სოლდადო : "რევანშის დრო მოვიდა"

რობერტო სოლდადო, რომელიც წლების მანძილზე იყო მადრიდის "რეალის" საკუთრება და რამდენიმე სეზონია "ღამურების" ღირსებას იცავს, ჟურნალისტებს ესაუბრა და განაცხადა, რომ მის გუნდს თავისუფლად შეუძლია ჟოზე მოურინიოს შეგირდების დამარცხება, მთავარი მხოლოდ ერთ მუშტად შეკვრა და მონდომება გახლავთ...


"მერწმუნეთ, ჩვენ თუ მოვინდომებთ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. ვალენსია ძალიან სწრაფი და მობილური გუნდი, ჩვენს გუნდში უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელი ირიცხება, რომელსაც წარმატების მოტანა შეუძლია."

"მართალია წინა მატჩში დავმარცხდით, მაგრამ ვფიქრობ, მესტალიაზე სიტუაცია სხვაგვარად განვითარდება, ფავორიტის სტატუსი არ გვაქვს, მაგრამ მერწმუნეთ, არც "ბლანკოსს" ექნება იოლი გასეირნება, ჩვენ მათ არაფერს დავუთმობთ."

"ზედიზედ 3 მატჩის ჩატარება გვიწევს სამეფო კლუბთან, რაც უდიდეს მონდომებასთან და ძალის დახარჯვასთან არის დაკავშირებული, მაგრამ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ "მერენგები" დავამარცხოთ."

"ბოლო წლებში დედაქალაქელები ვალენსიას სტადიონზე კარგად გამოიყურებიან და ხშირ შემთხვევაში წარმატებას აღწევენ, მაგრამ რევანშის დრო უკვე მოვიდა. ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს მატჩის მოგება მოვახერხოთ." dle 10.1

  • Hala
  • 20 იანვარი 2013
  • 2014
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)