პეპე: ჩემი მიზანია გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო.

ეს არის პეპეს მთავარი დევიზი ამ დროისთვის.იგი მოუთმენლად ელოდება "ხეტაფესთან" გასამართ მატჩს.პორტუგალიელმა განაცხადა რომ,პელეგრინი ფეხბურთელებს თამაშის წინ,ბევრს ელაპარაკება და მოძღვრავს.მას უნდა რომ გუნდმა კარგი ფეხბურთი ითამაშოს.


თქვენ როგორ გგონიათ პელეგრინი ჯიუტია ადამიანია?

ეხლა ძალიან ადვილია მწვრთნელს დააბრალო ყველაფერი.ჩვენ კარგი გუნდი ვართ და მე ჩვენ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ.ჩვენ ეხლა ცუდი დრო გვიდგას,მაგრამ თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო.

როგორი ტიპის მწვრთნელია ჩილელი სპეციალისტი?

იგი ჩვენ ძალიან ბევრს გველაპარაკება,მას დიდი სურვილი აქვს რომ მისმა გუნდმა გამართული ფეხბურთი ითამაშოს.პელეგრინის უნდა,რომ გუნდმა დიდხანს აკონტროლოს ბურთით,რაც ამ დროისთვის ჩვენ არც თუ ისე კარგად გამოგვდის.

და პელეგრინის მითითებები რატომ არ სრულდება მოედანზე?

ის გამოცდილია და კარგად იცის ფეხბურთი.ის თითოეული ჩვენთაგანისგან მაქსიმალურს ითხოვს,უნდა ითქვას რომ ჩვენ მის იმედებს და მოთხოვნებს მოედანზე ვერ ვამართლებთ.ფეხბურთელებს ამაზე უკვე საუბარი გვქონდა,არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს ან ჩვენ დაგვბრალდეს,უნდა ვიმუშაოდ ერთობლივად და ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

რატომ არ არის დაცვის თამაში ისეთი როგორიც პელეგრინის სურს?

მწვრთნელი ჩვენ გვეუბნება,რომ არ არის საჭირო მთელი გუნდით დაცვაში თამაში,3 ფეხბურთელითაც შესაძლებელია თავის დაცვა,ესეთი თამაშით გუნდმა სარგებელი უნდა ნახოს შეტევაში.ჩვენ ერთ-ერთი შედეგიანი გუნდი ვართ ლა ლიგაში.

როგორია გუნდის დაცვითი სქემა?

იგი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მიმდინარეობს თამაში.ჩვენ თუ გვეძლევა იმის შანსი,რომ მცველებმა წინ ავიწიოთ ჩვენ ამას ვაკეთებთ.

და რატომ ხდება რომ,არა მარტო თქვენ არამედ მთელ გუნდს უწევს უკან დახევა?

დაცვითი თამაში მარტო მცველებს არ ევალება,ეს მთელი გუნდის გასაკეთებელია,როდესაც მოწინააღმდეგე გუნდი დაკეტილ ფეხბურთს თამაშობს,ჩვენ ვთამაშობთ ფრთხილად და შეტევებით არ ვერთობით.ეს ცოტა რთული რამ არის.

პრობლემა კოორდინაციაშია?

ალბათ კი.ჩვენ ვიცით თამაშამდე მოედანზე რა უნდა გავაკეთოთ.თუმცა შემდეგ სულ სხვა რამე ხდება.

ესეთი წარუმატებელი თამაშების შემდეგ,თქვენ "ხეტაფეს" წინააღმდეგ მოგიწევთ თამაში,გუნდი რომელიც თქვენთვის ცუდად გასახსენებელი მეტოქეა.

მე წარსულის გახსენება არ მსურს.ჩემი დანაშაული მე 10 მატჩიანი დისკვალიფიკაციით გამოვისყიდე.ისღა დამრჩენია მოედანზე ვანახო ის რასაც სინამდვილეში წარმოვადგენ.

რას იზამთ როცა კასკეროს შეხვდებით?თქვენ იგი მოგესალმებათ?

მე ვითამაშებ ისე როგორც სხვა თამაშებს.ის ჩემს პატივისცემას იმსახურებს.

რას ფიქრობთ,როგორი შედეგი ექნება თქვენს ახალ კონტრაკტს?

ამაზე ფიქრის დრო არ არის,მე ეხლა სულ სხვა რამისკენ მაქვს ფიქრები.ჩემი მიზანია გუნდს რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვაგებინო.

მადრიდი ისეთივეა როგორც ისტორიის წიგნებში?

ეს სიზმარია ნებისმიერი ფეხბურთელისთვის,გქონდეს შესაძლებლობა ითამაშო მადრიდში,"სანტიაგო ბერნაბეუზე".მე ეხლა თავი სიზმარში მგონია და მინდა რომ ეს სიზმარი დიდხანს გაგრძელდეს dle 10.1

  • raul777
  • 30 ოქტომბერი 2009
  • 1603
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)