ალფრედო რელანოს აზრი ”მადრიდის რეალზე”

გამომცემლობა as-ის მთავარმა რედაქტორმა ალფრედო რელანომ თავისი აზრი დააფიქსირა გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით.


”მადრიდის რეალს” გუშინ ”ვალენსიას” წინააღმდეგ სულაც არ უთამაშია ფერიული თამაში, მაგრამ მიიღო ის შედეგი, რომელიც დამშვიდების საშუალებას აძლევს.

ეს ნამდვილი იმედგაცრუება იყო ”ვალენსიასთვის”, რომელმაც უკეთესად ითამაშა, მაგრამ ვერ შეძლო კასილასის დამარცხება, რომელმაც რამოდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდში იხსნა თავისი გუნდი.

მხოლოდ და მხოლოდ 2:0 როცა დაფიქსირდა და როცა გვერდითა არბიტრმა სოლდადოზე სამჯერ დააფიქსირა თამაშგარე სიტუაცია, როცა ეს უკანასკნელი, საერთოდ არ იმყოფებოდა თამაშგარეში. მხოლოდ ამის შემდეგ დაყარა ”ვალენსიას” ფარ-ხმალი. ”მადრიდის რეალს” ამის შემდეგ კიდევ შეეძლო ორი გოლის გატანა, მაგრამ გუაიტა მოწოდების სიმაღლეზე იდგა ორივე შემთხვევაში და აჯობა რონალდუს.

”ვალენსია” გუშინდელ საღამოს ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, მაგრამ საბოლოოდ უსამართლოდ დამარცხდა და მიიღო უსამართლობა მსაჯების მხრიდან. ყველაფერ ამას კი ვერლვერდის გაძევება დაემატა და ისინი სახლში სრულიად დემორალიზირებულნი დაბრუნდნენ.

მეორე გოლის განმეორებამ წარმოშვა დებატები საკითხზე მიირო თუ არა ბურთი გუარდადოზე წინ , თუ იყო იგუაინის ხელი. ჩემი აზრით , პირველი მათგანი იყო და გუარდადოსაც არ გაუპროტესტებია. მმაგრამ ამასთანავე იყო კარვალიოს მომენტი კონასზე კუთხურის ხაზთან და სამი მეტად საჭოჭმანო და უსამართლო თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირება. აქედან გამომდინარე ეს ღამე ”ვალენსიასთვის” კოშმარად იქცა. კასილასის მიერ ნაჩვენებმა თამაშმა კი ”ვალენსია” სახლში გატანილი გოლის გარეშე გაუშვა.

2:0 პირველი რაუნდის შეხვედრაში საკმარისი და მეტად მისაღები ანგარიშია და აქედან გამომდინარე ეს ”მადრიდის რეალს” დაამშვიდებს, რაც არის სწორედ ის, რაც გუნდს ეხლა ყველაზე მეტად სჭირდება. მოურინიოსთან ერთად, რომელიც ორი კვირაა, რაც ნორმალურად იქცევა, იმ ფეხბურთელებით, რომლებიც მას ყავს, შეუძლია რამე სარგებელი მიიღოს ამ სეზონიდან. მას ხომ იგივე ფეხბურთელები ყავს, რომლებმაც ფენომენალური სეზონი შემოგვთავაზეს წინა წელს. თუ გუნდი შეძლებს იმ დონეზე დაბრუნებას, მას ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, მათ შორისაც ”ბარსელონასი”. ვრცელდება ხმები, რომ ჟოზე მოურინიო მზადაა ამისთვის და აპირებს ამის გაკეთებას. იმედი მაქვს ასეც იქნება. dle 10.1

  • J.Z.
  • 16 იანვარი 2013
  • 1813
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)