15 წელი: 15 დასამახსოვრებელი მომენტი

დღეს 15 წელი შესრულდა რაც "რეალის" მარგალიტი სამეფო კლუბში გადმოვიდა. იგი ჩვენი საყვარელი კლუბის ნამდვილი ლიდერი და დამსახურებული კაპიტანია. ის "სარაგოსადან" გადმობარგდადა 1994 წელს. მსოფლიოს საუკეთესო "7_იანი" უკვე მადრიდის ნამდვილი "პრინცია".


1. რაულ გონსალესი 1992 წელს იხილეს პირველად დიდ ფეხბურთში და 2 წელიწადში მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდა.

2. 1994 წელს შეუერთდა მსოფლიოს საუკეთესო კლუბს და პირველივე წელს დაამხო რეკორდი, მან 5 გოლი გაიტანა სადებიუტო შეხვედრაში "კორალ ფუნტევატურას" კარში.

3. როგორც კი იხილეს ელ კაპიტანოს პირველი თამაში "რეალ მადრიდ "ც_ს" რიგებში, იმავე წელს გამოიძახეს ესპანეთის 18 წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში.

4. 1994 წლის 29 ოქტომბერს მან პირველად ითამაშა "სარაგოსას" წინააღმდეგ და აი სწორედ იმ მატჩში აღმოაჩინა იგი ხორხე ვალდანომ.

5. 1997 წლიდან დაიწყო მეგოლეობა რაულმა, მან პირველი ბურთი ლა ლიგაში მადრიდის "ატლეტიკოს" კარში გაიტანა 5 ნოემბერს. იმ სეზონში მადრიდის "პრინცმა" 9 გოლი გაიტანა.

6. ძალიან დასამახსოვრებელი გამოდგა მისი მეორე გოლი "ატლეტკოს" კარში 15 იანვარს, "თეთრებმა" ის შეხვედრა 1–2 მოიგეს და გადამწყვეტი ბურთი ელ კაპიტანომ შეაგდო.

7.
რაულმა პირველი მატჩი ეროვნული ნაკრების რიგებში 1996 წელს ჩაატარა პრაღაში, ჩეხეთის გუნდის წინააღმდეგ.

8. 1998 წელს მოიგო პირველი ჩემპიონთა ლიგა სამეფო კლუბთან ერთად.

9. რაულმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში გადამწყვეტი გოლი გაიტანა "ვასკო და გამას" წინააღმდეგ შეხვედრაში 1998 წელს და მოაგებინა "რეალს" ის მატჩი.

10. ისევე 1998 წელს მოიგო პირველი "პიჩიჩი", 37 შეხვედრაში მან 25 გოლი გაიტანა.

11. გონსალესმა 1999–2000 წლებიდან დაიწო გოლაობა "ბარსას" კარებში, მან პირველი გოლი გაუტანა კატალონიელებს ნოუ კამპზე.

12. ელ კაპიტანომ თავისი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ვალენსიას" წინააღმდეგ შეხვედრაში, სადაც "თეთრებმა" თანამემამულე "ღამურებს" შავი დღე აყარეს და 3–0 დაამარცხეს.

13. "რეალის" თილისმამ მეორე "პიჩიჩი" მოიგო 2000–2001 წლის სეზონში, მან 36 შეხვედრაში 24 გოლი შეაგდო.

14. რაულმა პირველი გოლი გაუტანა ლევერკუზენის "ბაიერნს" 2002 წლის 15 მაისს, ყველაზე დასამახსოვრებელ ფინალში... იმ მატჩში მე–2 გოლი ზიდანმა შეაგდო, რომელიც დღემდე ლიგის ისტორიაში საუკეთესოდ არის აღიარებული.

15. მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში, ჩემპიონთა ლიგაზე ელ კაპიტანოს გატანილი აქვს 68 გოლი. ამ მაჩვენებლით იგი "უეფას" გოლიადორია.

რაულ გონსალესი მადრიდული გრანდის თილისმაა, იგი ყველადროის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია სამეფო კლუბისათვის. მართლაც მადრიდის "პრინცია" და ფეხბურთის მარგალიტი.


ავტორი: Kevlisha

ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com dle 10.1

  • kevlisha
  • 29 ოქტომბერი 2009
  • 2193
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)