ტომას რონსერო ”მადრიდის რეალზე”

გთავაზობთ გამომცემლობა AS--ის ჟურნალისტის, ტომას რონსეროს მოსზრებას კლუბსა და კლუბში არსებულ სიტუაციაზე.


ჟოზე მოურინიო ეხლა ნამდვილად არ უდგას კარგი დროება. ეს ეხება , როგორც ”მადრიდის რეალის” მიერ ნაჩვენებ შედეგებს, არამედ ყველაფერს, თვით კლუბს შიგნით არსებულ სიტუაციასაც. ”ბეტისთან” წაგების შემდეგ, რომლის შემდეგაც ლა ლიგის მოგების შანსი ნაკლებსავარაუდო გახდა, მან დაიწყო განსაზღვრული ხაზისგასმით საუბრები გუნდის რამოდენიმე ფეხბურთელზე, რომლებიც, მისი აზრით, არ იხარჯებიან ბოლომდე.

”სელტასთან” ავადსახსენებელი თამაშის შემდეგ, მწვრთნელმა პირდაპირი ტექსტით განაცხადა, რომ რამოდენიმე ფეხბურთელმა მას სრულიად გაუცრუა იმედები საქმისადმი მიდგომით. ამასთან ერთად მოურინიომ არ დაასახელა დისციპლინის დამრღვევის სახელი და გვარი და არ მიიღო მათი მისამართით რამე განსაკუთრებული და ადვილად დანახვადი ღონისძიებები. ეს გვაფიქრებინებს, რომ ”მადრიდის რეალის” გულშემატკივრებს აქვთ სრული უფლება იცოდნენ იმ ფეხბურთელების სახელები, რომლებიც თავის თავს აძლევენ უფლებას დაივიწყონ ის მოვალეობა, რომელიც მათ აკისრიათ მსოფლიოში საუკეთესო კლუბში თამაშის გამო.

უამრავი ფანკლუბის წევრები ჩამოდიან ”მადრიდის რეალის” მატჩზე დასასწრებად ესპანეთის სხვადასხვა კუთხეებიდან. ისინი გვერდში უდგანან საკუთარ კლუბს , მიუხედავად არსებული ამინდისა და რთული ეკონომიკური მდგომარეობისა. ამ ხალხს სიმართლე უნდა უთხრა. ამ შემთვევაში მოურინიოს საქციელი ცუდი ტონის მატარებელია და არასრულფასოვნების გრძნობას ბადებს გულშემატკივრებში. მან რაღაც უკმაყოფილება ხომ გამოთქვა, მაგრამ არავინ არ დასაჯა. გამოდის ფეხი მოიქნია,მაგრამ არ დაარტყა, დაუმიზნა, მაგრამ არ ისროლა. მე ვისურვებდი, რომ ”მადრიდის რეალის” მწვრთნელი იმის ნაცვლად, რომ ყოველ კვირა ებრძოდეს მთელს მსოფლიოს, უფრო მეტს ლაპარაკობდეს მადრიდიზმის ტრადიციებზე, კლუბის დიდებაზე და იმაზე, როგორი ბედნიერებაა ნებისმიერ ფეხბურთელისთვის ამ კლუბის ღირსების დაცვა. სამეფო კლუბის გულშემატკივრებმა უნდა იგრძნონ, რომ გუნდის მწვრთნელი - არა მხოლოდ დაქირავებული მუშახელია, არამედ თავდადებული მადრიდისტა. სხვა შემთხვევაში მოურინიო რისკავს ნაცვლად იმისა, რომ დაამახსოვრდეთ როგორც ეპოქალური მწვრთნელი კლუბის ისტორიაში, ის დაიმახსოვრონ, როგორც ერთე-ერთი თითქმის ”ათიანი მისტერი”, რომელსაც ბოლო ხნის მანძილზე გაუვლიათ ”მადრიდის რეალის” სამწვრთნელი სკამზე.

მოურინიოსგან გასნხვავებით სრული ქება-დედაბს იმსახურებს კრიშტიანო რონალდუ. თავისი საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულებით ის იმსახურებს, რომ მის საპატივცემლოდ, მაგალითისთვის ”სანტიაგო ბერნაბეუსთან” გამავალ რომელიმე ქუჩას სახელი გადაარქვან. სწორედ ამ კოლოსალური ფიგურის დამსახურებაა, რომ დღევანდელი ”მადრიდის რეალი”, რომელიც ჯერ კვლავ ჩემპიონია, გამოიყურება დიდი ამბიციებისა და პერსპექტივის მქონე პროექტად. არ შემიძლია დღევანდელი ”მადრიდის რეალის” კრტიშტიანო რონალდუს გარეშე წარმოდგენა. თუ ის წავა, ეს ნამდვილი კატასტროფა იქნება, ვინაიდან ჩვენ დავკარგავთ ალფრედო დი სტეფანოსა და რაულის შემდეგ კლუბის ისტორიაში ყველაზე გამორჩეულ და დიდებულ ფეხბურთელს. იმ სიტუაციაში, როცა კლუბი სრულ აპათეაშია ჩაძირული და შიდადაპირისპირებებშია, მხოლოდ ის ინარჩუნებს ნამდვილ სულს, ტვირთავს თანაგუნდელებს ენერგიით. ”ესპანიოლთან” თამაშის დროს მან მოგებისთვის ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო, გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც გაუკეთა ფაბიო კოენტრაუს. მისი ბრალი ნამდვილად არ არის, რომ ”ესპანიოლმა” მაინც მოახერხა ”ბერნაბეუდან” ქულის წაღება.

გასაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო არბიტრების მუშაობაზე, უფრო კონკრეტულად კი მსაჯების მიერ ”მადრიდის რეალის” მეტოქეთა სასარგებლოდ დაშვებულ შეცდომებზე, რაც უკვე ნორმად არის ქცეული. ”ესპანილთან” თამაშის დროს ანტონიო მატეო ლაოსმა 1:1 ანგარიშის დროს მეტოქის კარში თერმთმეტმეტრიანი დარტყმა არ დანიშნა, როცა ხავო ლოპესმა ხელით ითამაშა საკუთარ საჯარიმოში. დიახ, ხელით განზრახ თამაშს არ ქონია ადგილი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თერთმეტმეტრიანი იქ იყო. ერთი გოლს გაიტანდა თუ არა ”მადრიდის რეალი” , ”ესპანიოლს” ნამდვილად არ აცდებოდა წაგება. dle 10.1

  • J.Z.
  • 18 დეკემბერი 2012
  • 2189
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)