კონფლიქტების ისტორია ”ბლანკოსებში”

ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის არსებული დაპირისპირება არახალია ფეხბბურთისთვის და ასეთი რამ შესაძლოა ნებისმიერ კლუბში მოხდეს. ამ მხრივ სამეფო გუნდი გამონაკლისს არ წარმოადგენს.


პირველი ასეთი შემთხვევა მოხდა ორ, შესაძლოა ყველაზე გამორჩეულ ფიგურას შორის ”მადრიდის რეალში”-ალფრედო დი სტეფანოსა და სანიაგო ბერნაბეუს შორის. ისე მოხდა, რომ დი სტეფანო, რომელიც ”მადრიდის რეალში” სუპერვარსკვლავის რანგში ჩამოვიდა და თავისი გამოჩენით ”მადრიდის რეალში” ახალ ეპოქად დაუდო სათავე, იძჲლებული გახდა გუნდიდან ჩუმად და შეუმჩნევლად წასულიყო. იგივე სანტიაგო ბერნაბეუმ, რომელმაც 1953 წელს დიდი ძალისხმევა გაიღო არგენტინელი ვარსკვლავის ”ბარსელონასთვის” ართმევაში, 1963/64 წლების სეზონში ჩემპიონთა თასის ფინალში ”მილანის ინტერთან” დამარცხების შემდეგ , გადაწყვიტა არ გაეხანგრძლივებინა კონტრაქტი დი სტეფანოსთან. საბოლოო ჯამში , მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი იძულებული გახდა ”ესპანიოლში” გადასულიყო.

მეორე შიდა დაპირისპირების, ამ შემტხვევაში კი მწვრთნელთან, მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 80-იანი წლები, როცა ჰოლანდიელი მწვთნელმა ლეო ბენჰაკერმა გადაწყვიტა დამსჯელი ღონისძიება გაეტარებინა ემილიო ბუტრაგენიოსთან მიმათებაში, რომელიც იმ ხანად თავისი კარიერის პიკზე იმყოფებოდა. მაშინ ბუტრა წუხდა იმაზე, რომ ჩემპიონთა თასის შეხვედრაში ჰოლანდიური ”პსვ”-ს წინააღმდეგ ის ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე სათადარიგოთა სკამზე დაჯდა. ბენჰაკერი, რომელმაც ბუტრაგენიოს ნაცვლად მოედანზე პაკო ლორენტე გამოუშვა, ითხოვდა ”მადრიდის რეალის” ფორვარდის დაჯარიმებას . საბოლოო ჯამში ჰოლანდიელს დაურეკა ”მადრიდის რეალის” პრეზიდენტმა რამონ მენდოსამ , მაგრამ მხარდაჭერის ნაცვლად ბენჰაკერმა სრულიად სხვა რამ მიიღო.

”თქვენ საერთოდ გესმით მაინც , რას აკეთებთ? თქვენ ეხებით კლუბის ღირსებას”-განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა.

კონფლიქტების ისტორია ”ბლანკოსებში”


ანალოგიური სიტუაცია მოხდა ფაბიო კაპელოსა და ”მადრიდის რეალის” ორ ვარსკვლავს შორის - რონალდოსა და დავიდ ბექჰემთან მიმართებაში. კაპელომ, რომელიც თავისი რთული ხასიათითაა ცნობილი, არ ისურვა ორ ვარსკვლავთან მუშაობა. საქმე იმაშია, რომ ფლორენტინო პერესი, რომლის დროსაც იყიდეს ორივე ფეხბურთელი, უკვე არ იყო კლუბის პრეზიდენტი, ხოლო გამოვიდა ისე, რომ კაპელოსთან დაპირისპირებაში ბრაზილიელ და ინგლისელ ფეხბურთელებს არ ყავდათ მხარდამჭერი. იტალიელმა სპეციალისტი თავის ”მადრიდის რეალში” მეორედ მოსვლისას არ შეუდგა ლაქიაობას ვარსკვლავებთან და უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას რონალდო ”მილანში” გაუშვა 10 მლნ. ევროდ, ხოლო ბექჰემი კი გააფრთხილა, რომ მას ზაფხულში გაუშვებდა. ინგლისელი ნახევარმცველი ვარჯიშობდა ”თეთრებთან” ერთად, მაგრამ კაპელო მის ადგილს სათადრიგოთა შორისაც კი ვერ ხედავდა. მან დაინახა, როგორი მონდომებით ირჯებოდა ინგლისელი და ერთი თვის შემდეგ ის ძირითადში დააბრუნა. ისე გამოვიდა, რომ ბექჰემი იმ საჩემპიონო შემადგენლობაში ძირითადი და მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო შეხვედრები ბექჰემმა სწრედ ფაბიო კაპელოს ხელმძღვანელობის ქვეშ ჩაატარა ”მადრიდი რეალში”. dle 10.1

  • J.Z.
  • 26 დეკემბერი 2012
  • 3133
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)