ალბიოლი დარწმუნებულია, რომ ძირითადში მოხვდება

როგორც მოგეხსენებათ, რაულ ალბიოლი სამეფო კლუბს ამა წლის ზაფხულს შეუერთდა და მას შემდეგ ძირითადი შემადგენლობის წევრია. დიდი ალბათობაა ამ შაბათსაც იასპარეზოს შეხვედრის სტარტიდანვე.


თქვენ გახდით პელეგრინის მთავარი იმედი დაცვის ცენტრში, თითქმის ყველა აქამდე ჩატარებულ შეხვედრაში მიიღეთ მონაწილეობა...

დიახ, ეს მართლაც ასეა. მე უბედნიერესი ადამიანი ვარ... ყველა ტურნირზე ვთამაშობ და ეს ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან კარგია.

აანალიზებთ, რომ თქვენ "რეალის" ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე პატივმოყვარე პროექტში იღებთ მონაწილეობას?

მე ბედნიერებას მანიჭებს საკუთარი გუნდის დახმარება რთულ მომენტებში, ასევე იმის ცოდნა, რომ ასეთ დიდებული პროექტის შექმნაში შემაქვს ჩემი წვლილი. კარგი გუნდის აშენებაა ჩაფიქრებული და იმედია მართლაც ისე მოხდება ყველაფერი, როგორც დაგეგმილია.

რას ფიქრობთ სანტიაგო ბერნაბეუზე?... თქვენ ხომ ადრე აქ "ვალენსიას" შემადგენლობაში მყოფს გიწევდათ "თეთრების" გამკლავება...


სანტიაგო ბერნაბეუ არის ყველაზე ლამაზი და დიდებული არენა, რომელიც კი ოდესმე მინახავს, მაგრამ სტუმარი გუნდისთვის აქ თამაში ურთულესია. შესაშურია ასეთი ერთგული გულშემატკივარი, როგორიც ჩვენ გვყავს. სტუმარი გუნდი ჩვენთან ძალიან მოტივირებული უნდა ჩამოვიდეს, რადგან იგი მსოფლიოს ყველაზე დიდებულ მოედანზე იმყოფება.

ყველა ლაპარაკობს ცეცხლოვან შეტევებზე, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ მთავარი დაცვის კარგი თამაშია...

დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ნებისმიერი გუნდისათვის, რაც არ უნდა ძლიერი შეტევითი პოტენციალი გამოძრავებდეს, თუ კარგი უკანა ხაზი არ გყავს არაფერი გამოგივა მთლიანობაში. ჩვენი გუნდს ამ ფაზაში ნამდვილად შეიმჩნევა არადამაჯერებლობა, მაგრამ ძალიან ვცდილობთ ამის გამოსწორებას.

გაანალიზა კლუბმა, თუ რამოხდა "ალკორკონში"?

რა თქმა უნდა... ყველა ვხვდებით ამ ინციდენტის მნიშვნელობას, ეს აღარასოდეს განმეორდება. ყველას სახელით ვამბობ, რომ საკუთარ გულშემატკივრებს აღარასოდეს დავაღალატებთ და შევეცდებით გამარჯვების გემო კიდევ ბევრჯერ ვანახოთ.

"ხეტაფე" არის გუნდი, რომელმაც ყველაზე მეტი ტრანსფერი განახორციელა სამეფო კლუბთან... როგორი გუნდია წელს იგი?

"ხეტაფე" კარგად მოთამაშე კლუბია, მისგან საფრთხეს უნდა ველოდოთ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ თამაში სანტიაგო ბერნაბეუზე. "რეალი" ყოველთვის გამარჯვებას გეგმავს და არც ეს შეხვედრაა გამონაკლისი. რთული თამაში, რომ გველოდება ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ სამი ქულა. ყველა ჩემი თანაგუნდელი და რა თქმა უნდა მეც, მოუთმენლად ველით ამ დაპირისპირებას.

ამ შეხვედრას რაიმე პიროვნული დატვირთვა ხომ არა აქვს თქვენთვის?

რამოდენიმე წელი გავატარე ამ კლუბში, მაგრამ ჩემთვის მთავარი მადრიდული გრანდია და არანაირი განსაკუთრებული დატვირთვა არ მაქვს მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით. დებიუტი ლა ლიგაში, სწორედ "ხეტაფეს" მაისურით მქონდა, მაგრამ ახლა მე ვთამაშობ სამეფო კლუბში და მთავარი ესაა...


ავტორი: Kevlisha

ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • kevlisha
  • 31 ოქტომბერი 2009
  • 1920
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ჟერარი 5
2 ბენზემა 4
3 ლორენი 3
4 ბეილი 2

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 0 0 0 0 0
2 პსჟ 0 0 0 0 0
3 გალათასარაი 0 0 0 0 0
4 ბრიუგე 0 0 0 0 0

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2019 (231)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)
მაისი 2019 (366)
აპრილი 2019 (331)