ხედირას სრული ინტერვიუ

გთავაზობთ სამი ხედირას პრესკონფერენციას სრულად.


“სწორ გზაზე ვდგავართ. აქამდე კარგად არ გამოვდიოდით. ამაზე ერთმანეთსი ვისაუბრეთ და ყველაფერი გავაანალიზეთ, რაც ამ ცუდად თამაშის გამოსვლის მთავარი მიზეზი იყო. ბევრი ვიმუშავეთ ამ ბოლო კვირეების მანძილზე და ვფიქრობ, რომ სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ. კარგად ვთამაშობთ, მართლაც რომ ლამაზად და ვფიქრობ, რომ მომავალში ეს თავის შედეგს მოგვცემს"-განაცხადა ხედირამ.

"მადრიდის რეალი" განმეორებით შეხვედრას დადებითი ბალანსითა და პირველი ტურის მოგების შედეგად კარგი განწყობით ხვდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხედირას არ სურს ამაზე იფიქროს: "ჩვენ იქ უნდა მივიდეთ და ისე უნდა ვითამაშოთ, თითქოს პირველი შეხვედრა 0:0 მორჩა. ჩვენ იგივე აგრესია და იგივე მონდომება უნდა ვაჩვენოთ, როგორიც კვირას. წინა შეხვედრა ლა ლიგის ეგიდით ჩატარდა, ეს კი კოპა დელ რეის ეგიდით ტარდება. ეს ერთმანეთისგან ძალზედ განსხვავებულია და ყველაერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვიგოთ. პირველი შეხვედრა 2:0 მოვიგეთ, მაგრამ ეს ძალიან არამყარი შედეგია. იქ გოლის გასატანად უნდა ჩავიდეთ. ბოლო თამაშების მანძილზე საკუთარ კარში გოლი არ მიგვიღია და ეს ყველაფერი უფრო გვაძლიერებს. შეხვედრა უნდა მოვიგოთ და თავდასხმაში ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ."

გერმანელმა ნახევარმცველმა "ვალენსიაზე" ისაუბრა: "რთული შეხვედრა იქნება, ვინაიდან "ვალენსია" დიდებული გუნდია. მათ სოლიდური დაცვის ხაზი ყავთ და არც ბრწყინვალე თავდამსხმელების ნაკლებობას უჩივიან. ჩვენთვის მოგება ძალზედ მნიშვნელოვანია. თავი კარგად უნდა დავიცვათ და ვეცადოთ, რომ გავიტანოთ. გვინდა, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ."

ხედირამ ისაუბრა გუნდის მიერ თამაშის ხარისხის გაუმჯობესებასა და სეზონის მიზნებზე: "როცა თამაშს აგებ, შენ ძალიან ბევრი რამის გამოსწორება და გაუმჯობესება გიწევს. უფრო ჭკვიანურად, უფრო მონდომებით უნდა ითამაშო და ჩვენი დაცვის ხაზის გადამხედს, ვხვდებით და ვიცით, რომ ამდენი გოლი არ უნდა გაგვეშვა. ამ კომპონენტში აშკარად იგრძნობა გაუმჯობესება და ანალოგიური რამ ეხება თავდასხმის ხაზსაც, კარგად ვახერხებთ მეტოქეზე პრესინგის განხორციელებას. როცა ტავდამსხმელები ისევე კარგად ირჯებიან, როგორც ეხლა, მაშინ ყველაფერი წესრიგში და მთლიანად გუნდს უფრო უადვილდება მუშაობა, მათ შორის დაცვის ხაზსაც. ჩვენ ლა ლიგაში ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ და ცდას არ დავაკლებთ, რომ ჩემიონატის ბოლომდე ვიბრძოლოთ. ამის გარდა წინ ჩემპიონთა ლიგა და კოპა გველის და ყველაფერს გავაკეთებთ მათ მოსაგებად. რაც შეგვიძლია ცდას არ დავაკლებთ თითოეული ტიტულის მოსაგებად."

როცა კითხეს განსხვავებაზე ესპანელ და გერმანელ მსაჯებს შორის, ხედირამ განაცხადა: "არ მინდა მსაჯებზე საუბარი. არ მინდა მათზე საუბარი, ეს ჩემი საქმე არ არის. ყველა ჩვენგანი უშვებს შეცდომებს. არც ისე დიდი სხვაობაა გერმანიასა და ესპანეთს შორის. ისინი ხშირად საკამათო გადაწყვეტილებებს ღებულობენ, მაგრამ ორივე ქვეყანაში არიან მართლაც კარგი მსაჯები."

"როცა იმ შედეგს არ ღებულობ, როგორიც გინდა, მაშინ რაღაცეები უნდა შეცვალო და რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობთ და ბევრს ვთხოვთ საკუთარ თავს. წინა კვირა კარგი იყო დასამუხტად და ფიზიკურად და ტაქტიკურად უფრო მეტად მუშაობისთვის.დასვენების დღეები კარგი იყო აღდგენისთვის და განვლილი პერიოდის შეფასებისთვის. ჩვენ უფრო გავძლიერდით. სიძლიერე, რომელიც მოურინიომ გვასწავლა თითოეულ ჩვენგანს და ის თამაში, რომელსაც წინა წელს ვაჩვენებდით. შეიძლება რამოდენიმე ფეხბურთელი არ არის კარგ ფორმაში, მაგრამ ეხლა კარგად ვთამაშობთ, დღითი დღე უფრო და უფრო მეტს ვმუშაობთ სამწვრთნელო შტაბთან ერთად. ჩვენ ერთად ვთამაშობთ, ერთმანეთს ვეხმარებით და ყველაერს ვაკეთებთ ჩვენი პოტენციალის სრულად გამოვლენისთვის." dle 10.1

  • J.Z.
  • 22 იანვარი 2013
  • 2221
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)