რონალდო : "რეალი გასაჭირში არაერთხელ ყოფილა"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუის ნაზარიო რონალდომ "ბლანკოსში" არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პატარა ჩავარდნა ყველა გრანდს აქვს...


"მერწმუნეთ იყო მადრიდის "რეალი", ამ გუნდს გულშემატკივრები მუდამ მოწოდების სიმაღლეზე დგომას და უმაღლესი კლასის ფეხბურთის თამაშს თხოვენ, რაც მეტისმეტად რთულია. გასაგებია, რომ "ბლანკოსს" აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ მსოფლიოში პირველი გუნდი იყოს, მაგრამ ფეხბურთში არის ასპექტები, რომელიც მუდმივად ვერ გექნება. ამ ეტაპზე მადრიდს ნამდვილად აქვს პრობლემები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "რეალი" ჩამოსაწერია."

"ლა ლიგაში შესაძლოა დიდი კონკურენცია აღარ არის, რადგან ბარსელონამ მადრიდულ გიგანტს ძალიან დიდი სხვაობით გაუსწრო, მაგრამ ვინ იცის, შეიძლება ჩავარდნა ტიტოს გუნდსაც დაეწყოს და ისეთი საჭირო ქულები გაანიავოს, როგორიც მოურინიოს შეგირდებმა სეზონის სტარტზე დათმეს."

"არ ვფიქრობ, რომ მოურინიო გახსნილი ფეხბურთის მოყვარული არ არის, მადრიდული გუნდი მის ხელში არაერთხელ გამოსულა მოედანზე და სპექტაკლი დაუდგამს, ვერ ვიტყვი, რომ "ბლანკოსი" კვლავ "თეთრ ბალეტს" თამაშობს, მაგრამ ულამაზეს ფეხბურთთან ეს გუნდი ნამდვილად ახლოს არის."

"დარწმუნებული ვარ პერესი ჟოზეს მუშაობის საშუალებას და სიტუაციის გამოსწორების შანსს მისცემს, მადრიდში მწვრთნელების ხშირმა ცვლამ ნამდვილად ვერ მოიტანა კარგი შედეგები ამიტომ ფლორენტინო შეცდომას აღარ გაიმეორებს." dle 10.1

  • Hala
  • 16 დეკემბერი 2012
  • 1821
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)