კასილიასი მეათეზე ოცნებობს

როგორც წინა სტატიაში გაუწყეთ, იკერ კასილიასმა ინტერვიუ ჩაწერა ესპანურ ტელევიზია La Sexta-სთან.


მომავალი: "სურვილი მაქვს ფეხბურთი ვითამაშო შედარებით დასვენებულ გარემოში, სადაც ნაკლები იქნება ზეწოლა.წასვლის გადაწყვეტილება თუ მივიღე, რასაკვირველია, ისეთ კლუბში არ გადავალ, რომელსაც "რეალთან" მოუწევს კონკურენციის გაწევა.მაგალითისათვის, ძალიან მომწონს შეერთებული შტატები, მაგრამ უახლოესი 5 წლის განმავლობაში, ამერიკაში არ გადავბარგდები.ბუნებრივია, სამეფო კლუბში მსურს კარიერის დასრულება, მაგრამ წარმოიდგინეთ, ახლა, როდესაც 31 წლის ვარ და ასე სასტიკად მაკრიტიკებენ, რა იქნება, როდესაც 37 გავხდები."

რას აირჩევდი, პრიმერაში "ბარსელონაზე" გადასწრებას, თუ ჩემპიონთა ლიგის მეათე თასს: "რა თქმა უნდა, ლიგის მეათე ტიტულს.თუ მეტყვით, რომ "ბარსელონა" სეზონს 25 ქულიანი ჰანდიკაპით დაასრულებს ჩვენთან, ეს არ მინდა მოხდეს ასეთ კონკურენტუნარიან ჩემპიონატში, მაგრამ თუ მეტყვით, რომ ჩვენ მოვიგებთ ევრო თასს, ბუნებრივია, ამ უკანასკნელს ავირჩევ."

პრიმერაში დაკარგული ქულები: "როდესაც რომელიმე გუნდი თამაშობს "რეალის" წინააღმდეგ, მისი ფეხბურთელები, გაორმაგებული ძალებით დარბიან, იბრძვიან და ა.შ.მაგ: "სევილიამ" ურთულესი პაექრობა გამართა ჩვენთან, მაგრამ 10 დღის წინ, "ვალიადოლიდთან" დამარცხდა."ბარსელონას" რიგ შემთხვევებში ფორტუნამ გაუღიმა.ისინი შარშარნდელი სეზონის შემდეგ, მოწყურებულნი არიან ტიტულებს.მაგრამ მინდა გითხრათ, რომ "რეალი" არასოდეს ყრის ფარ-ხმალს.ჩვენთვის და ქომაგებისათვის, ბოლომდე ვიბრძოლებთ."

მოურინიო: "მოურინიოს არ უყვარს ისეთი ადამიანები, რომლებიც ზურგს უკან საუბრობენ.ის ყოველთვის პირში გეუბნება სათმქელს და შენგანაც ანალოგიურს მოითხოვს.ვერ წარმომიდგენია "რეალი" მის გარეშე."

AS.Com

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)