გუნდი კრიზისშია?

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გადამაწყვეტინა ამ სტატიის დაწერა, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, მივხვდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიოს მადრიდის "რეალმა" მიმდინარე სეზონში კატალონიის ბარსელონასთან წარმატებით იასპარეზა, ეს არ არის ის "ბლანკოსი", რომელიც თუნდაც შარშან და შარშანწინ გამოდიოდა ჩვენს წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ "ბლაუგრანასთან" არც ისე კარგი შედეგები ჰქონდა...


"ლა ლიგის ძალიან ცუდი სტარტის შემდეგ თითქოს ყველაფერი გამოსწორდა და ესპანურმა გიგანტმა ქულების მოპოვება დაიწყო, მაგრამ ყველა აშკარად ვხედავთ, რომ გუნდში აშკარად სერიოზული პრობლემებია და ამას არამარტო მადრიდის "რეალის" მოედანზე გამოსვლა და თამაში გვაჩვენებს, არამედ ნაჩვენები შედეგები, რომლითაც დედაქალაქური კლუბი ნამდვილად ვერ დაიქვეყნის, მოურინიოს გუნდმა უკვე ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თამაში წააგო და ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს ადრე გამოეთისა, ჯერ სეზონის ნახევარი არ არის გასული, მაგრამ "ბლანკოსს" პირველადგილოსან ბარსელონასთან საკმაოდ სერიოზული სხვაობა აქვს, რომლის აღმოფხვრაც ძალიან რთული იქნება, მე ვიტყოდი, რომ შეუძლებელიც, რადგან კატალონიელები ნამდვილად არ აჩვენებენ მდარე ხარისხის ფეხბურთს, მეტსაც გეტყვით, ვილიანოვას გუნდის თამაში მხოლოდ აღფრთოვანებას იწვევს და მეტს არაფერს, ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ ლა ლიგის ტიტულის დაბრუნებისკენ."

"პრესასა და ტელევიზიაში არაერთხელ თქმულა და დაწერილა, რომ ფაბიო კაპელოს მადრიდის "რეალსაც" ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა თამაშის ხარისხისა და ქულების მოპოვების მხრივ, მაგრამ ყველაფერი სეზონის დასკვნითმა ეტაპმა გადაწყვიტა, სწორედ მაშინ დაეწყო ბარსელონას ჩავარდნა და მნიშვნელოვანი ქულები გაანიავა, რაც მადრიდულმა გიგანტმა გამოიყენა და საბოლოოდ მალიორკას 3-1 დამარცხებით პრიმერას ბოლო ტურში ჩემპიონის ტიტული მოიგო, რომელიც მადრიდელ ინჩასებს ნამდვილად მონატრებული ჰქონდათ, ვინაიდან და რადგანაც სამეფო კლუბი 4 წლიანი უტიტულო სერიით "იწონებდა" თავს. დღევანდელ დღეს სულ სხვა შემთხვევა გვაქვს, მაშინდელ ბარსასა და დღევანდელს შორის ძალიან დიდი სხვაობაა, მართალია, მაშინ გუნდში რონალდინიო და დეკო ბრწყინავდნენ, ასევე შესანიშნავი იყო, ჩავი ერნანდესი, პუიოლი და სხვები, მაგრამ მაშინდელ "ბლაუგრანა" და დღევანდელი ერთმანეთისგან ისე განსხვავდებიან, როგორც ცა და დედამიწა, ამიტომ იმაზე ფიქრი, რომ მადრიდის "რეალი" სეზონის ბოლოს მოახერხებს ტიტულის მოპოვებას პირდაპირ ვთქვათ, რომ სისულელეა."

