4 მადრიდისტა "L'Equipe"-ს წლის გუნდში

კასილასი, რამოსი, ალონსო და რონალდო - ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებიც ფრანგული გაზეთის წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ და უნდა აღინიშნოს, რომ სამეფო კლუბიდან ამ გუნდში ყველაზე მეტი მოთამაშეა "ბარსელონასთან" ერთად (ალბა, ხავი, ინიესტა და მესი)...


ესპანური გრანდების ფეხბურთელთა გარდა, ამ ნაკრებში მოხვდნენ: ლამი, კომპანი და რამირესი. "L'Equipe"-მ ახსნა, თუ რატომ შეიყვანა თავის ნაკრებში თითოეული მოთამაშე და იკერ კასილასზე შემდეგი განცხადება გაკეთდა: "ის უკვე დიდი ხანია ინარჩუნებს მსოფლიოს საუკეთესო მეკარის სტატუსს და უნდა აღინიშნოს, რომ იკერი 31 წლისაა". რამოსის შესახებ ითქვა: "ამ მომენტივსთვის მსოფლიოს საუკეთესო მცველია და მას შეტევაშიც შეუძლია თამაში, რაზეც მისი გოლების რაოდენობა მეტყველებს".

"ყოველთვის სასარგებლო გადამწყვეტ მომენტში. ალბათ გვახსოვს ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში მისი დუბლი საფრანგეთთან" - ეს სიტყვები ალონსოს მისამართით ითქვა და საბოლოოდ ჯერ კრიშტიანო რონალდოზე მიდგა: "მისი 46 გოლი პრიმერაში იყო გადამწყვეტი "რეალის" ჩემპიონობაში. მან ასევე ლიგაზეც 10 გოლი შეაგდო და ბოლოს, ევროპის ჩემპიონატზე 3 გოლი მიითვალა".


წყარო:realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (238)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)