HALAMADRID.GE 5 წლისაა !!!

რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს „ჰალააას“ დაბადების დღეა.....


მოგესალმებით ძვირფასო და ერთგულო ჰალამადრიდელებო, მინდა გაუწყოთ, რომ დღეს, 14 დეკემბერს, HALAMADRID.Ge-ს 5 წელი შეუსრულდა.საიტის ადმინსიტრაციის სახელით, მინდა მოგილოცოთ თქვენთვის და ჩვენთვის მნიშვნელოვანი თარიღი...თქვენთან ერთად, წარმატებებსა და წინსვლას ვისურვებ „რეალის“ ქართველი ქომაგებისათვის უსაყვარლესს საიტს.

მინდა გამოგიტყდეთ, რომ განვლილი 5 წელი, ნამდვილად არ გახლდათ ვარდეფით მოფენილი.ჩვენი „ბორდის“ თითოეულმა წევრმა, უდიდესი შრომა გასწია იმისათვის, რომ საიტი ჩამოყალიბებილიყო და ეპასუხა ნებისმიერი გამოწვევისათვის.თავდაპირველად, „ჰალასთვის“ საკმაოდ რთული გახლდათ ყოფა, თუმცა დროთა განმივლობაში, თქვენი და ჩვენი ძალისხმევით, „ჰალამადრიდ.გე“ კონკურენტუნარიან მხარედ მოგვევლინა.ალბათ, საწყისი ნაბიჯების გადადგმის დროს, ვერავინ იფიქრებდა, რომ ჩვენი საიტი „რეალის“ ქართულენოვან ფან-კლუბებს შორის მოწინავე იქნებოდა, თუმცა ერთიანი ძალით, ესეც შევძელით.
მოგეხსენებათ, 5 წლის განმავლობაში, ბევრ წინააღმდეგობას გადავაწყდით.ნათქვამია, „საუკეთესოებს ებრძვიანო“ და ჩვენს შემთხვევაშიც, ნამდვილად ასე იყო.არეკეთილისმოსურნეების ბოროტი განზრახვების გამო, რამდენჯერმე მოგვიწია საქმის ნოლიდან დაწყება, თუმცა თქვენი მხარდაჭერით, რომელიც ყოველთვის დიდ სტიმულს გვაძლევს, კვლავ ფეხზე დავდექით.

შემთხვევით მინდა ვისარგებლო და ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ყოველდღიურად „ჰალას“ გვერდით უდგახართ.თქვენი ამგვარი დამოკიდებულობა, ბრძოლის ჟინს გვიჩენს და ვცდილობთ, მუდმივათ უკეთესობისაკენ მივისწრაფოდეთ.სწორედ თქვენი დამსახურებაა, „ჰალამადრიდ.გე“-ს, ერთ-ერთი მოწინავე ადგილები რომ აქვს დაკავებული სხვადასხვა სარეიტინგო სისტემებში.ერთი სიტყვით, თქვენ რომ არა, ჩვენი საიტი არ იქნება ამგვარი საინტერესო

მოკლედ, ჩვენი ისტორიით თავს არ შეგაწყენთ და კიდევ ერთხელ მოგილოცავთ „ჰალას“ 5 წლის იუბილეს.იმედი მაქვს, ერთიანი ძალებით, მომავალში უფრო დიდი მიზნებისათვის ვიბრძოლებთ.დიდი მადლობა ყველას !!! ჰალა მადრიდ !!! ჰალა ჰალამადრიდ.გე !!! ჰალა მადრიდისტა !!!

პ.ს. ჩვენი თხოვნა იქნება, კომენტარის მეშვეობით გამოთქვათ თქვენი აზრი „ჰალასთან“ დაკავშირებით... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)