2000 წელს წარუმატებელი სეზონი ჩემპიონთა ლიგის მოგებით დასრულდა.

სამეფო კლუბის ბოლოდროინდელი წარუმატებლობები გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საშუალებას არ აძლევს. მიუხედავად ამისა, არ ღირს იმის დავიწყება, რომ სეზონის შედგების გაოყვანა არ ღირს დეკემბერში, არამედ სეზონზე მაისში ან ცოტა უფრო მოგვიანებით უნდა ვიმსჯელოთ.


”მადრიდის რეალს” აქვს შანსი, რომ რეაბილიტაცია მოახინოს გულშემატკივრების თვალში. არ იქნება ეს ლა ლიგა? ეგ არაფერი, სამეფო თასი და ჩემპიონთა ლიგა ხომ არსებობს. ვფიქრობ , რომ თუ ”სამეფო გუნდის” ფეხბურთელები მოახერხებენ ასე დიდხანს ნანატრი ”ლა დეციმა”-ს მოგებას, მაშინ არამგონია ბევრი აღმოჩნდეს ისეთი, რომელსაც ენა მოუბრუნდება და იტყვის, რომ სეზონი წარუმატებელი იყო. ასეთი პრეცედენტი ”მადრიდის რეალის” ისტორიაში უკვე იყო. შორს რომ არ წავიდეთ, მაგალითისთვის შეიძლება 1999/2000 წლების სეზონის მოყვანაც, როცა ”მადრიდის რეალმა” მოიგო მერვე ჩემპიონთა ლიგის ტიტული.

იმ სეზონში გუნდმა საკმაოდ სწრაფად დაკარგა ლა ლიგის ჩემპიონობის შანსი. მიუხედავად პირველ ორ ტურში მოპოვებული გამარჯვებისა (2:1 ”მალიორკასთან” და 4:1 ”ნუმანსიასთან”), ”მადრიდის რეალმა” მალე დაკარგა აღებული ფორმა და სექტემბერში გუნდი სტაგნაციის პროცესში გადაეშვა, რომლის შედეგიც იყო მიყოლებით ნათამაშევი საყაიმო შეხვედრები (”ატლეტიკოსთან”, ”დეპორტივოსთან” და ”მალაგასთან”), მაგრამ ნამდვილი პრობლემები ოქტომბერში დაიწყო, როცა გუნდმა წააგო ”ვალენსიასთან” ანგარიშით 2:3, ხოლო შემდეგ ამას მოყვა ფრე ”კამპ ნოუზე” ”ბარსასთან” (2:2), შემდეგ კიდევ ორი ფრე ”ოვედოსა” და ”სევილიასთან”, ხოლო თვე კი სამეფო კლუბმა დაასრულა ”ატლეტიკოსთან” დერბიში განცდილი მარცხით (1:3).

ნოემბრის თვეს სულაც არ მოუტანია შვება სამეფო გუნდისთვის, მიუხედავად ”რაიო ვალეკანოსთან” გამარჯვებისა (3:2). ”ვალეკას”-ზე მიღწეულ წარმატებას მოყვა ფრე ”რეალ სოსეიდადთან” და წაგება ”ვიგოს სელტასგან”. განადგურდნენ რა სახლში ”სარაგოსასთან” ანგარიშით 1:5, ”მადრიდის რეალმა” სატურნირო ცხრილის სამარცხვინო გასავარდნი ადგილისკენ გადაინაცვლა. ამის შემდეგ ”მადრიდის რეალის” პრეზიდენტმა სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობა ვისენტე დელ ბოსკეს გადააბარა.

ლა ლიგის მე-16 ტურის შემდეგ, ”მადრიდის რეალი” მე-12 ადგილზე იმყოფებოდა სატურნირო ცხრილში, რომელსაც იმხანად ”ლა კორონიის დეპორტივო” ედგა სათავეში, რომელმაც ის სეზონი ლა ლიგის მოგებით დაასრულა. გალისიურ კლუბსა და ”მადრიდის რეალს” შორის იმყოფებოდნენ ”სელტა”, ”სარაგოსა”, ”ბარსელონა”, ”ალავესი”, ”რაიო ვალეკანო”, ”ვალენსია”, ”ნუმანსია”, ”ბეტისი”, ”მალიორკა” და ”ატლეტიკი”.

სამეფო თასზეც ვერ მიაღწიეს ”ბლანკოსებმა” ბევრს ვერაფერს. ისინი ნახევარფინალში ”ესპანიოლმა” დაამარცხა.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩემპიონთა ლიგაში ”მადრიდის რეალის” საქმეები კარგად აეწყო. გუნდი თავდაჯერებულად გამოიყურებოდა პირველი ჯგუფური ეტაპის დროს, სადაც მისი მეტოქეები უყვნენ ”პორტუ”, ”ოლიმპიაკოსი” და ”მელდე”. ”თეთრებმა” ოთხი მოგებით, ერთი ფრე და ერთი წაგებით დაასრულეს ეტაპი და ჯგუფში 13 ქულით პირველ ადგილზე გავიდნენ.

მეორე ჯგუფური ეტაპი ”მადრიდის რეალისთვის” ნამდვილად სანერვიულო გამოდგა. ორი სამწუხარო მარცხი ”ბავარიასგან” ერთი და იგივე ანგარიშით 2:4 მიგვიყვანა იქამდე, რომ ”მადრიდის რეალი” მეოთხედფინალში ბოლო მომენტში გავიდა, მოუგო რა ”კიევის დინამოს” ურთიერთშეხვედრების საფუძვზელს. ფორტუნამ გუნდისკენ გამოიხედა. ჯერ იყო და 1/4 ფინალში ”მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხეს, რომელიც მოქმედი ჩემპიონი იყო (0:0 და 3:1), ხოლო შემდეგ ნახევარფინალში ანელკას ერთი გოლის წყალობით ”ბავარიას” კარში ”ოლიმპიშტადიონზე” გადაფარეს ყველა გოლი, რომელიც მიუნხენელებმა გაუტანეს ”თეთრებს” იმ ჩემპიონთა ლიგის სეზონში (2:0 და 1:2). ფინალში კი , როდესაც პირველად ტურნირის ისტორიაში ერთი და იგივე ქვეყნის ორი წარმომადგენელი დაუპირისპირდა ერთმანეთს, ”მადრიდის რეალმა” ექტორ კუპერის ”ვალენსია” გაანადგურა. dle 10.1

  • J.Z.
  • 18 დეკემბერი 2012
  • 1865
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)