პერესის ინტერვიუ

"მადრიდის რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი არ გაექცა იმ კრიტიკის ქარცეცხლს, რომელიც დაატყდა თავს მადრიდულ კლუბს, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა კოპა დელ რეის თასზე დათმო შეხვედრა, არც მეტი არც ნაკლები, "ალკორკონის" წინააღმდეგ. გამოვიდა რა ფეხბურთის კლუბების ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით ალიკანტეში პრეს–კონფერენციაზე, ბლანკოსების პრეზიდენტმა პასუხი გასცა ჟურნალისტების მიერ დასმულ რამდენიმე შეკითხვას. ადვილი მისახვედრია, რომ შეკითხვების უმრავლესობა ეხებოდა თეთრების სამარცხვინო მარცხს სეგუნდა ბ–ს კლუბთან. პრეზიდენტი გამოტყდა, რომ ეს სამარცხვინო მარცხი იყო, მაგრამ ამავდროულად თხოვა გულშემატკივრებს პელეგრინისთვის და მისი შეგირდებისთვის დრო მიეცათ.


სირცხვილი, დამცირება და ისტორიული დაცინვა. ასეთი სათაურები იბეჭდებოდა უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ჟურნალ–გაზეთებში "ალკორკონთან" შეხვედრის შემდეგ. როგორც "მადრიდის რეალის" პრეზიდენტი, რას ოტყოდით იმ შეხვედრაზე?

მინდა გულშემატკივრები დავამშვიდო. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ წელს კლუბში ბევრი ახალი ფეხბურთელი მოვიდა, რომლებსაც ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ. სეზონი ორი თვეა რაც დაიწყო და ჩვენ , ჯერ კიდევ ფორმირების სტადიაში ვართ.

მაგრამ თქვენ აცნობიერებთ ალბათ, რომ ამ შედეგმა დიდი დარტყმა მიაყენა "მადრიდის რეალის" იმიჯს და რომ ეს შედეგი აუცილებლად იმოქმედებს კლუბისადმი ნდობის ფაქტორზე...

გეტყვით, რომ რაოდენ ცუდი და დამამცირებელი შედეგიც არ უნდა იყოს, "მადრიდის რეალი" იმდენად დიდი და სახელოვანია, რომ ასეთი რამეები მასზე არ იმოქმედებენ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს და დროთა განმავლობაში ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ისე იქნება, როგორც ეს გულშემატკივრებს სურთ.

არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ საჭიროა "ალკორკონის" რამდენიმე ფეხბურთელის ყიდვა...

ისე მოხდა, რომ ამ კლუბმა ჩვენზე უკეთ ითამაშა და ამიტომ უნდა მივულოცოთ მათ ეს გამარჯვება. მინდა ამავდროულად შეგახსენოთ, რომ თავისი არსებობის მანძილზე "მადრიდის რეალს" არასდროს არ მოუგია ყველა ტიტული ერთად, რომელშიც იღებდა მონაწილეობას და ის ყოველთვის სწავლობდა საკუთარ შეცდომებზე.

მაგრამ თვლით თუ არა, რომ სეგუნდა დივიზიონი ბ–ს კლუბთან 4:0 ანგარიშით წაგება სანერვიულოა?

კიდევ ერთხელ გიმეორებთ, "ალკორკონმა" ჩვენზე უკეთ ითამაშა და ისღა დაგვრჩენია მივულოცოთ მათ ეს გამარჯვება. გაგახსენებთ, რომ 2000 წელს კოპა დელ რეის თასიდან ჩვენ "ტოლედომ" გამოგვაგდო, მაგრამ იმ წელს სეზონი პირველ ადგილზე დავასრულეთ.

თვლით თუ არა, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ მთავარ მწვრთნელს ეკისრება?

ახალ ფეხბურთელებთან ერთად ჩვენ ახალი მწვრთნელიც გვყავს. ამ მწვრთნელის მიერ შემოთავაზებული ტაქტიკა სრულებით განსხვავდება იმ ტაქტიკისგან, რომლითაც ჩვენი კლუბი წინა სეზონში თამაშობდა და ამიტომ ერთადერთი, რაც ეხლა მთავარ მწვრთნელს ესაჭიროება არის დრო და სიმშვიდე. თუ ვიჩქარებთ, მაშინ ვინერვიულებთ კიდევაც და დავიწყებთ ცუდად გამოსვლას. ამასთანავე სეზონის დასაწყისიდან ჩვენ თხუთმეტი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა და ასე მუშაობა ძნელია.

ამით გინდათ თქვათ, რომ მანუელ პელეგრინს კლუბში გარანტირებული აქვს მუშაობის გაგრძელება?

ამით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ პროფესიონალებს მუშაობის საშუალებას მივცემთ და ხელს შევუწყობთ მათ, რომ სამუშაო მშვიდ გარემოში გააკეთონ. მე, როგორც პრეზიდენტმა თავი უნდა შევიკავო პირადი ემოციებისგან და ვიფიქრო მხოლოდ იმაზე, თუ რა იქნება კლუბისთვის კარგი და მისაღები.

"ბარსელონამ" საკუთარი ტრიპლეტით პრესტიჟი აიმაღლა.. ფიქრობთ თუ არა, რომ მიზეზი აქ უნდა ვეძებოთ?

არა. ორი სეზონის წინ, ჩვენ "ბარსელონას" 18 ქულით გავუსწარით და ჯერ კიდევ უნდა ვნახოთ, თუ რა მოხდება ამ სეზონში. მე დარწმუნებული ვარ, რომ "მადრიდის რეალი" კვლავ დარჩება იმ კლუბად, რომელსაც ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს მსოფლიოში.

ნანობთ თუ არა რომელიმე გადაწყვეტილებას? მაგ: რობენის გაყიდვას...

სიმართლე გითხრათ, ჩვენ რობენი კრიშტიანო რონალდუს საყიდლად გავყიდეთ. ჩვენ ვასრულებდით აღებულ მიზანს და მჯერა, რომ ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ საქმეს.


წყარო: As.com
dle 10.1

  • shvela
  • 30 ოქტომბერი 2009
  • 2739
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)