ალფრედო რელანოს აზრი ”მადრიდის რეალზე”

”დიდებული ”მადრიდის რეალი”, რომელმაც წინა სეზონში 100 ქულას და ბევრ სარეკორდო მაჩვენებელს მოუყარა თავი, კვლავ ცოცხალია.”


პირველად მიმდინარე სეზონში სწორედ გუშინ ვიგრძენი თავი ისე, თითქოს კვლავ იმ ”მადრიდის რეალს” ვუყურებდი, რომელმაც წინა სეზონში 100 ქულა დააგროვა. რა თქმა უნდა, ”ვალენსია”-მ ყველაფერი ძალიან გაადვილა, განსაკუთრებით კი გაგომ, რომელიც ნელი და პასიური იყო და იოზილს მისცა საშუალება ეკეთებინა ის, რაც სურდა. გუარდადო და რიკარდო კოშტაც უჩვეულო პოზიციაზე და უჩვეულოდ თამაშობდნენ და ისინი სრულიად გაბითურებულნი დარჩნენ დი მარიასგან, რომელიც როგორც ჩანს, ბრუნდება რამოდენიმე საშინელი კვირის შემდეგ და რა თქმა უნდა კრიშტიანო. მიუხედავად ამ ყველაფრის გათვალისწინებისა, გუშინ უყურებდი რა თამაშს, გრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს ის სუპერ ”მადრიდის რეალია”, რომელმაც წინა სეზონში ძალიან ბევრი შეხვედრა მოიგო ლა ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე კი თერთმეტმეტრიანებით დამარცხდა.

თამაშის წინა დღეებში ვრცელდებოდა ჭორი, რომ კასილასი და კრიშტიანო სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებდნენ თამაშს. საბედნიეროდ ასე არ მოხდა. იმედი მაქვს კლუბის მწვრთნელის მიერ პროვოცირებულ ტენდენციებს ბოლო მოეღება. მან სეზონი იმ ხალხთან ჩხუბით დაიწყო, რომლებმაც მას წინა სეზონში ამდენი დახმარება აღმოუჩინეს. ეს ყველაფერი კი, როგორც ჩანს დასრულდა. თუ ”მადრიდის რეალი” ეხლა მაინც მოახერხებს თავისი თავდაჯერებულობის და სათამაშო ფორმის დაბრუნებას, სეზონის შემოსატრიალებლად ჯერ კიდევ არსებობს დრო. ლიგის ტიტული წარსულია და მასზე ფიქრი არ ღირს, ვინაიდან ”ბარსელონასთან” სხვაობა ძალზედ დიდია, ხოლო მათ შორის კი ”მადრიდის ატლეტიკოა”, რომელსაც საკმაირისი ქულები აქვთ , რომ სხვა სეზონში შეიძლება ისინი ლიდერებიც კი ყოფილიყვნენ. მიუხედავად ამისა, წინ კოპა დელ რეი და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებია.

შედეგები დამამშვიდებელი იქნება მოურინიოსთვის, რომელმაც მიატოვა უცნაური გადაწყვეტილებების მიღება და საქციელების ჩადენა. იმ გუნდისთვის, რომელსაც წინა სეზონში ვხედავდით და რომელიც გუშინ ვნახეთ , მას მადლობები და პატივისცემა ეკუთვნის, მაგრამ იმის გამო, რომ გემი შენი აგებულია, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ უფლება გაქვს ის დაანგრიო? სწორედ ამას აკეთებდა ის. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული სწორედ ეს მეჩვენებოდა.

იმედი მაქვს , უცნაური საქმეების კეთების სურვილი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა. მადლობა ფეხბურთელებს, რომელბსაც რამოდენიმე გიჟური თვის გადატანა მოუწიათ, მაგრამ შეძლეს თავის ხელში აყვანა და ის ბრწყინვალე გუნდი კვლავ გააცოცხლეს-ჩვენ ეს ყველამ ერთად გუშინ ვნახეთ. ”მადრიდის რეალის” გულშემატკივრებს შეუძლიათ შვებით ამოისუნთქონ. dle 10.1

  • J.Z.
  • 21 იანვარი 2013
  • 1699
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ხერარდ მორენო 6
2 ბენზემა 6
3 ლორენი 6
4 სუარესი 4

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 2 2 0 0 6
2 ბრიუგე 2 0 2 0 2
3 გალათასარაი 2 0 1 1 1
4 რეალი 2 0 1 1 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2019 (180)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)
მაისი 2019 (366)