"დამპყრობელი რონალდო"

"დამპყრობელი რონალდო" - სწორედ ასეთი სათაურის სტატია მიუძღვნა "მარკამ" კრიშტიანო რონალდოს....


პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი უკვე მეოთხე სეზონია "თეთრ" მაისურს ატარებს. თუ რაოდენ ნაყოფიერი გახლავთ ის "ბლანკოსში", ყველასთვის ნათელია, ამაზე მისი მიერ გატანილი გოლების აურაცხელი რაოდენობა მეტყველებს. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მორიგ საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენთ. კრიშტიანოს ჯამში 27 ესპანურ სტადიონზე აქვს ნათამაშები("ბერნაბეუს" ჩათვლით) - მან 25 მათგანზე გოლის გატანა მოახერხა. ორად-ორი საფეხბურთო არენა, რომელზეც კრიშტიანომ ჯერ-ჯერობით თავის გამოჩენა ვერ მოახერხა - "რიასორი"("დეპორტივოს" სტადიონი) და "ნუევა კონდომინია"("სელტას" სტადიონი) გახლავთ.

როგორც იცით, დღეს მადრიდის "რეალი" "სელტა დე ვიგოს" "კოპა დელ რეის" ეგიდით ესტუმრება. თავისთავად ცხადია, ძირითადი შემადგენლობიდან იასპარეზებს რონალდო. პორტუგალიელი სტადიონზე მოტივირებული გავა, რამეთუ დღესვე 100%-იან შედეგს მიუახლოვდეს და "ნუევა კონდომინია" შეუერთოს "კამპ ნოუს", სანჩეს პისხუანს", "მესტალიას" და სხვათა და სხვათა....

კრიშტიანოს ზოგიერთ სტადიონზე გასაოცარი შედეგი აქვს - საშუალოდ 1 გოლზე მეტი მატჩში, მაგალითად "ლა როსალედაზე"("მალაგას" სტადიონი) და "იბეროსტარზე"("მალიორკას" სტადიონი) მან 4-4 მატჩში 5-5 გოლს მოუყარა თავი, "კალდერონსა"("ატლეტიკოს" სტადიონი) და "ელ მადრიგალზე" ("ვილეარეალის" სტადიონი) 3-3 შეხვედრაში 4-4 გოლი. განსაკუთრებით რონალდოს "რამონ სანჩეს პისხუანი" უყვარს, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ანდალუსიელი ფეხბურთელები გულშემატკივრებითურთ 7-ჯერ დაამწუხრა. მან კი ეს სულ რაღაც 4 შეხვედრაში მოახერხა.

ერთ-ერთი ყველაზე უხერხული სტადიონი რონალდოსთვის "კამპ ნოუ" გახლდათ - პირველ სამ სადებიუტო შეხვედრაში მან არათუ გოლი ვერ გაიტანა, არამედ ნორმალური საგოლე მომენტიც ვერ შეიქმნა, თუმცა გოლების მანქანა მალევე ჩაირთო და "ბარსელონას" საშინაო არენაზე უკვე 6 გოლი დაუგროვდა.

ასე, რომ კრიშტიანო ნელ-ნელა იპყრობს ესპანეთის სტადიონებს, მის მსხვერპლთა სიას "ნუევო კონდომინია" უდგას სათავეში, ხოლო მეორე წრეში ლა კორუნიაში გატანილი გოლით სრულ 100%-იან შედეგს მიაღწევს... წარმატებები ვუსურვოთ მას - ასეთი შედეგი ჯერ არავის არ ჰქონია!!! dle 10.1

  • wishmaster
  • 12 დეკემბერი 2012
  • 3100
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)