გრანეროს პრესკონფერენცია

გრანერო ჟურნალისტებს ესაუბრა და განაცხადა:"გულშემატკივარი გამარჯვებას დიდი ხანია ელის და ეს უნდა ავუსრულოთ".


როგორ ფიქრობთ, კლუბი რა მდგომარეობაშია?

ამ მომენტში კარგი დრო ნამდვილად არ გვიდგას, მაგრამ ყველაფრის გამოსწორებას "ხეტაფეს" წინააღმდეგ მატჩში ვეცდებით. ძალიან გვინდა ბედნიერება მოვუტანოთ გულშემატკივრებს, ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ.

რა მოხდა "ალკორკონში"

ეს ძალიან რთული თემაა... უამრავი ფაქტორმა გამოიწვია ჩვენი მარცხი, ვერ შევძელით ვერაფრის შექმნა. ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ მომავალ ლა ლიგის შეხვედრებში. ჩვენ მადრიდის "რეალი" ვართ და საკუთარი პრესტიჟი უნდა დავიცვათ.

პელეგრინიში ეჭვი ხომ არ გეპარებათ?


მწვრთნელის ბრალი არაფერი არ იყო, მინუსები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ და არა სხვაში. კარგად ვერ ვითამაშეთ და ამიტომ საჭიროა ბევრი მუშაობა და სასწრაფოდ სიტუააციის გამოსწორება. მწვრთნელი ყველაფერს სწორად აკეთებს, უბრალოდ ჩვენ გვჭირდება მეტი ურთიერთგაგება.

მართალია რომ გუტი უპატივცემულოდ მოიქცა გასახდელში პელეგრინის მიმართ?

ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდება და ეს ერთ–ერთი მათგანია. გასახდელში არავის ზედმეტი სიტყვა არ უთქვამს არავისთვის, შიდა დაძაბულობა არ არის კლუბში.

დაცვაში პრობლემები გაქვთ?

ბევრ შეხვედრაში იყო უკანა ხაზის არადამაჯერებელი მოქმედება, მაგრამ ყველაფერი მათი ბრალი არ არის. მე ვფიქრობ, რომ შემტევ მოთამაშეებსაც მიუძღვით გუნდის ცუდ თამაშში უარყოფითი წვლილი, მთლიანი გუნდი ვერ გამოიყურება კარგად და არა რომელიმე ფეხბურთელი.

როგორი გრძნობა გეუფლებათ, როდესაც თქვენს ძველ კლბუთან მოგიწევთ პაექრობა?

ძალიან ბევრი კლუბი გამოვიცვალე, ასე რომ ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ეს "თეთრებისთვის" უმნიშვნელოვანესი მატჩია და ამ მომენტში არ მაინტერესებს ჩემი გულის ფიქრები, მთავარი გუნდია.


ავტორი: Kevlisha

ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • kevlisha
  • 29 ოქტომბერი 2009
  • 1924
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)