"მოურინიო–რონალდოს ინციდენტი არ იმოქმედებს გუნდზე"–ალბიოლი

"მოურინიო–რონალდოს ინციდენტი არ იმოქმედებს გუნდზე"–ალბიოლი

რაულ ალბიოლი ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე გაესაუბრა...


ესპანელმა მცველმა დაადასტურა, რომ კრისტიანოსა და ჟოზეს შორის მართლაც ჰქონდა ადგილი გარკვეულ ინციდენტს (ბევრი ჭორად მიიჩნევდა–ავტ.) სათასო მატჩის შემდგომ.

"რონალდო და მოურინიო ძალიან ამბიციურები არიან, ყოველთვის უბიძგებენ საკუთარ თავებს იარონ წინ, სადამდეც მათ შეუძლიათ. ისინი ამიტომ არიან გამარჯვებულები. მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა, მეტი არაფერი. რაც ხდება გასახდელში, უნდა დარჩეს გასახდელში."

"ხანდახან მწვრთნელმა უნდა გაუზიაროს საკუთარი შეხედულებები ამა თუ იმ ფეხბურთელს მატჩის შემდგომ. ეს არ უნდა აისახოს გუნდის თამაშზე. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შეხვედრა ვალენსიაში და რა თქმა უნდა ჩვენ გამარჯვება გვსურს."

ამის შემდგომ ალბიოლმა ურყო ინფორმაცია კლუბში არსებული არეულობის შესახებ: "ჩვენი გუნდი არ არის ბომბი, რომელიც აფეთქებას აპირებს(?). ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიმუშავოთ ერთად, რათა ამ სეზონში წარმატებას მივაღწიოთ. თუ ჩვენ ერთმანეთს დავეხმარებით, ეს ყველასთვის სიკეთის მომტანი იქნება."

და ბოლოს ალბიოლს დი მარიას საკითხზეც ჰკითხეს, მან კი ასე უპასუხა: "ჩვენ ვალდებულნი ვართ დავემორჩილოთ მსაჯის გადაწყვეტილებას. ეს ხომ მხოლოდ თამაშია. ჩვენ არ ვაპირებთ ერთმანეთს ვესროლოთ. ყველას აქვს საკუთარი ხედვა მსაჯების მიმართ. "ვალენსიას" ფეხბურთელები უსამართლოდ თვლიან იმას, რაც მოხდა, მაგრამ ეს მხლოდ მათი აზრია."

ინფორმაციის წყარო: marca.com
ლ.ჭ. halamadrid.ge-სთვის dle 10.1

  • MyNameIs
  • 19 იანვარი 2013
  • 2344
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)