საშობაო მილოცვა

მადრიდის "რეალმა", 2012 წელი ლა ლიგის მოგებითა და ესპანეთის სუპერ თასზე "ბარსელონას" დამარცხებით დაასრულა. კლუბის ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს შობა მიულოცეს და ბედნიერი 2013 წელი უსურვეს...


სამეფო გუნდის ორმა საკვანძო მოთამაშემ, კრიშტიანო რონალდომ და პეპემ ფანებს ბედნიერი შობა უსურვეს: "მინდა, რომ ბედნიერად გაატაროთ დამდეგი ახალი წელი. თქვენს ოჯახებთან ერთად ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ" - რონალდო. "წარმატებების მომტანი ყოფილიყოს 2013 წელი. ჯანმრთელად ცხოვრებას გისურვებთ" - პეპე.

ასაკის მიუხედავად, კლუბის ვეტერანებმა, გონსალო იგუაინმა და მარსელომ ფანებს შემდეგი სიტყვით მიმართეს: "ყველას გილოცავთ შობას და დამდეგ 2013 წელს. გვინდა, რომ იყოთ ბედნიერები და ჯანმრთელები. იმედია, მადრიდისტებს წარმატებული წელი ელით".

კარიმ ბენზემამ, რომელიც საფრანგეთის საუკეთესო სპორცმენად დაასახელეს განაცხადა: "ყველას გილოცავთ შობას და იმედია ახალი წელი წარმატებული იქნება". მესუთ იოზილი, ტრადიციისამებრ მოკლე სიტყვით შემოიფარგლა: "ყველას გილოცავთ შობას", ხოლო მისმა თანამემამულემ, სამი ხედირამ კი ყველას წარმატებული წელი უსურვა.

"მოგესალმებით ყველა მადრიდისტას. მინდა, რომ ბედნიერები იყოთ და ეს არდადეგები კარგად გაგეტარებინოთ" - ეს სიტყვები არბელოას ეკუთვნის. "ვიმედოვნებ, რომ 2012 წლით გასიამოვნეთ და ღმერთს ვთხოვ, რომ 2013 წელი ყოფილიყოს ბევრად უკეთესი" - დაამატა ალონსომ. ესპანელების სიტყვა კი ხოსე მარია კალეხონმა დაასრულა: "იმედია, 2013 წელი წარმატების მომტანი იქნება და ბევრ ტიტულს მოვიგებთ".

თანაგუნდელებს არ ჩამორჩნენ გუნდის ახალწვეულები (ესიენი და მოდრიჩი) და მადრიდისტებს მიმართეს: "ყველას გილოცავთ ახალი წლის დადგომას და იმედია 2013 წელი ტრიუმფალური იქნება ჩვენთვის". რიკარდო კაკამ და კარვალიომ ერთად მიმართეს ფანებს: "ბრწყინვალე 2013 წელს გისურვებთ".

გუნდის მეკარეებმა და კანტერის წევრებმა კი საახალწლო მილოცვა დაასრულეს: "იღბლიან 2013 წელს გისურვებთ. გვინდა, რომ ყველა ოცნება აგისრულდეთ და ვიმედოვნებთ, ეს წელი კლუბისთვის საუკეთესო გამოდგება და ბევრ ტიტულს მოვიგებთ". dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (197)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)