"ჩემი პირადი აზრია და შესაძლოა ბევრი არც დამეთანხმოს, მაგრამ ამ შეხედულებას აუცილებლად გაგიზიარებთ. ვფიქრობ, მარსელო ვიეირა იმდენად აკლია გუნდს, რომ წარუმატებლობის 70% სწორედ ამან განაპირობა, ბრაზილიელის პროგრესი წლიდან წლამდე, თვიდან თვემდე, კვირიდან კვირამდე და დღიდან დღემდე აშკარა და თვალნათლივია, იგი რომ თავის პოზიციაზე საუკეთესო მოთამაშეა, ამას წყალი არ გაუვა, ბრაზილიელს აქვს უბადლო სისწრაფე, ტექნიკა და რაც ყველაზე მთავარია მოედნის ნორმალური ხედვა, რომელიც მცველებს იშვიათად ახასიათებთ. როდესაც ვიეირა მადრიდში მოვიდა სათამაშოდ, ის მხოლოდ ბურთის ეფექტური გორაობით გამოირჩეოდა, ტექნიკა მას ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ არ იყო გუნდური სულის მატარებელი, არც მცველების დახმარებით "იკლავდა" თავს, მას ხშირად ვხედავდით წინა ხაზში, დღეს კი მარსელო ყველგან არის, იგი ბრწყინვალე კომბინაციებს ათამაშებს კრიშტიანო რონალდოსა და მესუთ ოზილთან ერთად, წინა ხაზს ვიეირა ძალიან აკლია, ამით მადრიდელებმა შეტევის მრავალფეროვნება დაკარგეს, მარსელო ასევე მშვენივრად ასპარეზობს დაცვაში, როდესაც იგი წინ წავა, უკან ჩამოსვლა აღარ ავიწყდება, როგორც ეს სულ რაღაც 2-3 წლის წინ ხდებოდა და "ბლანკოსის" დაცვის მარცხენა ფლანგი თავიდან ბოლომდე მოშიშვლებული რჩებოდა. მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ ბრაზილიელი მოთამაშე როგორც ფეხბურთელი ძალიან გაიზარდა და დაიხვეწა. გასაგებია, რომ ჟოზე მოურინიოს მისი შეცვლის იდეალური კანდიდატურა ჰყავს ფაბიო კოენტრაოს, სახით პორტუგალიელი მართლაც უმაღლესი დონის მარცხენა მცველია, მაგრამ მისი მონაცემები და თვისებები ნამდვილად ვერ გაუტოლდება მარსელოს, რომელიც ნამდვილად უმაღლესი კლასის ფეხბურთს თამაშობს."

"ფაქტია, ჟოზე მოურინიომ გუნდის ფილოსოფიაში რაღაც უნდა შეცვალოს, ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ მთავარ მწვრთნელს ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს იკერ კასილასთან, რომელიც გუნდის კაპიტანია, ეს გარემოება კი საერთო ჯამში "ბლანკოსის" თამაშს ხარისხს ვნებს, რადგან იკერი მადრიდში ავტორიტეტია, ასევე გასახსენებელია სერხიო რამოსისა და მთავარი მწვრთნელის დაპირისპირება, რომელიც მართალია არც ისე დიდ ხანს გრძელდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ იყო. ასევე თვალნათლივია, რომ ჟოზესა და ფეხბურთელებს შორის გარკვეულ ასპექტებში უთანხმოება ყალიბდება, რაც ადრე ნამდვილად არ იყო, უკლებლივ ყველა ფეხბურთელი "დაპროგრამებული რობოტივით" აცხადებდა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი მსოფლიოში საუკეთესოა და მასთან ურთიერთობა ნებისმიერი პროფესიონალი ფეხბურთელისთვის კარიერული წინსვლის პირობაა. გამომდინარე ამ გარემოებებიდან გუნდში უთანხმოება სუფევს, რაც პირველ რიგში მწვრთნელმა უნდა მოაგვაროს, რადგან დამრიგებლის მთავარი საქმე სწორედ ერთსულოვნების ჩამოყალიბებაა. ფაქტია, გუნდი შემადგენლობის მხრივ არ დასუსტებულა, შარშანდელ სეზონთან შედარებით უფრო მეტად უნდა ესმოდეთ ფეხბურთელებს ერთმანეთის, უფრო მეტად უნდა გრძნობდნენ ერთმანეთის აზრებს და ესმოდეთ ის, თუ რას გააკეთებს მათი პარტნიორი კონკრეტულ სიტუაციაში, მაგრამ აბსოლიტურად საპირისპიროს ვხედავთ, "ბლანკოსის" მოთამაშეები შარშან უფრო მეტად უგებდნენ ერთმანეთს და გააზრებულ ფეხბურთს თამაშობდნენ, ვიდრე წელს, ამაში ალბათ ყველა დამეთანხმებით."

"აუცილებლად უნდა შევეხო კანტერანოებს, რომლებსაც ამ სეზონში გაცილებით უფრო მეტი თამაშის დრო მიეცათ, ვიდრე შარშან ან წინა წლებში, მაგრამ ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის საკმარისი, სამეფო თასის მატჩებსა და ლა ლიგის დაპირისპირებებში 10-15 წუთი, თუნდაც ერთი ტაიმი თამაში, ახალგაზრდა მოთამაშეს ვერ მისცემს იმ გამოცდილებას, რომელიც მას პროფესიონალურ დონეზე აათამაშებს და გუნდისთვის სერიოზულ ძალას გახდის, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მადრიდის "რეალმა" რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ბარსელონას უნდა მიბაძოს და კარგად გაერკვეს თუ როგორ შეიძლება აღზარდო საკუთარი აკადემიის ფეხბურთელი, როგორც ჩამოაყალიბო გუნდის საკვანძო მოთამაშედ და სერიოზულ ფიგურად."

"სტატიის ბოლოს კი მინდა ჩვენს გუნდს წარმატებები და ახლანდელი მდგომარეობის დაძლევა ვუსურვო."

Hala Madrid !!! dle 10.1

  • Hala
  • 14 დეკემბერი 2012
  • 3953
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (302)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)