მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებმა რაული შეაფასეს

როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა მათგანი საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს რაულს.


დი სტეფანო:"ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ რაული შესანიშნავია, იგი მორიდებული და ელეგანტურია მოედანზე, ის ნამდვილი პროფესინალია. ელ კაპიტანოს ყველაზე დიდი საგოლე ქარიზმა აქვს, ასეთი ალღო არცერთ სხვა ფეხბურთელს არა გააჩნია. იგი მსოფლიოს ერთ–ერთი უძლიერესი ფეხბურთელია."

პელე:" რაული არაჩვეულებრივია... მას ნებისმიერ მომენტში სწრაფად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და თავის საქციელის სისწორეში დარწმუნებულია, ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია კარგი ფორვარდისთვის. ძალიან რთულია სამეფო კლუბში ადგილის შენარჩუნება მადრიდის პრინცის ასაკის ფეხბურთელისთვის, მაგრამ რაული ამას უმაღლეს დონეზე ასრულებს. გონსალესი ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა, ფეხბურთის ნებისმიერ ასპექტში."

მარადონა:" არაფრის თქმა არ შემიძლია, ყველაფერი ცნობილია, რაული ლეგენდაა... მისი თამაშის ყურება არასდროს მოგბეზრდება. ვერაფერს ვერ დავამატებ მის ადამიანურ თვისებებზე, "რეალში" გატარებული 15 წელიწადი ყველაფერზე მეტყველებს, ელ კაპიტანო დიდებულია."

იოჰან კრუიფი:"რაული ყველაზე მაგარია, მისი საფეხბურთო მონაცემების ყველას შეშურდებოდა, ის პირველია ყველაფერში."

გენტო:" დი სტეფანოს მაგვარი ფეხბურთელი არ მენახა 15 წლის უკან, მაგრამ რაც რაული გამოჩნდა აზრი შევიცვალე, ელ კაპიტანოს გახსენებაზე მისი საგოლე ალღო მახსენდება სულ."

ტელმო ზარა:"რაული საუკეთესო ფეხბურთელია, მისი ყველანაირი თვისება ამშვენებს ფეხბურთს. იგი ყოველთვის საუკეთესო პოზიციას ირჩევს საგოლე მომენტში."

ვალდანო:" იგი ანგელოზივით გამოიყურება თამაშის დროს. რაული მხოლოდ გამარჯვებებისთვის არის დაგეშილი. მისნაირი საფეხბურთო მონაცემები ყველა მოთამაშის ოცნებაა."

ბუტრაგენიო:" რაული არის "რეალი" და "რეალი" არის რაული."

ფერნანდო იერო:" რაული სამეფო კლბუში დებიუტის მერე ყველას ჩრდილავს... ის ყოველთვის საუკეთესო იყო და არის. ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მისგან უნდა ისწავლოს."

რედონდო:" რაული "რეალის" სულია. ძალიან ვამაყობ რომ იგი ჩემს გვერდით ასპარეზობდა."

ლაუდრუპი:" ყოველთვის მინდოდა მის ნაირად მეთამაშა, იგი ყველას კუმირია. ნებისმიერი მწვრთნელი ოცნებობს მის ნაირ ფეხბურთელს გუნდში."

კაპელო:" იგი ჩემი საყვარელი ფორვარდია."

ზიზუ:" რაული "რეალ" მადრიდს აღნიშნავს.... იგი არადედამიწიერად მაგარია."

მალდინი:" რაული არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, იგი ჩემპიონია. ელ კაპიტანო ფეხბურთის კერპი."

რიო ფერდინანდი:
" მისნაირი თავდამსხმელი არ შემხვედრია, არასდროს იცი რას გააკეთებს... იგი ნებისმიერი დაცვისთვის ძალიან სახიფათოა."

ანრი:" ყოველთვის მინდოდა რაულისთვის მიმებაძა... ჩემი აზრით მას თავისი ძალები ბოლომდე არ ამოუწურავს, მას უდიდეს პატივს ვცემ."

ფაბრეგასი:" რაული მსოფლიო ფეხბურთის სახეა."

ტორესი:" მისი მონდომება და ბოლომდე ბრძოლა აღმაფრთოვანებელია. იგი ყოველთვის საკუთარი თავის მაქსიმუმს აკეთებს მოედანზე."


ავტორი: Kevlisha

ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • kevlisha
  • 30 ოქტომბერი 2009
  • 3234
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)