"Marca"-ს 8 მიზეზი

"Marca"-ს 8 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დატოვოს ჟოზე მოურინიომ მადრიდის რეალი...


1. შარშან, ჟოზე მოურინიოს დამოძღვრილმა მადრიდის "რეალმა" ისტორიული შედეგები აჩვენა ლა ლიგაში. პორტუგალიელის მადრიდი გამორჩეული იყო შესანიშნავი შეტევითა და შედეგიანობით (კრიშტიანომ 46 გოლი გაიტანა, ბენზემამ კი 30). აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტი მატჩი, სამეფო კლუბმა ბარსელონაში მოიგო.

2. ხაზგასასმელია, რომ 3 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა მადრიდული კლუბი ლა ლიგის მოგებას, ჟოზეს მოსლვის შემდეგ კი ყველამ იხილა, თუ როგორი რევოლუცია მოახდინა "განსაკუთრებულმა" გუნდში და რამხელა უპირატესობით მოიგო ჩემპიონატი. ამის გარდა, დიდი ხნის შემდეგ, "რეალი" ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალს გასცდა ზედიზედ ორჯერ და ნახევარ ფინალსაც მიაღწია.

3. ამ მომენტისთვის, მისი გუნდი ფორმაში არ არის და ის ყველანაირად ცდილობს სიტუაციის გამოსწრობეას. პრეზიდენტი და მთლიანად გუნდის ხელმძღვანელობა მის გვერდითაა.

4. მოურინიოს ქარიზმა. გუშინ, "ერთადერთმა" სათადარიგოთა სკამზე დასვა კლუბის ლეგენდა, კაპიტანი და ლიდერი იკერ კასილასი, რითაც კდიევ ერთხელ დაგვანახა, რომ მას არ აინტერესებს, თუ რას წარმოადგენს ნებისმიერი ფეხბურთელი. ასეთი პრეცენდენტი ერთხელ უკვე იყო ამ სეზონში, როდესაც პორტუგალიელმა რამოსი დასვა. ჟოზემ, სერხიოს დაანახა, რომ თუ ის ასე გააგრძელებდა თამაშს, ძირითადში ვარანი იქნებოდა და არა ესპანელი. კიდევ ერთი ასეთი ფაქტი 2010/2011 წლებში დაფიქსირდა, როდესაც კრიშტიანო რონალდომ, ჟოზე გააკრიტიკა, მოურინიომ გუნდი "ბარსელონას" წინააღმდეგ დაცვითი ტაქტიკით გამოიყვანა, ხოლო შემდეგ ლა ლიგის მატჩში კი პორტუგალიელი ვარკვლავი სათადარიგო სკამზე განამწესა.

5. უნდა აღინიშნოს, რომ ჟოზე ყოველ წელს ერთ ტიტულს მაინც იგებს, რაც დასაფასებელია. ეს სხვა მწვრთნელების დროს არ ხდებოდა.

6. ტრავმიანობა - გუნდის მთავარი პრობლემაა სეზონის პირველ ნახევარში, რაც მოურინიოს ბრალი ნამდვილად არ არის. ძნელია თამაში, როდესაც ესიენის დაყენება გიწევს დაცვაში.

7. თებერვალში, "რეალს" უდიდესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს სერ ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერ იუნაიტედთან". ასეთ დროს ახალი თავკაცის მოყვანა უაზრობაა, რადგან მას დასჭირდება დრო, რომელიც არ არის.

8. თუ გუნდიდან წავა მოურინიო, ვინ მოვა უკეთესი? ჟოზე საუკეთესოა მსოფლიოში, რაზეც მისი ტიტულები მეტყველებს.


წყარო:marca.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)