ფერგიუსონი მზადაა ჰუნტელაარში 23მილიონი ევრო გადაიხადოს.
როგორც გამომცემლობა "The sun" იუწყება,მანჩესტერ იუნაიტედს სურს ჰუნტელაარის შეძენა და მზად არის ფორვარდში 23-მილიონი ევრო გადაიხადოს.
ამ ტრანსფერის ინიციატორი სერ ალექს ფერგიუსონია,მას კიდევ იანვარში სურდა ჰუნტელაარის გადაბირება,მაგრამ მაშინ მანჩესტერს რეალმა დაასწრო და იყიდა მონადირე.
ეხლა რეალში 6-ფორვარდია:რაული,ჰუნტელაარი,ნისტელროი,ჰიგუაინი,ნეგრედო და ბენზემა.ამიტომ ზოგიერთ მათგანს მოუწევს სამეფო კლუბის დატოვება.ჰუნტელაარით ასევე დაინტერესებული არის,მილანი,შტუტგარტი,ჰამბურგი და მარსელი.
შეგახსენებთ,რომ მანჩესტერი ასევე სერიოზულად იყო დაინტერესებული ბენზემათი,მაგრამ ფლორენტინო პერესმა თითქმის მანჩესტერში გადასული ბენზემა ფერგიუსონს ცხვირწინ ააცალა და რეალში გადმოიყვანა.ეხლა კი ფერგის იმედი აქვს,რომ რეალი მზად არის მოლაპარაკებებზე ჰუნტელაარის ტრანსფერის შესახებ.
ერთი რამ ნათელია,რომ რეალში ბევრი თავდამსხმელი დაგროვდა და ზოგიერთი მათგანი სავარაუდოდ გაიყიდება.
ინფორმაციის წყარო:as.com
- 8 ივლისი 2009
- 4481
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.