"კასტილია”-ს ბოლო მეტოქე 2012-ში ”ელჩე” იქნება

”კასტილია” თავის ბოლო შეხვედრას 2012 წელს გათამაშების ლიდერ ”ელჩესთან” ჩაატარებს.


სეგუნდა ბ-ს უკანასკნელი შეხვედრა, რომელსაც წელს ”კასტილია” ჩაატარებს იქნება ”ელჩეს” წინააღმდეგ, რომელიც როგორც აღვნიშნეთ გათამაშების სათავეშია. მადრიდელებს სურთ , რომ წლევანდელი წელიც ისე დაამთავრონ , როგორც დაიწყეს, ანუ მოგებით. ამისთვის კი მათ არც მეტი არც ნაკლები ტურნირის ლიდერის დამარცხება მოუწევთ, მაგრამ ”კასტილიელები” კარგ ფორმაში ხვდებიან აღნიშნულ დაპირისპირებას, მათ წინა ტურში ”რასინგი” გაანადგურეს 4:0. მოსკერამ განაცხადა: ”ეს ძალიან კარგი თამაში იქნება, ვინაიდან ისინი ლიდერები არიან და ყოველთვის კარგია, როცა პირველ ადგილზე მყოფ გუნდს ეთამაშები, მაგრამ ამავდროულად ეს რთულიცაა. ჩვენ ”მადრიდის რეალი” ვართ და აუცილებლად უნდა მოვიგოთ ეს შეხვედრა”.

ოთხი მოგება და ხუთი წაგება არის მასპინძელი გუნდის შედეგი საშინაო არენაზე, ასე რომ ისინი იბრძოლებენ მეხუთე გამარჯვებისთვის და იმისთვის, რომ წელი კომფორტულ ადგილზე დაასრულონ. ”ალფრედო დი სტეფანოს” სახელობის სტადიონი ექვსი წლის შემდეგ კიდევ რთხელ უმასპინძელბს ამ ორი გუნდის დაპირისპირებას. ისინი ამ სტადიონზე 14-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდან დადებითი ბალანსი მადრიდელთა მხარესაა, შვიდი მოგება, ორი ფრე და ხუთი წაგება. ტორილმა წლის ბოლო შეხვედრისთვის 19 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის არის მეკარე ხესუსიც. ტრავმირებულები არიან: ანტონიო მარტინესი, ტომას მეხიასი და პაჩეკო.

თავის მხრივ, ”ელჩე” გათამაშების ლიდერია 42 ქულით. მათ ანგარიშზე 13 მოგება, სამი ფრე და მხოლო და მხოლოდ ორი მარცხია. dle 10.1

  • J.Z.
  • 21 დეკემბერი 2012
  • 1350
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)