერგება რიგ შემთხვევებში. შეიძლება მოუს რაღაც ეჭვები ქონდეს წინა ხაზზე დამხმარის ვარიანტის ძიებისას, მაგრამ ზემოთხსენებული სამეული აშკარად გამოკვეთილია.

ყველაფრის დამამტკიცებელი კი ”მესტალიაზე” ლა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში პირველი ნახევრის მსვლელობისას გატანილი ხუთი გოლია, რომელიც სწორედ ამ სამეულის დიდი შრომისა და გარჯის შედეგი იყო. პირველად ანგარიში იგუაინმა გახსნა, მაგრამ აქ მთავარი იყო იოზილის გადაცემა ჯერ დი მარიაზე, შემდეგ კი არგენტინელის გამოზომილი გადაცემა პიპიტაზე. შემდეგ იყო დი მარია, რომელმაც ისევ იოზილი-რონალდუს თამაშით ისარგებლა. ამას რონალდუს ინდივიდუალური ოსტატობით განპირობებული გოლი მოყვა. dle 10.1

  • J.Z.
  • 23 იანვარი 2013
  • 2162
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)