დი სტეფანო:"დროა ყველა გავერთიანდეთ"

ალფრედო დი სტეფანოს ინტერვიუ...


დონ ალფრედო მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი სანტიაგო ბერნაბეუ რომ იყოს, მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს მიიწვევდა? ან სეზონის პირველ ნახევარში ასეთი წარუმატებელი ასპარეზობის გამო გუნდს დაატოვებინებდა?

-მოურინიო ძალიან რთულ სამუშაოს ასრულებს. მას სჭირდება დახმარება. ახლა ყველა უნდა შევკავშირდეთ, რომ რთული ვითარებიდან გამოსავალი ვიპოვოთ. წინ კიდევ ნახევარი სეზონი გველოდება და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ სიტვაციის გამოსწორებას.

დღესდღეისობით, რომელი ფეხბურთელი გაგონებთ საკუთარ თავს?

-არცერთი. ყველა მოთამაშე სხვადასხვაა. მე ვერ ვხედავ ვინმე ჩემნაირს.

დონ ალფრედო თქვენი აზრით, ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი?

-მე ვფიქრობ, რომ საკითხის ასეთი მიდგომა არასწორია. ფეხბურთი სპორტის კოლექტიური სახეობაა. გამორჩეული ფეხბურთელები გუნდების ნაწილს წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ პირადი ჯილდოები მეორეხარისხოვანია. არცერთი ფეხბურთელი ისე არ ფასობს, როგორც გუნდი.

თქვენი თაობის, რომელი მოთამაშე შეძლებდა ეთამაშა ეფექტურად დღევანდელი ფეხბურთი?

-ვფიქრობ, ზოგიერთი მოთამაშე ძალიან კარგად შეძლებდა თანამედროვე ფეხბურთის თამაშს. მაგალითისთვის, ფრანსისკო ხენტოს დაგისახელებთ.

როგორ გონიათ არგენტინის ნაკრები შეძლებს 2014 წლის მუნდიალზე დამაჯერებლად ასპარეზობას? და რას იტყვით გერმანელებზე?

-ვიმედოვნებ, ბრაზილიაში არგენტინელების კლასი გამოჩნდება. დროა არგენტინამ კვლავ იზეიმოს დიდი გამარჯვებები. რაც შეეხება გერმანელებს, მათ ძალიან ძლიერი ახალგაზრდა და ამავე დროს გამოცდილი ნაკრები ყავთ.

რა აკლია არგენტინელებს იმისთვის, რომ დიდი გამარჯვებები იზეიმონ?

-არგენტინის ნაკრების პრობლემები ფსიქოლოგიური ხასიათისაა. გუნდმა გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა განავითაროს. რაც შეეხება ფეხბურთელების კლას, ამ მხრივ ჩვენი ნაკრები გამორჩეულია.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ფეხბურთი ძლიერ ბიზნეს პროექტად გარდაიქმნა და ეს გულშემატკივრებს კლუბთან არ დააშორებს?

-ფეხბურთი მუდმივად ვითარდება და მაღალი პროფესიონალიზმისაკენ მიისწრაფის. ფეხბურთი განიხილება, როგორც ჰობი და რა თქმა უნდა გულშემატკივრები კლუბთან ახლოს უნდა იყვნენ. დღეს ეს არის სისტემა სადაც უამრავი ადამიანი არის დასაქმებული და მუდმივად პროგრესირებს. პროგრესის შეწყვეტა კი არ შეიძლება.

თქვენი აზრით ლეო მესი შეძლებდა ეთამაშა რაიმონ კოპასთან, ფრანსისკო ხენტოსთან და ალფრედო დი სტეფანოსთან ერთად?

-რა თქმა უნდა შეძლებდა. მე დიდი სიამოვნებით მეყოლებოდა მესის ნაირი პარტნიორი.

როგორ შეაფასებთ "რეალის" მდგომარეობას?

-იგი მარტივია. ახლა გუნდი ორი ტიტულისთვის იბრძვის. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ სეზონში შევძლებთ ჩემპიონთა ლიგის მოგებას.

ფეხბურთის ისტორიაში ვინ მიგაჩნიათ საუკეთესო ფეხბურთელად ალფრედო დი სტეფანო, პელე, ზიკო, მიშელ პლატინი, რობერტო რიველინო, ბეკენბაუერი, მარადონა თუ ლიონელ მესი?

-როდესაც მსგავს კითხვას მისვამენ, მე ყოველთვის ვასახელებ ხუთ ფეხბურთელს: ხუან კარლოს მუნიოსი, ხოსე მანუელ მორენო, ადოლფო პედერნერა, ანხელ ლაბრუნა და ფელიკს ლოუსტაუ.

თქვენ სამწვრთნელო კარიერა "ელჩეში" დაიწყეთ რა მოგონებები გაკავშირებთ იმ დროსთან?

-"ელჩესთან" დიდი მოგონებები მაქვს. ძალიან კარგად მახსოვს ეს გუნდი. ვუსურვებ წარმატებას და იმეი მაქვს დასახული მიზნის შესრულებას შეძლებენ.

რომელია თქვენი ყველაზე ძვირფასი გამარჯვება "რეალთან" ერთად?

-ხუთი ევროპის თასი.

როგორ გგონიათ, “მალაგასთან” მატჩში “რეალის” კარს რატომ იცავდა ანტონიო ადანი და არა იკერ კასილასი?

-ვერაფერს გეტყვით. ყველა მწვრთნელს თავისი სამზარეულო და საიდუმლო აქვს.

რა უნდა გააკეთოს მწვრთნელმა და მოთამაშებმა, რომ ამ სიტვაციიდან გამოვიდნენ?

-გუნდმა უნდა ეცადოს მოიგოს ყველა თამაში ყველა ტურნირში, სადაც ისინი გამოდიან. ეს ერთადერთი გზაა წარმატების მიღწევის. მოთამაშეებმა ეს იციან და მჯერა, რომ შეძლებენ გამოსავლის პოვნას.

თქვენ მიერ გატანილ გოლთაგან საუკეთესოდ რომელ მათგანს თვლით?

-"ვალიადოლიდში" ქუსლით გატანილ გოლს.

თუ თქვენ საშვალება გექნებათ ოქროს ბურთის გამოკითხვაში მიიღოთ მონაწილეობა, ხმას ვის მისცემდით?

-კრიშტიანუ რონალდუს.

როგორია თქვენი მადრიდის "რეალი"?

-სიყვარული ცხოვრებაში. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ხერარდ მორენო 6
2 ბენზემა 6
3 ლორენი 6
4 სუარესი 5

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 2 2 0 0 6
2 ბრიუგე 2 0 2 0 2
3 გალათასარაი 2 0 1 1 1
4 რეალი 2 0 1 1 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2019 (239)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)
მაისი 2019 (366)