"მილანი" კარვალიოსაც მიადგა

როგორც იტალიური პრესა იუწყება, "მილანი" გარდა კაკასა, კარვალიოს შეძენასაც შეეცდება...


რიკარდო კარვალიოს შეძენას "მილანი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზეც ცდილობდა, თუმცა პორტუგალიელმა მცველმა "რეალში" დარჩენა არჩია. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნასთან ერთად განახლდა საუბარი რიკარდოს გუნდის დატოვებაზე. როგორც ზემოთ გაუწყეთ, სწორედ "მილანი" გამოხატავს ინტერესს მის მიმართ.

იტალიურ პრესაში იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნეს, რომლებიც მთავარ მიზანს წარმოადგენენ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "როსონერისთვის". ამ სიაში კარვალიოს გვერდს კაკა და ბალოტელი უმშვენებენ. უკანასკნელი ინფორმაციებით, ბრაზილიელის "მილანში" გადასვლა პრაქტიკულად გარდაუვალია, ხოლო რამდენად შეელევა ჟოზე მოურინიო მეორე ფეხბურთელის დაკარგვას ამ ზამთარში, ეგ მეორე საკითხია, მითუმეტეს კარვალიო პორტუგალიელი სპეციალისტის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელია. მან ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გუნდში დატოვება სურს.

ჯერ-ჯერობით მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას არანაირი შემოტავაზება არ მიუღია მილანური მხრიდან, თუმცა, როგორც იტალიაში აცხადებენ ეს უახლოეს მომავალში მოხდება. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)