"ბერნაბეუზე" "იმედის მატჩის" პრეზენტაცია შედგა

როგორც დაანონსებული იყო, დღეს, "სანტიაგო ბერნაბეუზე," Partido x la ilusión-ის (იმედის მატჩი) პრეზენტაცია შედგა.


მოგეხსენებათ, დაგეგმილი საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც 23 დეკემბერს Palacio de los Deportes-ში გაიმართება, იკერ კასილიასის მიერაა ორგანიზებული."ფურია როხას" კაპიტანმა, საქველმოქმედო კამპანია 3 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ რეგულარულად აგრძელებს.

სამეფო კუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, პრეზენტაციას ესწრებოდნენ: "რეალის" ფონდის წარმომადგენლები, BBVA-ს წარმომადგენლები, Tomillo-ს ფონის წარმომადგენლები და Exit-ის ფონდის წარმომადგენლები.

"იმედის მატჩის" პრეზენტაციის დასაწყისში, პირველი, ფლორენტინო პერესი გამოვიდა სიტყვით: "დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის.ჩვენი დღევანდელი ღონისძიება, სპორტსა და სოლიდარობას აერთიანებს.როგორც ვიცით, ფეხბურთს გააჩნია უზარმაზარი უნარი, ემოციებისა და იმედის გამომუშავებისა.სპორტის აღნიშნული სახეობის ძალა, ცდება საფეხბურთო მოედნებს.ჩვენ ვსაუბრობთ წარმოუდგენელ პოტენციალზე, რომელსაც ძალუძს შეცვალოს სამყარო და გახადოს მეტად სამართალიანი და თანაბარი.სწორედ ამიტომაც, სოლიდარობისაკენ სწრაფვა, ჩვენი კლუბის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობაა.მადრიდის "რეალისათვოს" დიდი პატივია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიების მის სტადიონზე იმართება.მზად ვართ დახმარების ხელი გავუწოთ იმათ, ვინც სიდუხჭირეში ცხოვრობენ."

"ბლანკოსის" პირველმა პირმა, ხოტბა შეასხა იკერის ინიციატივას: "ასეთ მძიმე მომენტში, დიდი სიამაყით გვავსებ, ძვირფასო იკერ.შენ კვლავ აღმართული გაქვს სოლიდარობის დროშა, რომელიც ჩვენი კლუბის ღირებულებაა.როგორ ვიცით, იკერი, სამეფო გუნდის ერთ-ერთი დიადი კაპიტანია.ის ლეგენდაა, როგორც "რეალის," ასევე ესპანეთის ეროვნული ნაკრების.მან მოიგო ყველაფერი, რაზეც შეიძლება ოცნებობდეს ფეხბურთელი.მსგავსი ინიციატივების გაჟღერებით, იკერმა დაამტკიცა, რომ იცის, თუ როგორ უნდა დაამყაროს ურთიერთობა მთავარ ფასეულობებთან.სწორედ ამიტომაც კლუბის ფონდი მის გვერდით დგას.ჩვენ სრულად ვიზიარებთ მის პატარა ოცნებას, რომლებიც ახალგაზრდებისთვის დახმარების გაწევას გულისხმობს.ბევრი მოზარდი უმუშევარია, რაც მათ იზოლირების საფრთხის ქვეშ აყენებთ.მადლობას გადავუხდით ყველას, ვინც 23-ში დარბაზს გაავსებს."

დონ ფლორენტინომ გამოსვლა შემდგნაირად დაასრულა: "ეს ნამდვილად გახლავთ იმედის მატჩი.იმედი იმათთვის, ვინც ფიქრობენ, რომ შესაძლებელია უფრო მეტო გაკეთდეს ადამიანებისათვის, რომელიც ამას საჭიროებენ."

პრეზიდენტის შემდეგ, დამსწრე საზოგადოების წინაშე კასილიასი წარსდგა, რომელიც სერხიო რამოსთან და გონსალო იგუაინთან ერთად იმყოფებოდა ღონისძიებაზე: "მეამაყება, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე," რომელსაც დაარსებიდან 65 წელი შეუსრულდა, მესამე საქველმოქმედო პრეზენტაციას ვესწრები.3 წლის უკან, საქველმოქმედო კამპანიის დაწყებაზე ვოცნებობდი.იმედი მაქვს, შობის წინ, მცირე დახმარებას გავუწევთ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად საჭიროებენ ამას."

"მე მჭირდებოდა ჩემი პრეზიდენტისა და კლუბის მხარდაჭერა და მივიღე.მე მჭირდება დიდი კამპანიის წარმართვა და რამდენიმე წლის შემდეგ, BBVA დამეხმარა ამაში.მე მჭირდება, მეგობრების, მოთამაშეებისა და ცნობილი ადამიანების მხარდაჭერა.დროის გასვლასთან ერთად, პასუხისმგებლობაც იზრდება, რაც ცოტა არ იყოს მაშინებს.და ბოლოს, მე მჭირდება ქომაგების დახმარება.ოცნება, რომელიც Palacio-ს დარბაზის გავსებას ისახავს მიზნად, ძალიანა ხლოს არის.მჯერა, რომ 11 ათასი ადამიანი მოვა, რომელთაც აერთიანებთ სპორტი, მუსიკა და ქველმოქმედება.შემოსული თანხა სრულად მოხმარდებათ უმუშევარ ახალგაზრდებს, რომლებიც იზოლირების რისკის წინაშე დგანან."

"იმედის მატჩი" 23 დეკემბერს შედგება.18 საათზე (მადრიდის დროით), კონცერტი დაიწყება, ხოლო 19 საათზე კიდე თამაში.დიდი იმედი მაქვს, შობის დღესასწაულზე, კიდევ ბევრი ადამიანი გაიხარებს."

პრეზდენტაციის დასარულს, BBVA-ს წარმომადგენელმაც გააკეთა განცხადება: "იკერი თავდაბლობისა და ერთიანობის სიმბოლოა.ჩვენი ბანკი კი, დიდ პატივს ცემს აღნიშნულ ფასეულობებს.ახალგაზრდა ადამიანებისათვის დახმარების აღმოჩენა, ჩვენი მიზანიცაა."

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)