პერესის თერთმეტი რჩეული

მადრიდის "რეალი" ღრმა კრიზისშია. პრესამ გაავრცელა ინფორმაცია იმ თერთმეტ მწვრთნელზე, რომლებიც შეიძლება უახლოეს მომავალში გახდნენ მადრიდული გრანდის მწვრთნელები.


"ალკორკონთან" სამარცხვინო წაგების შემდეგ მანუელ პელეგრინის სკამი მნიშვნელოვნად შეირყა. ყველამ დაიწყო მის წასვლაზე საუბარი. შემოგთვაზებთ მწვრთნელობის კანდიდატებს.

რაფაელ ბენიტესსა და ლუის არაგონესს სხვა მწვრთნელობის კანდიდატებიც დაემატნენ:

მიქაელ ლაუდრუპი: მან უარყო "ატლეტიკოს" წინადადება და სხვა გუნდებისგან ელის შემოთავაზებებს. "რეალის" ახლანდელი კრიზისი მას აძლევს შანსს იმუშაოს "სამეფო კლუბში". ის წარსულში თამაშობდა "რეალში". მისი მთავარი კოზირი ბურთის ფლობა და სანახაობრივი თამაშის ჩვენებაა.

მარკო ვან ბასტენი: ჰოლანდიელი მწვრთნელის კანდიდატურა ამ დღეებში გამოჩნდა. მას აქვს ჰოლანდიის ნაკრებში და "აიაქსში" მწვრთნელობის გამოცდილება. ის შეიძლება ვიხილოთ "ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

რობერტო მანჩინი: იტალიელი სპეციალისტი მუდამ იყო სანახაობრივი თამაშის მომხრე და მას ბევრჯერ უკავშირებდნენ "რეალს". მან "ინტერთან" ერთად სამი სკუდეტო, ორი იტალიის თასი და ორი ქვეყნის სუპერთასი მოიგო. ის პერესის ერთ–ერთი ფავორიტია.

ლუჩანო სპალეტი: მორიგი იტალიელი მწვრთნელი. მისი გუნდში ხილვა ბევრ გრანდს სურს. მათ შორის "სამეფო კლუბსაც". მეტად საინტერესო მწვრთნელია. ის ალბათ ამ დღეებში უარყოფს "ზენიტის" შემოთავაზებას.

ლუიშ ფელიპე სკოლარი: ბრაზილიელი მწვრთნელი, რომელიც სანახაობრივი ფეხბურთის დიდი მოყვარულია. მან მოულოდნელად "ჩელსიში" შედეგს ვერ მიაღწია და დატოვა ლონდონური კლუბი. მის შანსებს ისიც ზრდის, რომ კრისტიანო რონალდოსთან იდეალური ურთიერთობა აქვს. ახლა ის უზბეკური კლუბის "ბუნდეკორის" მწვრთნელია, მაგრამ ის "რეალის" შემოთავაზებაზე ვერ იტყვის უარს.

ვიქტორ ფერნანდესი: ის ახლა მწვრთნელობას დროებით ჩამოშორდა და ტელევიზიაში კომენტატორია. მას აქვს შანსი მადრიდში დაამტკიცოს თავისი პროფესიონალიზმი. უპირატესობას ბურთის დაჭერას და სანახაობრივ ფეხბურთს ანიჭებს.

სვენ გორან ერიქსონი: მან ინგლისის ნაკრეში თითქმის ვერაფერს მიაღწია. მას შემდეგ, რაც "სიტიში" და მექსიკის ნაკრებში ვერაფრის გაკეთება შეძლო, შანსი ეძლევა "რეალში" სცადოს ბედი.

ხორხე ვალდანო: "რეალის" გენერალური დირექტორია, რომელსაც ფლორენტინო პერესის პროექტში დიდი ნაწილი უჭირავს. პერესს ძალიან სურს ვალდანო იხილოს კლუბის მწვრთნელად. თუ "ბლანკოსი" ასე უსახურად გააგრძელებს გამოსვლას, არაა გამორიცხული სწორედ ვალდანო ვიხილოთ მწვრთნელის პოსტზე.

ბენიტესი არაგონესი, ლაუდრუპი, ვან ბასტენი, მანჩინი, სპალეტი, სკოლარი, ვიქტორ ფერნანდესი, ერიქსონი, ვალდანო და თვით პელეგრინი. პერესს მოუწევს არჩევანის გაკეთება ამათ შორის. ის ითხოვს კლუბისგან სანახაობრივ ფეხბურთს და შედეგს, რომელიც ჯერ-ჯერობით ვერ გვაჩვენა პელეგრინიმ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com dle 10.1

  • faqo
  • 30 ოქტომბერი 2009
  • 2395
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)