დიდიე დეშამი რონალდოს "რეალის" ლიდერად აღიქვამს

მარსელის "ოლიმპიკის" მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი კომენტარს აკეთებს სამეფო კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და დარწმუნებით აცხადებს რომ რონალდო გუნდის წამყვანი ფეხბურთელია


"რეალის მარცხი "ალკორკონთან", დიდი სიურპრიზი და მოულოდნელობა გახლდათ ჩემთვის, მაგრამ მის ძალებში მაინც არ მეპარება ეჭვი."

"როდესაც "ბლანკოსის" შემადგენლობას ვუყურებ, ტანზე ჟრუანტელი მივლის, ის აღმაფრთოვანებელია, მაგრამ მაინც არადამაჯერებლად გამოიყურება გუნდი. მადრიდელების შეტევების თავი და თავი კრიშტიანოა, იგი დღევანდელი სამეფო კლუბის ლიდერია."

"სანჩისები რონალდოსთან ერთად და მის გარეშე სხვა და სხვა ცნებაა."

"როდესაც იგი მოედანზეა, გუნდის შეტევითი პოტენციალი ერთ–ორად მატულობს, როგორც წესი რონალდოს 2–3 ფეხბურთელი მინიმუმ ეთამაშება, ეს კი დიდ სივრცეს აძლევს მის თანაგუნდელებს შეტევების წარსამართად."

"ამ გამონათქვამებით არ ვამბობ, რომ "რეალში" რონალდომანიაა, უბრალოდ დარწმუნებით ვიძახი, იგი გუნდის ლიდერია და მისნაირ მოთამაშეზე ნებისმიერი კლუბი ოცნებობს."

"პორტუგალიელი ისეა "ბლანკოსისთვის", როგორც ჯერარდი "ლივერპულისათვის", შამახი და გურკუფი "ბორდოსთვის"...

როგორც ვიცით კრიშტიანოს მარჯვენა ფეხის ტრავმა აწუხებდა. ამ ბოლო ცნობებით თუ ვიმსჯელებთ, იგი უკვე "ხეტაფესთან" შეხვედრაშივე შეუერთდება მადრიდის "რეალს".


ავტორი: Kevlisha

ინფორმაციის წყარო: Goal.com dle 10.1

  • kevlisha
  • 30 ოქტომბერი 2009
  • 5823
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)