ვალენსიური პრესა ფერნანდესის მსაჯობით აღშფოთებულია

”მადრიდის რეალისა” და ”ვალენსიას” დაპირისპირებისას რბილად რომ ვთქვათ, მატჩის არბიტრებმა საკმაოდ ბევრი საეჭვო გადაწყვეტილებები მიიღეს, რამაც აღაშფოთა ვალენსიური პრესა.


ვალენსიელი ჟურნალისტებს განსაკუთრებული აღშფოთებებს იწვევს სამი არასამართლიანი თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირება რობერტო სოლდადოზე, არდანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა რიკარდო კარვალიოს მხრიდან საკმაოდ ნათელი თამაშის წესის დარღვევის შემდეგ და გონსალო იგუაინის გოლი, რომელიც სულაც არ გასულა ხელის დახმარების გარეშე.

ვალენსიის ყველაზე პოპულარული გაზეთი ”Superdeporte” გამოვიდა შემდეგი სათაურით: ”ჩვეულებრივი ქურდობა”. სტატიაში საკმაოდ ემოციური ფონია შენარჩუნებული, მატჩის არბიტრი მინიეს ფერნანდესი ყველა სასიკვდილო ცოდვაში არის დადანაშაულებული და მთავარი დამნაშავედ არის გამოყვანილი იმაში, რომ ”მფრინავმა ღამურებმა” წააგეს ”სანტიაგო ბერნაბეუზე”. სტატია სრულდება ირონიული კითხვით ანხელ დი მარიას მისამართით, რომელმაც ”მადრიდის რეალისადმი” მსაჯების ცუდ დამოკიდებულებაზე დაიჩივლა. ”აბა რას იტყვი დი მარია, ეხლა შენ კმაყოფილი ხარ?”

”Superdeporte”-ს მოსდევს მეორე ვალენსიური გამომცემლობა ”Las Provincias”, რომელიც გლობალური ტრაგედიზმითა და გამოუვალი მდგომარეობით აღსავსე სათაურით გამოვიდა: ”ყველაფერი ისე, როგორც ყოველთვის.”. ამ გამომცემლობის ჟურნლისტიც არ ერიდება მატჩის მთავარი არბიტრისადმი თავისი დამოკიდებულების ღიად გამოხატვას და მის ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გაწეულ სამსახურს ადარებს 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთისა და ჩრდილოეთ კორეას შორის გამართულ შეხვედრაზე ეგვიპტელი არბიტრის გამალ განდურას გაწეულ სამუშაოს. ამ ორ გამომცემლობის მიერ საეჭვი ეპიზოდების ჩამონათვალი ერთმანეთისგან განსხვავებულია. კერძოდ, ”Superdeporte”-ში დათვალეს სამი უსამართლოდ დაფიქსირებული თამაშგარე მდგომარეობა და ერთი არდანიშნული თერთმეტმეტრიანი ”მადრიდის რეალის” კარის მიმართულებით. მათი კოლეგები ”Las Provincias ”-დან , როგორც ჩანს, კარგად არ ადევნებდნენ თვალს გვერდითა არბიტრის მოქმედებებს და მხოლოდ და მხოლოდ ორ უსამართლო თამაშგარე მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას, სამაგიეროდ ისინი თვალს არ აშორებდნენ მასპინძლების საჯარიმო მოედანს და შესაბამისად მოახერხეს ორი არდანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმის დანახვა.

ყველაზე დუანდობლები მინიეს ფერნანდესის მისამართით აღმოჩნდნენ ”Levante”-ს ჟურნალისტები. მათ სამი უსამართლო თამაშგარე მდგომარეობა და ორი ”მადრიდის რეალის” კარის მიმართულებით არდანიშნული თერთმეტმეტრიანი დაითვალეს. dle 10.1

  • J.Z.
  • 17 იანვარი 2013
  • 1896
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)